ვიკიწყარო kawikisource https://ka.wikisource.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98 MediaWiki 1.46.0-wmf.26 first-letter მედია სპეციალური განხილვა მომხმარებელი მომხმარებლის განხილვა ვიკიწყარო ვიკიწყარო განხილვა ფაილი ფაილის განხილვა მედიავიკი მედიავიკის განხილვა თარგი თარგის განხილვა დახმარება დახმარების განხილვა კატეგორია კატეგორიის განხილვა ავტორი ავტორის განხილვა გვერდი გვერდის განხილვა ინდექსი ინდექსის განხილვა TimedText TimedText talk მოდული მოდულის განხილვა Event Event talk შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით 0 7866 77429 2026-05-02T18:28:31Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით, ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებ... 77429 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით, ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით? ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა, არარა ბედს ჩემთვის არ აქვს არარა. სასტიკია სული უამინდოთა, განა ქვეყნად ბევრი რამე მინდოდა? შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით, ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით? </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHbb5f16effd5b4e43ecaa00 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] riixlwoprmm5mmwtncfno0sf655b6at შენ და დემონი 0 7867 77430 2026-05-02T18:31:03Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = შენ და დემონი | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> საღამოვ, ვიცი, ბაღში შეხვალ ეკლესიიდან და გაოცების მწუხარებას მასთან მიიტან. თითქო ბეჭ... 77430 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = შენ და დემონი | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> საღამოვ, ვიცი, ბაღში შეხვალ ეკლესიიდან და გაოცების მწუხარებას მასთან მიიტან. თითქო ბეჭდებზე დაგეყრება ვარდების ცვარი და სურნელებით აივსება შენი ლოცვანი. და მხოლოდ ღამით იგრძნობს სული, როგორც სამებას: ყვავილებს და ცას, საუკუნო გამოსალმებას, მოგონებები ელვარებენ ისევ ბეჭდებად, მოვა დემონი, დაფიქრდება და შეეჭვდება. და სავანისგან სიზმარივით მიაქვს ღამის ქარს, მხევალთ გალობა: შეიბრალეთ, იგი წმინდა არს! </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01c65924de3a469bea4990ec მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] dxomri80wtmuo62wkkec2ssexzc0i8r შენ ერთი მაინც 0 7868 77431 2026-05-02T18:32:35Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = შენ ერთი მაინც | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> საქართველოში შენ ერთი მაინც არ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები, შეგებრალება თვითონ კაენ... 77431 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = შენ ერთი მაინც | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> საქართველოში შენ ერთი მაინც არ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები, შეგებრალება თვითონ კაენიც - თუკი პოეტის ჰქვია სახელი. ოჰ, ჩემი სული ბევრს დაიმონებს, მეგობრები კი არ მეყვარება - სხვაგვარ თიბათვის დღეებს იგონებს ჩამავალ მზეთა მგლოვიარება. გიგზავნი ამ წიგნს... როგორც ოდესმე მომქონდა შენთან წიგნი პირველი, შენმა ღიმილმა უბოროტესმა დაინდოს წიგნი და შემწირველი. </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH5ac0c56dd3f80d97603d6c მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] frv9snzfrdy50h0kxv2tq1iqewlwvjo შენ რაღას იტყვი? 0 7869 77432 2026-05-02T18:34:33Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = შენ რაღას იტყვი? | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ატყდა ვაზების კვირტი, ცრემლის დაგუბდა წყარო. სწუხდა ლიახვის ზვირთი, - შენ რაღას იტყვი,... 77432 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = შენ რაღას იტყვი? | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ატყდა ვაზების კვირტი, ცრემლის დაგუბდა წყარო. სწუხდა ლიახვის ზვირთი, - შენ რაღას იტყვი, მტკვარო? იყო ზვირთების შეხლა, თერგის ნგრევის და რიხის, შენ რაღას იტყვი ეხლა, მთებო მშობლიურ ლიხის? მთიდან დაეშვა ღამე და დაიბინდა მდელო, შენ მაინც მითხარ რამე, ვრცელო ალაზნის ველო! თრიალეთიდან ვნახეთ ღამის მსუბუქი ჭვარტლი. მე ვეკითხები კახეთს, თუ რაზე ფიქრობს ქართლი. იქნებ მოისმენს გმინვას ვინმე ჩუმი და ავი. ასე დაბინდულ მყინვარს ზღვა რად შეღელავს შავი. რაზედ ღრიალებს ფაზი და ისტორიის ჩრდილის მზე ეფინება ნაზი ქუთაისსა და თბილისს. მაგრამ, თენდება. ყავრად მთებს ეფინება თებო. ჩემი სალამი, მძლავრო კავკასიონის მთებო! </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH03d9c5532962dcaf7ad69b მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] rt9ekturj2m3cezt56qm946lml9ygit შენ აღტაცებით ისევ ენთები 0 7870 77433 2026-05-02T18:36:06Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = შენ აღტაცებით ისევ ენთები | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> შენ აღტაცებით ისევ ენთები, ძველი ტაძრები ისევ შენდება, ეფემერიდებს გამოენ... 77433 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = შენ აღტაცებით ისევ ენთები | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> შენ აღტაცებით ისევ ენთები, ძველი ტაძრები ისევ შენდება, ეფემერიდებს გამოენთები და სადმე მაინც გაგითენდება. მთები ჩანს, როგორც გიგანტი გრდემლი ჩქარი მდინარის რბიან ზვირთები, მოგენატრება ბავშვური ცრემლი, ეცდები, მაგრამ ვერ ატირდები. </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH7c9bfc9dd5a9135fe848e1 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] kygk59ao7kaxegoaakfopco8454yh0t შენი სადღეგრძელო 0 7871 77434 2026-05-02T18:37:08Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = შენი სადღეგრძელო | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> კაფეში შევალ სრულიად მარტო და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას, ერთი შენია (უნდა ვიდარდო... 77434 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = შენი სადღეგრძელო | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> კაფეში შევალ სრულიად მარტო და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას, ერთი შენია (უნდა ვიდარდო ასეც და ისეც, აქაც და იქაც). შენს სადღეგრძელოს ჩუმად ჩამძახებს ჭიანურები, ვსვამ: ალავერდი! მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახებს, პასუხს არ მაძლევს ხმათა ხავერდი. და გაფითრებულ სარკეში მცურავს ეს მწუხარება ვინ დამიფასოს? მე გეუბნები ასე სამდურავს, მაგრამ შენ მაინც არ მაძლევ პასუხს. </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01f1b5aa734c7a896d4d190e მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] ejttst7r14aqwcba1qj02261mskeem6 შინდისის ჭადრებს 0 7872 77435 2026-05-02T18:38:37Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = შინდისის ჭადრებს | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო, შემოხვეულნო შუქთა ბადრებით, - ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ,... 77435 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = შინდისის ჭადრებს | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო, შემოხვეულნო შუქთა ბადრებით, - ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ, ან უცხოეთში რად მენატრებით? კვლავ გახვევიათ ოქროს ზეწარი და შემოდგომის მკრთალი ბლონდები? მე, უთვისტომო და გარეწარი, თქვენ გაგიხსენებთ და დავღონდები. თქვენთან რბიოდნენ ნათელნი დღენი, ლოცვა ბავშვური, ფერი გედური, ახლა რად მესმის შრიალი თქვენი, როგორც ტირილი და საყვედური? </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH817f053c9fef52cba751c1 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] au7lg6ry3ahtjsu8xsct38fy6j2f6va შოთა რუსთაველი შავი ზღვის პირად 0 7873 77436 2026-05-02T18:40:46Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = შოთა რუსთაველი შავი ზღვის პირად | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ნაპირს, რასაც საოცარი სილაჟვარდით ავსებს წყალი, სადაც დაფნის ტყეები... 77436 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = შოთა რუსთაველი შავი ზღვის პირად | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ნაპირს, რასაც საოცარი სილაჟვარდით ავსებს წყალი, სადაც დაფნის ტყეებია და მზიური ფორთოხალი, ნაპირს, რის მსგავსს ზღვათ მავალი ვერსად ნახავს კაცის თვალი, გადმოვიდა მოყმე ვინმე, ამაყი და სახემკრთალი. პირველ მუხლი მოიყარა, მოწიწებით გადგა შორა, თაყვანი სცა მშობელ მიწას, რამდენჯერმე ეამბორა, კვლავ დაემხო, კვლავ ცრემლები სისხლის რუებრ მოატბორა, მეღირსაო შენი ნახვა, აწც ვინ დაგვაშორიშორა? ამბობს: ჩემო სამშობლოო, ღვიძლო დედავ, ჩემო კარგო, დაგიბრუნდი შენი შვილი, ვეჭვ, რაიმე დიდი გარგო, გარნა ერთი სიცოცხლე მაქვს, მინდა შენთვის გარდავაგო, სიბრძნეს - ვეყმო, მოძმეს - ვეძმო, საკადრისი მტერს მივაგო. მე შენ შემჭერ სხვა ცხოვრების, სხვა გარემოთ უცნობ ზვავში, როსმე წყნარი და უღრუბლო, ზამბახივით ნაზი ბავშვი... ვნახე უცხო მხარეები, გადავეშვი სიბრძნეთ ზღვაში, ხან სიცხეში, ხან ავდარში, ხან გრიგალში, ხან ნიავში. მერამდენედ უნდა გითხრა, მშობლიურო, კვლავ მადლობა ცისკრისათვის, რასაც დილის ჰქვია მიმოსინათლობა; იარისთვის, ჩემს დასისხლულ ფეხს რომ აჩნის, ვითარ გზობა, ყველაფრისთვის, რაც არა მაქვს და ანუ მაქვს: გრძნობა, ცნობა. აი, დიდი, დაბურული და ზვიადი ჩანს ტყეები. ზევით, ქვევით ცის ლაჟვარდი, გადაშლილი სივრცეები. ცადაწვდილი დგას ხეები, კვლავ კლდეები, სახეები, ახლო მესმის: ჩონგურები აშრიალდნენ, ვით დღეები. რაღაც უცხო სიმსუბუქით მივყავარ სიმთ ოქროს ნავებს, ნაყოფიერ მინდორთ ნუგეშს, მზეთა ნუგეშს, ოქროს ხვავებს. გმადლობ ზღვისთვის, არემარევ! ამგვარად რომ ააყვავებს აღმომხდარ მზით, ჩამავალ მზით იმ მთვარესა და ვარსკვლავებს. მე რუსთველი ამა ზღვიდან შემოვდივარ ჩემს ქვეყანას. მოიარო სხვა ქვეყანა, ვერ მოისმენ ამგვარ ნანას. ხამს შესწირო კაცმა თავი მხარეს - ედემს ამისთანას... მის ვეფხვობას, მის სიუხვეს, სიყვარულს და ოქროს ხანას! </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH99bb369b355c000a169c29 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] 48fbjwf4ru0w9rcpehlhkbafnb5tcfd შორი ალპების წყაროზე წმინდა,სამხრეთის მზეზე უდიადესი 0 7874 77437 2026-05-02T18:43:06Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = შორი ალპების წყაროზე წმინდა,სამხრეთის მზეზე უდიადესი | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> სთქვი: რისთვის გერქვას ადამიანი და მომავალის... 77437 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = შორი ალპების წყაროზე წმინდა,სამხრეთის მზეზე უდიადესი | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> სთქვი: რისთვის გერქვას ადამიანი და მომავალის გეძახდეს ვალი, თუ დაიკარგა შენი გულიდან ნების ნაკადი თავისუფალი? რომ გრძნობდე ამას, მოგაშველებდა თავის მარჯვენას მთელი ქვეყანა, რომ მოისურვო მხოლოდ და მარტო... მაგრამ სურვილი შენ ძალგიძს განა? სიცოცხლე! დიახ, სიცოცხლე გვინდა, სიცოცხლე გვინდა ასი, ათასი, - შორი ალპების წყაროზე წმინდა, სამხრეთის მზეზე უდიადესი! == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH018ce7a6db458bc596c9a11b მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] 4jwyw91y4zxiw6ia7x6l76wrufllde3 77438 77437 2026-05-02T18:43:26Z მარიამ ლაბაძე 392 77438 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = შორი ალპების წყაროზე წმინდა,სამხრეთის მზეზე უდიადესი | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> სთქვი: რისთვის გერქვას ადამიანი და მომავალის გეძახდეს ვალი, თუ დაიკარგა შენი გულიდან ნების ნაკადი თავისუფალი? რომ გრძნობდე ამას, მოგაშველებდა თავის მარჯვენას მთელი ქვეყანა, რომ მოისურვო მხოლოდ და მარტო... მაგრამ სურვილი შენ ძალგიძს განა? სიცოცხლე! დიახ, სიცოცხლე გვინდა, სიცოცხლე გვინდა ასი, ათასი, - შორი ალპების წყაროზე წმინდა, სამხრეთის მზეზე უდიადესი! </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH018ce7a6db458bc596c9a11b მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] 1g078hx3rwm3ygvr5bzkkjqalc4h6lp შორი სიახლოვე 0 7875 77439 2026-05-02T18:44:54Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = შორი სიახლოვე | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> სადღაც მინახავს ქალის სახე კარგი და წრფელი, არ მშორდება ის, დღეა ბადრი თუ ღამე ბნელი. ალ... 77439 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = შორი სიახლოვე | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> სადღაც მინახავს ქალის სახე კარგი და წრფელი, არ მშორდება ის, დღეა ბადრი თუ ღამე ბნელი. ალერსის სიტყვებს ჩამჩურჩულებს ახლო მდგომელი, მაგრამ მარადის დაფარული, მიუწვდომელი. ოჰ, დიდხანს... დიდხანს ვძებნე იგი და ვერსად ვპოვე, ვიცი შორს არის, მაშ რად მტანჯავს ეგ სიახლოვე? </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH3fc0983a9dc05c95de949b მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] szid9fbwg3ij8d0oie8314gkq88iypx შრიალებს ჩალა 0 7876 77440 2026-05-02T18:46:05Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = შრიალებს ჩალა | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> შემოდგომაა... შრიალებს ჩალა, აჩალეს ჩალა, ზიდავენ შეშას, როგორ აფიქრებს სამშობლო ჭალა ჭ... 77440 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = შრიალებს ჩალა | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> შემოდგომაა... შრიალებს ჩალა, აჩალეს ჩალა, ზიდავენ შეშას, როგორ აფიქრებს სამშობლო ჭალა ჭაობის ვარდებს, დასილულ ნეშოს. შემოდგომაა... დაყრუვდა შარა, მოვიდა წვიმა, დამძიმდა ზვინი. მოვა თუ არა, მოვა თუ არა? - ოხვრით კითხულობს ცეცხლის შიშინი. </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH018e746bdfd98560a8242a4c მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] obhm71ll3xt599o8e42u4r26jfjp9e5 ჩაკეტა კარი 0 7877 77441 2026-05-02T18:47:18Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = ჩაკეტა კარი | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას, როცა გათავდა დიდი მიტინგი, ის დაუ... 77441 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = ჩაკეტა კარი | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას, როცა გათავდა დიდი მიტინგი, ის დაუბრუნდა ვარდებს და ვაზას. დარჩება სახლში და მისი ქოხი მოეჩვენება სურორეული, სახურავს ურტყამს წვიმა და კოხი, როგორც ომების ხმა შორეული. მაგრამ ის დასცქერს ცეცხლის კამარას, რომელსაც არხევს ალი მთოვარი, მის სულს, დარჩენილს ბინდის ამარა, ცეცხლთან ბევრი რამ აქვს სათხოვარი. </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH013ed18a028521896f6a6a79 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] eqqnz18sd825k1rq03fp28wcufz7irk ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა 0 7878 77442 2026-05-02T18:48:51Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა, თავმიდებული აჭარის კალთებს. რაც დატეხილა ჩ... 77442 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა, თავმიდებული აჭარის კალთებს. რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა, თქვენს მშვიდობიანს ასცდეს ხომალდებს. სხვას თუ არ უნდა ამის გაგება, შენი გაიგებს ნაძვი და ფიჭვი, - რომ ქვა არა ვარ და ქანდაკება, არამედ კაცი რწმენით და იჭვით. და შემდეგშიაც ავიტან მრავალს უამინდობას, წყურვილს, სიცივეს, ოღონდ ვხედავდეთ ჩვენ წინ მიმავალს - დიდი იმედის შუქს მოციმციმეს. </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH5f3f73851a2bf883851d57 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] gonhsif62nhd3fmqsx6j49ndy65lkqe ჩემი სიმღერა (გალაკტიონ ტაბიძე) 0 7879 77443 2026-05-02T18:50:26Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = ჩემი სიმღერა | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ზოგს ოქრომკედით მონაქსოვარი, სურათი რამე, კარგზე მგლოვარი, ზოგს ვარდი - წიგნში ჩანატოვა... 77443 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = ჩემი სიმღერა | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ზოგს ოქრომკედით მონაქსოვარი, სურათი რამე, კარგზე მგლოვარი, ზოგს ვარდი - წიგნში ჩანატოვარი, - ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. ბარათი, სისხლის ცრემლნატბოვარი, ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი, საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი, - ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. თმა, როგორც განძი ძნელსაშოვარი, წიგნი რამ, ომით მონაპოვარი, საფერფლე, მამის დანატოვარი, - ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. სამშობლოვ, მარად მსასოოვარი, ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი, ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარი ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH012fa35cd4693b44f76e0780 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] hhr4vqidwtyr8tg9bt0fzzbkzh0d0b2 ჩემმა ახალგაზრდობამ 0 7880 77444 2026-05-02T18:51:34Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = ჩემმა ახალგაზრდობამ | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ჩემმა ახალგაზრდობამ, დღემან პირმოცინარემ, განვლო, ვით გაზაფხულის შფოთიანმა მდ... 77444 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = ჩემმა ახალგაზრდობამ | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ჩემმა ახალგაზრდობამ, დღემან პირმოცინარემ, განვლო, ვით გაზაფხულის შფოთიანმა მდინარემ. მაგრამ ხანგადასული გული ისევ გულია, არ ვფიქრობ, რომ ყოველი უქმად დაკარგულია. მეგობრებო, ჩვენი გზა გასწევს წელთა მრავლობას, იგი მუდამ დარჩება ხსოვნად შთამომავლობას. </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHafcd7762ac79bdde872dee მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] nndqvlfzy8t1mkt4pueefqxawhtup8m ჩემო მენავე 0 7881 77445 2026-05-02T18:53:14Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = ჩემო მენავე | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ჩემო მენავე, შენი ფიქრი და შენი ზრუნვა გაუზიარე შენს მეგობარს: მშფოთვარე ზღვასა. ნუ შეგა... 77445 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = ჩემო მენავე | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ჩემო მენავე, შენი ფიქრი და შენი ზრუნვა გაუზიარე შენს მეგობარს: მშფოთვარე ზღვასა. ნუ შეგაშინებს მისთა ტალღათ მრისხანე ბრუნვა, გულს ჩაუკვირდი და მიზეზებს სხვასა და სხვასა. ნუ გამაგონებ ნურასოდეს ჰანგებს მწუხარეს, ნუ ითვალთმაქცებ ცხოვრების წინ, ნუ დაეცემი; დიდი ხანია გზა ბრძოლისკენ გადაუხარეს, შენ მათ ფიქრიდან ისევ ღელვას გადაეცემი. ვარსკვლავთ ციმციმი და ზღვის სუნთქვა დღეს არ დაგატკბობს, არ გაგიტაცებს მყუდროება დაკარგულ ცისა, შენი სიმღერა სხვანაირად გულებს გაათბობს, როგორც სიმღერა განწირულის და მებრძოლისა. თქვენაც, ტალღებო, ეს ოცნება თქვენი ნერგია, საჭირო არის თუ არ არის სინათლეთ ღვარი, მეტი სისწრაფე, მოძრაობა და ენერგია, თავი და თავი დღევანდელ დღის აი, რა არი. </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01609c2b285bffb0a328628f მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] dxvypik4a7byipidxjr4njwqzm9s1c2 ჩემს ირგვლივ 0 7882 77446 2026-05-02T18:54:28Z მარიამ ლაბაძე 392 ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = ჩემს ირგვლივ | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> აჰა, ჩემს ირგვლივ ყველაფერმა იცვალა ფერი. ვარდ-ყვავილებით მოიქარგა წყაროს ნაპირი. მზის... 77446 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = ჩემს ირგვლივ | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> აჰა, ჩემს ირგვლივ ყველაფერმა იცვალა ფერი. ვარდ-ყვავილებით მოიქარგა წყაროს ნაპირი. მზისა სხივებით აფერადდა ცისა ეთერი, ჭალაზე მწყემსის აღუღუნდა მწუხარე სტვირი... წყნარმა ოცნებამ არე-მარე გარემოიცვა, შეამკო იგი ყვავილებით და მორცხვი ვნებით, ვით მოჩვენება - გაზაფხული დაეშვა ქვეყნად, გაასვენებენ შემდეგ ცხედარს ამ გვირგვინებით. გავყვები კუბოს თავდახრილი და მოწყენილი, გული არ იზამს, კვლავ სიცოცხლით რომ ავითრთოლო. ყველა გათავდა, ყველაფერმა იცვალა ფერი, მარტო ჩემს კვნესას განუსაზღვრელს არ უჩანს ბოლო. </poem> == რესურსები ინტერნეტში == *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01ac9fb06fba696364616f57 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] nxwbf1um8fajx9xfx3d6tvi037f8wpk