ვიკიწყარო kawikisource https://ka.wikisource.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98 MediaWiki 1.47.0-wmf.10 first-letter მედია სპეციალური განხილვა მომხმარებელი მომხმარებლის განხილვა ვიკიწყარო ვიკიწყარო განხილვა ფაილი ფაილის განხილვა მედიავიკი მედიავიკის განხილვა თარგი თარგის განხილვა დახმარება დახმარების განხილვა კატეგორია კატეგორიის განხილვა ავტორი ავტორის განხილვა გვერდი გვერდის განხილვა ინდექსი ინდექსის განხილვა TimedText TimedText talk მოდული მოდულის განხილვა Event Event talk მე და ღამე 0 115 78297 74313 2026-07-10T12:57:39Z მარიამ ლაბაძე 392 78297 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = მე და ღამე | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = ''1913 წელი''<br>ლექსში მეოცე საუკუნის უდიდესმა ქართველმა პოეტმა მოგვითხრო ქართულ ღამეზე, რომელიც მწერალმა მეტაფორულად გამოიყენა.}} <poem> ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს, სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს. ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი. საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული. დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ. რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული. ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი, საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი; ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე, ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე. მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ. იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე, ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01dad0691bf08b3e324879d8 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] mayfh9btrks7loftlw6rimty7d8b1ei 78312 78297 2026-07-10T13:13:19Z Jaba1977 28 78312 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = მე და ღამე | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = ''1913 წელი''<br>ლექსში მეოცე საუკუნის უდიდესმა ქართველმა პოეტმა მოგვითხრო ქართულ ღამეზე, რომელიც მწერალმა მეტაფორულად გამოიყენა.}} <poem> ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს, სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს. ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი. საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული. დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ. რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული. ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი, საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი; ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე, ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე. მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ. იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე, ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01dad0691bf08b3e324879d8 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] c6l72zms88sd63lodf90uzt885mizxe მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა! 0 173 78339 74546 2026-07-11T06:19:03Z მარიამ ლაბაძე 392 78339 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა! | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა "მუმლი მუხასა" და "ლილეოსი", ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა, - ეს სიმღერაა საქართველოსი. მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური, გესმის არაგვის ხმა საცნაური? გესმის თერგის და მტკვარის ხმაური? - ეს სიმღერაა საქართველოსი! მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის, რომ არ უდრკება ქვეყნად არავის. გესმის გრიალი მთებიდან ზვავის? - ეს სიმღერაა საქართველოსი! თავისუფლების მოყვარე ერებს, ვით ზღვას, ვერარა ვერ შეაჩერებს. მთა რომ იმღერებს, ტყე რომ იმღერებს, - ეს სიმღერაა საქართველოსი! აქ გამარჯვების დროშად წერია: სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია! თუ რამ სიმღერა გულს უმღერია, - ეს სიმღერაა საქართველოსი! გმირებით სავსე სამშობლო მხარევ, დღეს გამარჯვების გულით მღელვარევ, იდიდე. ამ ხმას სხვაში ვერ გარევ, - ეს სიმღერაა საქართველოსი! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHb1f2bc8fcbcf6fff0b0fc5 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 0qsbf7wwix1mt1zr2ibfwdxh5b58aet მიმღერე რამე 0 346 78329 74456 2026-07-11T06:11:15Z მარიამ ლაბაძე 392 78329 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური =მიმღერე რამე | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = ''1912 წელი''}} <poem> როგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრული! დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე, იმას იგონებს დაღონება დადაღულ გულის.. იმ სიყვარულის მიმღერე რამე! ყმაწვილკაცობა, ყვავილები სიცოცხლის დილის, ბურუსებს იქით გადიკარგა... როგორ ვეწამე! ახლა თავს მადგას ჭმუნვარება მომავლის ჩრდილის. იმ სიყმაწვილის მიმღერე რამე! დიდი მიზანი, ბრძოლა იყო ახალ დღეების, არ დავცემულვარ, მაგრამ გესლით მე მოვიშხამე, აი, ნაყოფი ქარიშხლიან სიცოცხლის ვნების. მე იმ ბრძოლების მიმღერე რამე! ახალგაზრდათა ბრძოლის შემდეგ დაუძლურების და წარუშლელი მწუხარების გავხდი მოწამე, მოწამე გავხდი ცეცხლისა და განადგურების. გემუდარები, მიმღერე რამე! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH013cea58e9c2b63f17073b05 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] l4qmkgan8j75k69xkpjhw1cdw17owwv მერი 0 347 78311 74367 2026-07-10T13:13:02Z მარიამ ლაბაძე 392 78311 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = მერი | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = ''1915 წელი''}} <poem> შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო, ვით შემოდგომა! აფეთქებული და მოცახცახე იწვოდა ნათელ ალთა კრებული, მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე იყო იდუმალ გაფითრებული. იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა, ვარდთა დიოდა ნელი სურნელი. მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა სხვა არის ლოცვა განუკურნელი. მესმოდა შენი უგონო ფიცი... მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა... ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი, ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა? ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა... იყო ობლობა და შეცოდება, დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა. ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა! ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა. ნაბადი ტანზე შემოვიხვიე, თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს... ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე ღონემიხდილი მივაწექ კედელს. ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები. და შრიალებდა ტოტი ვერხვისა რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი! ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, - ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი. ვთქვი: უეცარი გასხივოსნება რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები? რად აშრიალდა ჩემი ოცნება, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები? ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი, ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს? ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი, ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”? ქარი და წვიმის წვეთები ხშირი წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული, და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი, ლირი, ყველასგან მიტოვებული. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01e98849a62911b955847529 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] h56211c17ecatlsxfaa8m3ojqxizgab მე ვინც მიყვარდა 0 451 78303 74318 2026-07-10T13:03:13Z მარიამ ლაბაძე 392 78303 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = მე ვინც მიყვარდა | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> მე რომ მიყვარდა, ის არი, ოცნება გამიდიადა, იმისთა თვალთა ისარი გულზე მაჩნია ტყვიადა. საგულეს ის არ ჩადგება, სხვადასხვათ თანატოლობა, იმას რად გამოადგება მონადირისა ცოლობა. ბევრი მოგიკლავს ტახები, - ყვირილი გახსოვს ირემის, ახლა მეც გაგეძრახები, შენ, ჩემო თოფო ყირიმის. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHa370d35f23404dfddf7f6e მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 7cqhdxbtopf76l78obh0hg1dvy8aju0 მგლოვიარე სერაფიმები 0 568 78294 74302 2026-07-10T12:56:38Z მარიამ ლაბაძე 392 78294 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მგლოვიარე სერაფიმები| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|დამატებითი შენიშვნები = ''1916 წელი'' }} <poem> მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა! მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა); საუკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა; ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან. მე მოვდიოდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით, ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები და სასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით მე მიმყვებოდნენ და სტიროდნენ სერაფიმები. ასე სტიროდნენ: “ოჰ! შეხედეთ! აი, ეს არი! იყავ ნაზი და ახალგაზრდა - როგორც მაისი, დადაფნულ გზაზე მიდიოდი, ვით კეისარი, შენს მოვლენაში კრთოდა ცეცხლი უზენაესი. ცხოვრება შენი იყო მწველი ალერსი ქალის, თვით ბოროტება საქართველოდ ნაანდაზები შენში ბადებდა სიმხურვალის დაუმქრალ ხალისს, და შენ, მწყურვალემ, გამოცალე ყველა თასები! ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრეს შხამით; ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე. იყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით და უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე. ცაცხვები დგანან შენს საფლავთან, ვით კენტავრები, მათ სიბნელეში, ნისლიანი და უეცარი, გამოჩნდებიან პოეზიის თანამგზავრები, დგანან მწუხარედ და იტყვიან: აი, ეს არი!” </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHd54254f668f66fded3fe9a მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] rl4n1l047gjtd3dkf8npne44ngoksgs მე და ზამბახი 0 569 78301 74311 2026-07-10T13:00:54Z მარიამ ლაბაძე 392 78301 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მე და ზამბახი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ბნელ ღამის დროს წყნარი ძილი რომ ეწვევა თეთრ ზამბახებს, მათ ნარნარი მთის ნიავი უალერსებს, აცახცახებს. დასჩურჩულებს: სიზმრად ვნახე, თქვენი სახე მომხიბლავი, და მოფრენა განვიზრახე, გენაცვალოთ ჩემი თავი! მზეს ნუ ელით… დღე დიდია, სიზმარს უნდა ყურისგდება, ხანმოკლეა ეგ სიზმარი, გაკოცებს და გაფრინდება. გაფრინდება… მერე ცეცხლის მზე ამოვა, დღე მწვავდება და გგონია, თითქო იგი არასდროს არ გათავდება! მეც, მეც ასე მიჩურჩულებს იდუმალი ფიქრთა გროვა, დავივიწყო, ვინაც ჩემში გრძნობათ ცეცხლი ამოსწოვა, მაგრამ მაინც ჩემი სული, ვით ზამბახი მინდორ-ველის, მზის ამოსვლას უდარაჯებს და სიყვარულს ელის, ელის. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01cd4bea18972d38d36eb155 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] ltmvtqobqs2yvnrya6y1s1kekoqo2hu მე დავიბადე განთიადისას 0 570 78302 74314 2026-07-10T13:02:28Z მარიამ ლაბაძე 392 78302 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მე დავიბადე განთიადისას| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მე დავიბადე განთიადისას, როცა მთის წვერზე დილა მაისის თვალებს ახელდა… და ნაზი იყო ელვა-ელფერი მტრედისფერ სივრცის… შემოდგომაზე, მახსოვს, ვიბრძოდი, ცხარედ ვიბრძოდი ყმაწვილურ ჟინით, მაგრამ დაცინვით მომიკლეს რწმენა, და ძირს დავემხე კვნესა-ქვითინით. ვცხოვრობდი ზამთრის ყინვა-ქარბუქში, ხსოვნა არ იყო ჩემში ზაფხულის და ნელა-ნელა მიჭკნობდა დღეებს სიცივე სულის, სიცივე გულის. დღეს კი, როდესაც შავი ბურუსი მისპობს და მიკლავს ოცნების კუთხეს, ჩემს გაჩენის დღეს ვწყევლი იდუმალს და ვლოცავ ყოფნის აღსასრულის დღეს. ბნელი ღამეა… მალე ინათებს… ჩქარა, სიკვდილო… ოჰ, გევედრები… გადმომივლინე ტკბილი ოცნება… გადამაფარე შავ-ბნელი ფრთები! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH015f9478509b80306fe935ca მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 4h6mfqg097zswvj6l6y9my60q45v3zo მე ვოცნებობ ახალ საქართველოზე 0 571 78304 74322 2026-07-10T13:03:59Z მარიამ ლაბაძე 392 78304 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მე ვოცნებობ ახალ საქართველოზე| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მკათათვის მზე ამწვანებულს უვლის ველს, აქა-იქ ჩანს დაშთენილი კიდევ ძნა, გაენთები მოგონებებს უდარდელს, დავიწყება არ იქნა და არ იქნა. ხავერდივით ამწვანებულ მდელოზე ცხენით მივქრი, გული იწვის და დნება. მე ვოცნებობ ახალ საქართველოზე. იმ მინდვრებზე, ხვალ რომ დაიბადება. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH1a47140c11a581f7741bc5 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 50le6aadoig5plpzg4swy6sblw3opaz მე კავკასიის ქედები მთხოვენ 0 572 78305 74326 2026-07-10T13:04:53Z მარიამ ლაბაძე 392 78305 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მე კავკასიის ქედები მთხოვენ| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მე კავკასიის ქედები მთხოვენ, მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის, ვუსმინო ყაზბეგს-ხევის ბეთჰოვენს, აგუგუნება კაეშაურის. მე მშობლიური არაგვი მირჩევს, წინასწარ ვიგრძნო, ვიცოდე მარად, ქართველის გული თუ რისთვის ირჩევს, ომში სიცოცხლე ჩასთვალოს არად. იმ დღეებს ძეგლი უნდა აუგო, უნდა აღვმართო წყებათა-წყება, ვით აღიმართა შენთან, ძაუგო, გამარჯვებათა ჩვენთა დაწყება! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH016262e7ca306efdcb2998d1 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] awl5u55cvwsa920jizlx8hk3tecb53e მე მოვალ 0 573 78306 74332 2026-07-10T13:06:19Z მარიამ ლაბაძე 392 78306 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მე მოვალ| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე||დამატებითი შენიშვნები = ''1915 წელი'' }} <poem> ძვირფასო, ძვირფასო, ბედი ჰკლავს ჩემს სხეულს, თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები. ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს ვიღაც ფრთებს მიკვეცავს… აჰა, ვიტანჯები! ამაოდ მომესმის დედოფალთ გროვიდან ძახილი უცნობი, მსუბუქი, ცისმარი: “მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოვიტან, მე მოვალ, მე მოვალ, მე მოვალ - სიზმარი!” </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHff59df8f3acf85320ef045 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 8jrumd3ig1ghmtww9hre16unh6sip4o მეგობარს 0 574 78308 74349 2026-07-10T13:09:40Z მარიამ ლაბაძე 392 78308 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მეგობარს| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ისევ ის სევდა… ისევ კვნესა, ტანჯვა-წამება, ოჰ, სად ხარ, სად ხარ, მეგობარო, მომეცი ხელი! ბედით ტანჯული, უთვისტომო, არ გებრალება? არ გებრალება სიყმაწვილე ჯერ გაუშლელი? ოჰ, რომ იცოდე, თუ რა ცეცხლი ტრიალებს გულში, რარიგ მიშფოთავს მკერდი ესდენ დაწყლულებული, მაგრამ, მზადა ვარ, მეგობარო, შენს სიყვარულში სიტყვაუთქმელად, უშფოთველად დავლიო სული! სხვები მიცქერენ, როგორც მავნე სენით შეპყრობილს და გატაცებულს დიდებაზე ფუჭის ოცნებით… რარიგ სცდებიან… მკერდსმოღლილს და ისრით გაპობილს სხვაგვარ იმედით ვასხიოსნებ, სხვაგვარის მცნებით. შენ, მეგობარო, შენ ხარ ჩემი იმედი ტკბილი… ვერ შემაშინებს ვერცა ტანჯვა, ვერცა - წამება, ნავს გავაცურებ… მეგობრული შენი ღიმილი იქნება ჩემი აღთქმის მხარე და ნეტარება! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/96.megobars-isev-is-sevda.htm მეგობარს] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] lym5c768qn6e7sgucimip4pooopo8ik მელანქოლიური მოსიმღერე 0 575 78309 74357 2026-07-10T13:10:31Z მარიამ ლაბაძე 392 78309 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მელანქოლიური მოსიმღერე| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მშვენიერი მახსოვს ბაღი, მებაღე მას არ თარგავს, დავკარგე და ვიგრძენი, რომ კარგი რამ დამიკარგავს. უნაზესი სიყვარულიც გულს ვარდებით არ ქარგავს. დავკარგე და გული მტკივა - კარგი რამ დამიკარგავს. ჯანმრთელობა არის განძი, სხვა განძებს რომ არა ჰგავს, დავკარგე და ვიგრძენი, რომ ბევრი რამ დამიკარგავს. მქონდა დიდი ნებისყოფა, მუხას ჰგავდა, კლდეს ნარგავს, დავკარგე და იმავე დღეს სიცოცხლეც დამიკარგავს. აღარ მიყვარს, ო, ქალაქო, ცხოვრების სიავკარგე - არ ვამბობ, რომ ყველაფერი, ყველაფერი დავკარგე! ნურც ვინ მეტყვის: გულს ნუ იტეხ, გული ხომ ქვას არა ჰგავს არაფერი, ან სულ ცოტა, ცოტა რამ დაგიკარგავს! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01475290fbf30cea65c2a4f4 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] qpgjweeuuad54adbo89ji2qx6s9kmov მეოცნებე აფრებით 0 576 78310 74364 2026-07-10T13:12:10Z მარიამ ლაბაძე 392 78310 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მეოცნებე აფრებით| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|დამატებითი შენიშვნები = ''1922 წელი'' }} <poem> სად ოდესმე მეოცნებე აფრებით, ათასფერი იმედით და ზაფრებით, აგასფერის მიმოჰქროდა ხომალდი, მეზღვაურის სულთან გათანაბრებით. როგორც ზვირთთა ქაფიანი მოდება, ფაგოტების მიტაცებდა გოდება, მაოცებდა უმძლავრესი მუსიკა, თმას მიწეწდა ქარის გაბოროტება. დატვირთული მრავალ უამინდობით, კიდევ დიდხანს ვიქანავებ კიდობნით, აღტაცებავ სიყმაწვილის დროისა, სამუდამოდ, სამუდამოდ მშვიდობით! ის ირღვევა, ის ოცნება ბერდება, და ხომალდი ნაპრალებთან ჩერდება, საიდანაც მარად ესმის მსოფლიოს ზეცის ნგრევა, მიწის გადაფერდება. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH0139ab3f4f91a1df2772841a მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] d1dxjjiolpxihz7swsyvg4trqxt1ijl მერის თვალებით 0 577 78313 74368 2026-07-10T13:14:30Z მარიამ ლაბაძე 392 78313 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მერის თვალებით| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე, დახურულია გული, როგორც საკანი რამე. თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი, გულში ვერც ზეცა ატანს, ვერც სიხარულის შუქი. გაუდაბურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი, ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე. ოჰ, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ სიკვდილი მინდა, არც პოეზია მატკბობს, არც მეგობრობა წმინდა. ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე - არე-მიდამოს შხამავს ღრმა მწუხარების შხამი. ჩამოიბუროს ზეცა, მისიც აღარა მჯერა - მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH019c2ba390b1cde44f4e56b6 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] qka2j0tetpi75cdtpz1tf1vxa6a7tgv მესტიის ხიდი 0 578 78314 74377 2026-07-10T13:15:46Z მარიამ ლაბაძე 392 78314 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მესტიის ხიდი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მესტიის ხიდი, ო, ჩელტის ხიდი! ცის მშვიდი რიდი ედება უშბას. ცეკვის ალერსით უუკვდავესით ხენი თავისით აბამენ შუშპარს. მესტიის მთები, მესტიის მთები! ჭიანჭველები აგებენ ციხეს. თევზნი ადრიან, ვით ინატრიან, მინდვრად დადიან, სტოვებენ რიყეს. მესტიის ღობე, მესტიის ღობე! ყარაულობენ ყველებს კატები, თაგვები დათვებს აჭრიან თათებს, დღეა მკათათვის გზის დამატებით. მესტიის ხიდი, მესტიის ხიდი! თხას მატყლს სთხოვს დიდი ბამბურა ცხვარი. ნუთუ არ გჯერათ, ორბს დასაჭერად დასდევს ამჯერად ბეღურა ცხარი. მესტიის ზარი, მესტიის ზარი! მშვიდი და წყნარი ხეზე ზის მწყერი. ამბავი ესე, აღვნიშნოთ დღესვე - მგლები ცხვრებს მწყემსვენ მხნედ, წესიერად. მესტიის ხიდი, მესტიის ხიდი! აქ აღმა მიდის წყალი ჩქარ-ჩქარი. მეორე ნაპირს ვხედავ პირდაპირ - ძროხას უნაგირს ადგამს მაყარი. მესტიის ქედი, მესტიის ქედი! მზე დასავლეთით ამოდის გვიან, მართლაც ზღაპარი უფრო ის არი. რომ ქალთა ჯარნი ჩუმად არიან! ყვავილთა თოვის, გრძნობათა თოვის. და სიახლოვის შემშლის სიახლე. ძვირფასი იგი მიდის ბილიკი, და ხიდს იქეთა, ჰა, შენი სახლიც! ეს ხიდი ჩელტის - ხსნა არის ჩემთვის! მგზავრი ძლივს ელტვის, წუხს: აი, გიდი!.. მე კი ცხენის ძვრით, სწორ ისარივით, სწრაფად, ქარივით გადავჭერ ხიდი! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01989bcad19289159f6ad1d3 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] nrynb0y0en1w1wgsb6fpxvxtwfaiudj მესხის გამოხედვა 0 579 78315 74382 2026-07-10T13:17:16Z მარიამ ლაბაძე 392 78315 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მესხის გამოხედვა| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ის გამოხედვა მზიური შვილთა ვალი და სესხია, შეგრძნება ტიტანიური, იტყვი: ნამდვილი მესხია. ის გამოხედვა სხვა, წრფელი, ვერავის ვერ მოესყიდა და ამაყობდა ქართველი იმ ერთი ვინმე მესხითა. იმ გამოხედვით არეებს უკვდავი ცა მიესხურათ, ვეფხვების შემოგარეებს სხვა ვერვინ იტყვის მესხურად. ის გამოხედვა გასდევდა შთამომავლობას მესხივედ, იბრძოდა, თავს გადასდებდა თავგანწირული მესხივით. არის ტალღათა მოხეთქვა ძლიერი, არ უნებური. მითხარით, სხვა გამოხედვა სად არის მესხისებური?! გრიგალია თუ სეტყვაა, არ მეშინია მე სხვისა, ქართველში გამოხედვაა იმ ერთი ვინმე მესხისა. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH010528fadfb68e2ce38d49b7 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] le012vpcknro5gqc113714s7greoe46 მეტეხი იდგა რუხი, პიტალო 0 580 78316 74385 2026-07-10T13:18:03Z მარიამ ლაბაძე 392 78316 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მეტეხი იდგა რუხი, პიტალო| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ცა - დასავლეთი აღვივებდა ღრუბელთა ღუმელს, მეტეხი იდგა რუხი, პიტალო. შემოდგომის დღე მისცემოდა უსაზღვრო დუმილს, მთაწმინდა - მშვიდი და მოყვითალო. წიგნის გვერდები ჩამოშლილი და არეული ინახავს ამ დღეს ჩუმი, ცბიერი. მასში მარხია მოჩვენება სიზმარეული, სული შეშლილი და ბედნიერი. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH2545c0111b23dfc347c61f მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] r811czci4f3243wowq6ixuc1ylzs6hj მეტეხს იქით ცა, აჰა, ნათლდება 0 581 78317 74387 2026-07-10T13:18:58Z მარიამ ლაბაძე 392 78317 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მეტეხს იქით ცა, აჰა, ნათლდება| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მეტეხს იქით ცა, აჰა, ნათლდება, მზე ეფინება მიდამო არეს და როგორც მთელი ქვეყნის ვედრება, აწყდება ძველი თბილისის კარებს. მოსვენებისგან ახლა რას ელი, სამარადისო რას მოგცემს ძილი? ახალი დროის დასაწყისია, ყოველ მხრიდან - ხმა, ყველგან - ძახილი. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01846206dcb30dedd83619ee მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] kidk0ivkhyaqrvwl1xeqxteeudptfin მეცხრე სიმფონია 0 582 78318 74400 2026-07-10T13:19:53Z მარიამ ლაბაძე 392 78318 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მეცხრე სიმფონია| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> სად ზღვის ჭავლებია, ყვავილთა მთოველი, კვლავ ვხვდებით ერთმანეთს მე და ბეთჰოვენი. ოცნება მგონია, სიზმარი მგონია... ქართული მოტივი - მეცხრე სიმფონია!.. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH0159a8fb5d2b726ae1a3eaca მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] l83ncq8h0i5yigp0u62k9hc8nzugn7a მეწყერი 0 583 78319 74402 2026-07-10T13:21:34Z მარიამ ლაბაძე 392 78319 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მეწყერი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მეწყერი გარინდებულა, არ იძვრის, გინდა შესწყერი! მე მინდა ვუთხრა უძრავებს: წინ წყალი, უკან მეწყერი! ეს უძრაობა დროდადრო მეც მიშლის - შრომა მჩვევია, მაგრამ წრფელ ხმაში არასდროს ყალბი არ გამირევია. მეწყერი მთიდან დაეშვა, მეწყერი ღრიან-კლდოვანი. თან მოაქვს მთას მოწყვეტილი ტყეები - სამოცწლოვანი სამოც წელს ვუახლოვდები, სიბერის ხანა მწვევია. მეტყვიან: ერთი ღერი თმა კაცს თეთრი არ გირევია. მეწყერი მთიდან დაეშვა, ხეობას აღარ დაჯერდა; მაგრამ წყალს შეხვდა მდინარეს, და იმწუთშივე გაჩერდა. რა არის წყალი ლხინისთვის, ან - დარდი როცა გწვევია? მე კი, ჩემს თასში არასდროს წყალი არ გამირევია! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01e6dc9993e685f9e337988c მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] rjlwrewoyjjwv9n3aipdc3wzpf8f7wm მზეო თიბათვისა 0 584 78320 74406 2026-07-10T13:23:11Z მარიამ ლაბაძე 392 78320 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მზეო თიბათვისა| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|დამატებითი შენიშვნები = ''1917 წელი''}} <poem> მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები. იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები. ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ, სული მოუვლინე ისევ შენმიერი, დილა გაუთენე ისევ ციურიდან, სული უმანკოთა მიეც შვენიერი. ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები, მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება, მზეო თიბათვისა ამას გევედრები. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/104.mzeo-tibatvisa.htm მზეო თიბათვისა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] ek4mqai2oc2eo8b8rhv6lqlitru1y37 მზის ჩასვლა 0 585 78321 74407 2026-07-10T13:24:08Z მარიამ ლაბაძე 392 78321 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მზის ჩასვლა| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|დამატებითი შენიშვნები = ''1916 წელი'' }} <poem> მზის ჩასვლა იყო - ვით ანარეკლი ძველი დიდების, ღრუბელთა შორის დაიმსხვრა ძეგლი პირამიდების. მე მივდიოდი ნანგრევზე ობლად, ობლად შენს გამო, - მწუხარედ ჰქროდა ციურთა სოფლად ჩვენი საღამო. ქარმა ვერცხლისფრად შემოსა ნელი ცის დასავალი, ღრუბლებმა მაშინ გაშალეს ველი, ვარსკვლავთ სავალი </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH53ddee2f5d75775efd4b68 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] azt36a6ttoapquditv40p3n0acfsvkk მთავრის ნაამბობიდან 0 586 78322 74415 2026-07-11T06:04:28Z მარიამ ლაბაძე 392 78322 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მთავრის ნაამბობიდან| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ვიცი, ცაო გულმავიწყო, მე ზრუნვა ვარ, შენ - ოცნება, არ იქნება - არ დავიწყო ოცნებათა შემოწმება. ბევრი მხარე მოვიარე, - ასე იწყებს ამბავს მთვარე, - მაგრამ საქართველოსთანა არ მინახავს არსად მხარე. ბრწყინავს მისი ძველისძველი უძლეველი მთა და ველი, მისი წყალი, მისი სივრცე, მისი შოთა რუსთაველი! დიდი ხნიდან მალარიით მოშხამული ატმოსფერა ახალ ჩაით, ახალ იით ახლად გააოქროსფერა. (რუსთაველი მახსოვს ბავშვი, ოცნებობდა ოქროს ნავში, მიცქეროდა და თან თრთოდა, ვით ფოთოლი თრთის ნიავში). ვიცი, ცაო, ფანტომიდან ზრუნვა ვარ და შენ - ოცნება, მრავალ ახალ კარგს მომიტანს ოცნებათა შემოწმება. აგერ მძლავრი და ტიტანი მოჩანს კავკასიის ტანი, მიჯაჭული აქ იყო და აქ აეშვა ამირანი! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH019829cb88fd3506b825eed5 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 96nlf5e7vfauwihuoky6n2b8dznh0ui მთაწმინდის მთვარე 0 587 78323 74425 2026-07-11T06:05:30Z მარიამ ლაბაძე 392 78323 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მთაწმინდის მთვარე| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|დამატებითი შენიშვნები = ''1915 წელი'' }} <poem> ჯერ არასდროს არ ყოფილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს… ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით, მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე… ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული, ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული… და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე, რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები, რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი… ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH3e938176bbd3da2101c139 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] rqpgswahpbcw3y6bblol2nwp9ozkam2 მთელი დღე ვგრძნობდი 0 588 78324 74427 2026-07-11T06:06:29Z მარიამ ლაბაძე 392 78324 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მთელი დღე ვგრძნობდი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მთელი დღე ვგრძნობდი, რაც უნდ ათოვოთ და ქუჩა ავდრით გადაიხაროს, დღეს უსათუოდ, ო, უსათუოდ, მე სასახლეში ვნახავ სიხარულს. საიდან, როგორ, მე არ მეგონა, უეცრად გაჩნდით ჩემი ზმანება, თქვენ მე გამიგეთ, მომეცით ხელი და აწ სიცოცხლე არ მენანება. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH9712b617f70bc88166b103 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 1rtn41nwvips7jj2jeobl5r3l3vt9jy მთვარე ჭაში 0 589 78325 74433 2026-07-11T06:07:08Z მარიამ ლაბაძე 392 78325 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მთვარე ჭაში| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> დაღალვით ხეზე მიწოლილა მოხუცი რაში, მის წინ დევები იღერებენ ეშვებს და დინგებს და თეთრი მთვარე საიდუმლოდ ჩასული ჭაში განცვიფრებული უყურადებს მიმავალ ჭინკებს. ამ სიჩუმეში ვინ დათვალოს გზანი, ჰუნენი? აქ წარსულშიც და მომავალშიაც შეჩერდებიან საუკუნენი. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHcefc0f5db62d7131358df4 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 5hc4ovtiangl512aeagrueky1x0qasg მივალ, გადავკოცნი 0 590 78326 74441 2026-07-11T06:08:07Z მარიამ ლაბაძე 392 78326 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მივალ, გადავკოცნი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მივალ, გადავკოცნი ჩემსა მთვარესა, სიტყვებს გადავტყორცნი მწარე-მწარესა. გიშრის კაკანათებს ნუ ჰფენ ქარებსა, ასე ნუ ანათებ ჩემს ბნელ ღამესა. მივალ, გადავკოცნი ჩემსა მთვარესა, უარესს გადავტყორცნი სიტყვებს მწარესა. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH457e31f37f0127289880f5 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 93jimjyvyslassid4dzd5nuopecqs8w მივარდნილი აივანი 0 591 78327 74444 2026-07-11T06:09:40Z მარიამ ლაბაძე 392 78327 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მივარდნილი აივანი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ამპარტავანი თათარი, ეზოში დადის მამალი, მახსოვს მოხუცი ჭადარი და ძველი დასტურ-ლამალი, მახსოვს მივარდნილ აივნის ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე. ახლაც ხანდახან გაივლის ჩვენი კნეინა - კაკაბი. სიმინდის ანაქურჩალით კოკა, შედგმული გაროზზე, მაღალ ტანით და ჭურჭელით კაკაბი მიდის წყაროზე. გახმა ბოსტანში მწვანილი! და ოხრავს ჭმუნვით მოცული თავადი ვაშლოვანელი, ხანდახან ჩემთან მოსული. რა უბედური ქარია! წამოველ… ვიცი, მელოდი! დავლიეთ, გაგიხარია… ვამაყობ საქართველოთი! ოქტავებით ვწერ პოემას, ესეც საქმეა თუ არა? და სოფლის უდაბნოებას ამ ზარმაც გადაუარა. და მეგობარიც ხანდახან უთუოდ მოვა, თუ ელი: თბილისში მეფობს თათარხან, ღვინო, დუელი, დუელი! სასახლე გახდა თილისმა! არ არის არც საშინელი: კარგად გაიცნო თბილისმა ჩინებულება ჩინელი. რა უბედური ქარია! წამოველ… ვიცი, მელოდი!.. დავლიეთ, გაგიხარია… ვამაყობ საქართველოთი! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH1d65f04dce8ea7646af70c მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 2j721x7bnicpybuz5qtcs45w4d7ll5b მივაშუროთ! 0 592 78328 74445 2026-07-11T06:10:22Z მარიამ ლაბაძე 392 78328 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მივაშუროთ!| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|დამატებითი შენიშვნები = ''1916 წელი'' }} <poem> სიცოცხლის ჩანგებს მივაშუროთ ისევ თასებით, მრავალ წყურვილთა გახელებით, გაათასებით… ტკბილი და მწარე… სულ ერთია… ცეცხლი მაგარი, საქართველოსთვის გრიგალია და ნიაგარი… მაგრამ ისინიც… ცეცხლი იყო მათი თვალები… ყველა ისინი მშვენიერნი იყვნენ ქალები! ვთქვათ ამომსკდარი მიწებიდან ზღვა დარხეული, თასი დღის ხმათა და კვლავ თასი ზამბახეული… ვთქვათ ბრძოლა, ომი, ქარიშხალი, სახლი, ვაგონი, ვთქვათ, ახალი დრო და ახალი გამონაგონი, მაგრამ ისინი… ცეცხლი იყო მათი თვალები… ყველა ისინი მშვენიერნი იყვნენ ქალები! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH012fb2f75cb694ff6a6d5375 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] aigu0i0qvy23wvijrtcsxfr3zi3lqmh მიყვარდა ჰანგი გრძნობით გამთბარი 0 593 78330 74478 2026-07-11T06:12:04Z მარიამ ლაბაძე 392 78330 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მიყვარდა ჰანგი გრძნობით გამთბარი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ყვავილებივით ნაზი და ჩუმი, ხან მოშრიალე, ვით აბრეშუმი, ხან მოთამაშე, ვით ნიავ-ქარი - სიმღერა გულში დაგუბებული ხან ნიავივით, ხან შეშლილივით როს სიღრმეში ვერ იტევდა გული, გადმოდიოდა ფერად ლივლივით. ვმღეროდი დამთვრალ ყვავილთა მტვერში, ვმღეროდი ტრფობის ან მტრობის ხმაზე, მსურდა ყოველში და ყველაფერში მუსიკა, გრძნობა და სილამაზე. მუსიკა იგი, ჰოი, მგოსნებო, მართალი არას იგი თქმულება, რომ უფრო დიდი და საოცნებო, უფრო მაღალი დანიშნულება - არ არის, როგორც განწმენდის ხმაში, ვით ცეცხლის ალში დააცხრო ვნება, რასაც არ ჰქვია რითმათა ტაში და განცდათ ტანჯვა-მშვენიერება. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH2e0f413a43dbc61cafe01b მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 61n0ycj0mz7z706ybn6wl44dqi8k0z7 მიცვალებულის ხსოვნა 0 594 78331 74482 2026-07-11T06:12:42Z მარიამ ლაბაძე 392 78331 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მიცვალებულის ხსოვნა| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მგონია: ბინდი ვარსკვლავთაგან გემუდარება და შეშინება უმოწყალო სიმთვრალეს ბადებს. სახლის კარებთან უმოძრაოდ მდგომარე ლანდებს იცავს სიბნელე, შეეჭვება და მდუმარება. ლანდი ქუჩაზე აჩქარებით თავს უკრავს სხვა ლანდს, ეს ცოცხლებია? არა! გზებზე მიდიან მკვდრები და სიბნელიდან უბინაო მათი ცხედრები სამარისებურ უდაბნოში სტოვებენ ქალაქს. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH0144b8be3b83bf34d7494e00 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 94oc4nswfwzg2yrqrfj9s0usbjjwx0j მიცქირე თვალში 0 595 78332 74484 2026-07-11T06:13:26Z მარიამ ლაბაძე 392 78332 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მიცქირე თვალში| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მიცქირე თვალში, შენ დადუმდი? იგრძენი განა? იყავი ჩუმად და ბინდიან თვალში მიყურე. ნურაფერს მეტყვი, მე არ მინდა არავის ნანა. მიცქირე თვალში, ო, ჩემს თვალში საშინელება იგრძენი განა?! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01247b0c91ebaa6cb00dda59 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] gqxcspjmzohigfdebyj4346sdt3wd5x მოგონება (გალაკტიონ ტაბიძე) 0 596 78333 74501 2026-07-11T06:14:27Z მარიამ ლაბაძე 392 78333 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მოგონება| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ტყის ფართო გზაზე, მახსოვს ეტლი მიგვაქროლებდა, შენს სუნთქვას ვგრძნობდი ბედნიერი შენსა მახლობლად. მე გიამბობდი ჩემს მრავალგვარ თავგადასავალს, სიყმაწვილეზე გიამბობდი შთენილი ობლად. საღამო იყო… მზე დასავლით ესვენებოდა, ტყეს ედებოდა გამჭვირვალე და ლურჯი ბინდი. ამ დროს ვიგრძენ, რომ შენ სრულიად ყურს არ მიგდებდი, ეტლის სიღრმეში გადავემხვე და ავქვითინდი. წამოვიწიე და მათრახი გადავკარ ცხენებს, ელვის სისწრაფით გზას გაეკრა ბუქ-ბუქად მტვერი, როგორ უგონოდ მივაფრენდი გზაზე ჩემს სევდას, როგორ უგონოდ ტრიალებდა გარს ყველაფერი. ტყე გზას გვიცლიდა და ბინდ-ბუნდში თვალს ვერ ვასწრებდით, ხეების გუნდი იქ, ეტლს უკან როგორ რჩებოდა, ისე მწყუროდა ამ დროს ლტოლვა განუსაზღვრელი, ისე მომნატრდა, რომ გზას ბოლო არ ჰქონებოდა. და ერთადერთი ცის ღრუბელი ვრცელ უდაბნოში მოხეტიალე, უთვისტომო, მიუსაფარი, თან მიგვყვებოდა განუყრელად, განუშორებლად, მსუბუქი, როგორც განვლილ დღეთა შორი სიზმარი. მეჩვენებოდა - თითქო ტყეში ვიღაც კვნესოდა და მე ეგ კვნესა უსასოო გულში მწვდებოდა, ცრემლი მდიოდა, რადგან ჩემი უკანასკნელი, ჩემი მწუხარე სიყვარული მაგონდებოდა. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH010d2a80b2fafc3b6a9442c1 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] kw6guv8rmcf50alai8hx4ko5tssh0sx მოგონება ჩვენი ჭალისა 0 597 78334 74506 2026-07-11T06:15:08Z მარიამ ლაბაძე 392 78334 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მოგონება ჩვენი ჭალისა| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> საღამო ხანად ჩალანდრის ცხენი მე მაგონებდა გორებს შორებელს, ფშანში ლანდივით დასცქერდნენ ხენი ბინდის მეგობარს მოუშორებელს. ცამ მოგონება გადუხალისა მას, ვისაც სწამდა ღამის ფერები, ეს იყო ქარი ჩვენი ჭალისა და შემოდგომის ჩალისღერები. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH37799351d7c5ce6ece27e0 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 3l11pxl617l9xrwp8q79ybs6x32lsy7 მოდის ჭალების სული მცურავი 0 598 78335 74512 2026-07-11T06:15:51Z მარიამ ლაბაძე 392 78335 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მოდის ჭალების სული მცურავი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|დამატებითი შენიშვნები = ''1916 წელი'' }} <poem> შენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს, არ გახსენდება დიდი შარაგზა. შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს, აღარ გაუბამ მთებს ლაპარაკსა. არ გაგონდება ჩვენი თუთები, არ გაგონდება ჩვენი ფშანები. არც შორი სახლი, ნასათუთები, არც ღრუბლიან დღის კაეშანები, ტყე, შემოსილი ჩქარი ფშატითა, ჩუმი შრიალი ნეკერჩხალისა. მდინარემ წყალი შემოადიდა, კოპიტებთან დგას ზვირთი წყალისა. დაფარულია მთელი მინდორი, თანდათან მღვრიე რიონი მოდის, მოაქვს ხაბო და ნასიმინდარი, მოაქვს ამინდი წვიმის და შფოთის, მოაქვს ხეები, მოაქვს მორები, მოაქვს ჭალების სული მცურავი, მოუახლოვდა სახლებს მორევი, მდინარის რისხვა და სამდურავი. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH6f94b31b07790a70355a19 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] ffba4zij8bb7kdil88aeeyx0qx41yaf მოვა… მაგრამ როდის? 0 599 78336 74514 2026-07-11T06:16:41Z მარიამ ლაბაძე 392 78336 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მოვა… მაგრამ როდის?| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|დამატებითი შენიშვნები = ''1918 წელი''}} <poem> შორეული ქალის ეშხი მოვა… მაგრამ როდის? სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის! ასეთია ნაზი ბედი, ბედი რჩეულ ფერის, სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის! ზრდილი, ნაზი და მეფური, ჩემი ძველისძველი ლექსი არის უნებური სიზმრით შემმოსველი. მხოლოდ თეთრი შადრევნებით მოკისკისე ბროლი, მაცდურ თვალის გადევნებით, მტანჯავს მსუბუქ მქროლი. აჰა, ვხედავ - ლურჯა რაში მიჰქრის საშიშ-ჩქარი, და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში მიაქვს მძაფრი ქარი! მიჰქრის დალალგადაყრილი დოვინ-დოვენ-დოვლი: თოვლი, ფიფქი და აპრილი, ვარდისფერი თოვლი. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01964eacb9e68ce157ec7ef6 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] it9nl80g2da5hc4dnbsg01i6gr3dy7l მოსვლას აპირებს წვიმა 0 600 78337 74529 2026-07-11T06:17:23Z მარიამ ლაბაძე 392 78337 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მოსვლას აპირებს წვიმა| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მოსვლას აპირებს წვიმა, იგრძნო ღრუბლების გემმა, გააწკრიალა სიმმა შენი სახელი - ემა. გადატეხილი მეხით ლამის დაღამდეს ბარემ, დიდებისაკენ ფეხით კიდეც გასწია მთვარემ. ყალბი ბოჰემა, აგერ, სივრცეს უცქერის უვრცესს, ჰგავს ის ძაფებით ნაკერ ძველი გაზეთის ფურცელს. დაე, მფრინავი ლანდი მიაქანებდეს ფოთლებს, იყოს საღამო ზანტი, მე კი გადავშლი ბოდლერს. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01ff3ba6e3c97d7823aee28a მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] llceuj841i7rwvwdxd28kfp7dl1i70e მოხუცი ქალი 0 601 78338 74540 2026-07-11T06:18:14Z მარიამ ლაბაძე 392 78338 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მოხუცი ქალი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ყოველ საღამოს მოხუცი ქალი ალბათ სდგას სენის ნაპირებს იქით, დღემ ლალისფერი დახუჭა თვალი და აელვარდა ალების ჭიქით. არის პატარა, სულმთლად პატარა და მთლად შავებით არის მოსილი, ვინ იცის, ბედმა სად არ ატარა სიდან მოსული? ახლა არავის არ უცქერს იგი, თითქოს ვერ ხედავს ვერავის გზაზე, თითქო არც ხმა აქვს, არც გული უძგერს არ ეშინია და ან ვერ ბედავს. პირჯვარს არ იწერს მონ-მარტის კართან. არც თავდახრილი სდგას გარინდებით, ვერაფერს ხედავს იმ ფიქრის გარდა, რაც დაიბურა წლების ბინდებით. სჩანს, არ ასვენებს რაღაცა აზრი, რაღაცა მწარე და საშინელი წარმოდგენისა მახვილი, ბასრი ცივი და ძნელი. სჩანს, რაღაც ღრმა და განუკურნელი გულს მწუხარება ღრღნის დაფარული, მისთვის არავინ არის მკურნალი. სახე ნაოჭით გადაბარული, სჩანს, არავისგან ნუგეშს არ ეძებს და ვერავისიც რამე ნუგეში მწუხარებაში განცდებს ასკეცებს, ვერ გადაიყვანს სიმსუბუქეში. სჩანს, არც სიცოცხლე მიაჩნის არად, თუმცა ვინ იცის სიცოცხლე მისი? ომში მოკლული შვილების ხსოვნამ გაანადგურა მთელი ხალისი. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH012026e8c4a0a5b40e73d873 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] s2bixqw1m57j81pfzy44t14x4ny4woz მუსიკა უეცარი 0 602 78340 74561 2026-07-11T06:19:56Z მარიამ ლაბაძე 392 78340 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მუსიკა უეცარი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> გუშინ, როცა არე-მარეს შუქს აფრქვევდა მთვარე ციდან, მე მომწყინდა… მე სარკმელი გამოვაღე და სარკმლიდან წკრიალა ხმა შემოიჭრა, ვით ღრუბლიდან მთვარის შუქი, და ჰანგებად დაიღვარა, ვით სურნელი, ვით ქარბუქი. ღამით თრთოლვა იდუმალი გარინდებით ამ დროს სთვლემდა და ნაზი ხმა მის სივრცეში ლივლივებდა, ლივლივებდა! თითქო ორთქლად ეფრქვევოდა არე-მარეს ეს ცის ხმები, და სცურავდენ ამ ლურჯ ორთქლში ვარსკვლავები, ყვავილები. მაგრამ ჰანგი გაიზარდა და თანდათან შეიცვალა, ახმაურდა მასში გრგვინვა და სტიქიის რაღაც ძალა. ამ დროს თვალწინ იშლებოდა ჯურღმულები და ხევები, იმედთა და რწმენის ზღვაზე მოცურავდენ ნამსხვრევები. ჰანგთ ნაკადში ინთქმებოდა კაცთა გული, კაცთა თვალი, იყო რაღაც საშინელი, იყო რაღაც იდუმალი, ტბათა ფსკერზე თითქო ელვის დაიკლაკნა ბილიკები, მაგრამ აჰა, სულ უეცრად შეიცვალა ისევ ხმები: ლაჟვარდოვან ტბის სარკეზე გასრიალდა ვერცხლის ნავი, ოდნავ დასწვდა წყალს ნიჩაბი, ვით ნიავი, ვით ნიავი. მთიდან ნისლი ჩამოცურდა, ნისლი ბნელი, ნისლი შავი, და გაშალა ტბის სივრცეზე თმა-გიშერი, თმა-ნაწნავი. და ისმენდა ამ სიმღერას, და ტოკავდა როგორც ნავი, სანამ კვლავ არ შეიცვალა ჰანგთა ტალღა მომხიბლავი: ეხლა თითქო ღრუბელთ ზევით დაოცნებობს ფიქრი წყნარი, ცის ვარსკვლავებს აგროვებს და ზღვას სთავაზობს ნიავ-ქარი. მდუმარე ზღვის ლაღ სივრცეზე ნისლად იდგა ის სიმღერა და ტოკავდა ზღვის ქალწულთა მოხიბლული გულისძგერა. მწველი იყო ის სიმღერა, ვით შუადღის ბრწყინვალება, სადაც გრძნობა გზას პოულობს, სადაც ცეცხლი იმალება, და ისმოდა ეს სიმღერა, და ღვივოდა თვით ამ ხმაში, და ნარნარად იკაფავდა გზას უსაზღვრო ქვეყანაში. იკვალავდა გზას და თრთოდა უსაზღვრობის სიღრმე-წყლულში, იკვალავდა გზას და რეკდა გარინდებულ ცის ჯურღმულში. ერთხელ კიდევ ჰანგთ კამარა მიძინებულ ქვეყნის გულში მიატარა-მოატარა და გაიბნა შორს, უფსკრულში!! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHb4ec16ba0838798f66af53 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] mbo8uppgmnhx5alvqv678c1pkqecqw7 მღვრიე ქარი 0 603 78341 74585 2026-07-11T06:21:13Z მარიამ ლაბაძე 392 78341 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მღვრიე ქარი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> თოვლის მხარე, ნისლიანი მთა და ბარი. მოვიმხარი მისი გზები, სიცივე და მღვრიე დარი… ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქარი, მღელვარებათ ჩქეფდა ღვარი, ტრიალებდა, როგორც ფარი, შემოდგომის ჩქარი ქარი… მეფის კარი, ნანგრევები, ნატახტარი… მეფე ტყვეა; ტყვეა მეფის ამირბარი, სპასალარი. აქეთ ქუჩა, იქით ჯარი და დროშები გარი-გარი… ისევ ქარი… მოდის მტერი, - იკეცება ალყათ ჯარი. ცხენზე მჯდარი მწარედ ჰკივის მეომარი. კანონადა მშობლიური და ღრუბელი შავად მდგარი… ისევ ქარი, მძაფრი ქარი, თქეში, მთელი ნიაგარი! სული ძლიერ აფეთქების და სიცივე ჯადოქარი. ისევ მძიმე პეტერბურგი და ამინდი ბობოქარი… მღვრიე ქარი! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHe0289f9ff77ed54303dbda მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] qpppxnw419omxqqd64qvogimvyg6hu1 მშვიდზე მშვიდი 0 604 78342 74588 2026-07-11T06:22:05Z მარიამ ლაბაძე 392 78342 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მშვიდზე მშვიდი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მშვიდზე მშვიდი ცხრაას შვიდი, უეცარი ომის ზარი. იყო მწარე ჩვენი შარის შეშფოთება უზეცარი. სევდიანად შეწყდა ნანა - სადაც ყანა იყო წყნარი. მოჰყვა მკაცრი კარპატები, მერე კრემლი და ხანძარი. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01d58d35638d4fe08fb2d0b9 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] qbo5l0zxjhnnwbnsrcox2hdjhi7ui5j მშობლიურო ჩემო მიწავ! 0 605 78344 74594 2026-07-11T06:24:43Z მარიამ ლაბაძე 392 78344 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მშობლიურო ჩემო მიწავ!| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> სამი დიდი ოკეანე გარე უვლის ნათელ მხარეს, მთვარიანი და მზიანი ზეცა აფრქვევს სიანკარეს. ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო - ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს დიდებას, წინაპართა ძვლებს დავიცავ! ასწით კავკასიის ფარდა! - ეს ამერი და იმერი, მისი „ხელი ხმალს იკარ” და მისი “მრავალჟამიერი”. მიყვარს მარად მხნე და ძმური ის გურია და სვანეთი, თუში, ფშავი და ხევსური, აჭარა და თრიალეთი. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს უფლებას, შენს უფლებას სისხლით ვიცავ! აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა მიხვეულ-მოხვეული, იავნანა მეგრელ დედის, აფხაზური, მოხევური, ლაზთა რბევა, სისხლის ტბორით შეღებილი ქართლ-კახეთი! რაჭა-ლეჩხუმია შორით, ახლო - მესხეთ-ჯავახეთი... მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს ტკბილ ენას, შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ! და ვიგონებ იმერეთის ომს ვეფხვებრივს, შინ - ზრდილობას. მის ჩონგურებს და წერეთლის უდარებელ წერეთლობას. “გამაგონე ეგ ხმა ტკბილი, დაჰკარ გრძნობით დაირასა”, - განა გული ძველის ჩრდილით სამუდამოდ დაირაზა. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ. რომ დავიცავ ფაზისის ცას, საირმეთა ეშხს დავიცავ! აგერ წინამძღვრიანთკარის ქარი არხევს ზვარის სამოსს, და ხავერდი სავსე მთვარის მოჰფენია საგურამოს. მეცხრამეტევ! განთიადით გვეგებება ოხვრა კაკლის... ახალგაზრდა გოლიათი ახლა ავსებს ამ დანაკლისს. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ. რომ დავიცავ შენს სიმაღლეს, შენს მგზნებარე ჩანგს დავიცავ! დიდი გზებით მიდის ძველთა დიდება თუ დამარცხება. ეთვისება ზაჰესს მცხეთა და არაგვიც არა ცხრება. უსივრცოა დროთა სივრცე და მდიდარი - ფეროვნება, მისი შრომა, მისი სიბრძნე, მისი დიდი ხელოვნება. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს სიმართლეს, სისხლით ნაპოვნ გზებს დავიცავ! მტკვარს დაჰყურებს მაღლით ჯვარის მონასტერის სიამაყე, მოვიარე მთა და ბარი, მაგრამ მსგავსი ვერსად ვნახე! ხუროთმოძღვარს აქ ჰყავს მცველი მეომარი და მგოსანი, და ჩუქურთმა უფრო ძველი, ვიდრე “ვეფხისტყაოსანი”. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ იმ ლექსთა ხმას, იმ ჩუქურთმის შუქს დავიცავ! მიწა, სადაც ვხნავთ და ვთესავთ, მოკირწყლული იყო ძვლებით, მოღაღადე უკეთესად, ვინემ უსახელო წლები. იმ წარსულთან რა ძლიერი ანათებს აქ დროის თვალი - რარიგად ჩანს მშვენიერი საქართველოს მომავალი! მშობლიურო ჩემო მიწავ. შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ იმ მომავალს, იმ მომავლის მზეს დავიცავ! და ხმალივით ბასრი გრძნობა არის ფუძე ახალ ხანის, ჰგავდეს რკინას ნებისყოფა თვითეული ჩვენთაგანის. გამარჯვების გზებით მიდის თვითეული დღე ფრთამალი, რომ არ ჩანდეს კვლავ იმ დიდი სიდუხჭირის ნატამალი, მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს მიღწევებს, შენი დროშის ფერს დავიცავ. ოცდაექვსი საუკუნის წინათ ქმნიდნენ ქართულ ანბანს, ხელნაწერნი განვლილ დროის მოგვითხრობენ გმირთა ამბავს - სუნთქვა ძველი წიგნებისა, მშვენიერი ძველი ენა, სული ქართლის ცხოვრებისა, რუსთაველის აღმაფრენა! მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ უძველეს განძს, იმ უძველეს წიგნს დავიცავ! შლა წიგნების მიყვარს ძველის, მშვენიერი ძველი ენა, კიდევ - რაც ამ ოცი წელის გადიშალა აღმაფრენა, რაც ამბავი მოგუგუნე ამ ანბანით აწყობილა... სხვა მეოცე საუკუნე არასოდეს არ ყოფილა! მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს ახალ გზებს, შენს უახლეს წიგნს დავიცავ! ახლა ვეღარ გეტყვის ბედი, საქართველო ნაწამებო: ქართლს განუდგა იმერეთი, საკუთარი სურს სამეფო. თემურ-ლენგის ვერ წამოვა ველურობის ხმა და ზახი. თბილისს რომ არბევდა ხროვა ჯალალ-ედინ - ხორეზმ-შაჰის. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს მშვიდობას, შენს მთასა და ზღვას დავიცავ! ქარმა მიანგრ-მოანგრია ძველი ქვეყნის საბუდარი, აწ სხვაგვარნი ქარნი ჰქრიან, ჩვენ მხარე გვაქვს საკუთარი. ის ვერ ითვლის გმირთა მხარ-მკლავს, ვერც უხვობას გენიისას, და ბრწყინვალეს ანთებს ვარსკვლავს - ვარსკვლავს აკადემიისას. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ ერთა ძმობას, მეგობრობის ფიცს დავიცავ! თუ მრავალგზის დანგრეული, კვლავ ბრწყინვალე გახდა მხარე, თუ მოედო მეყვსეული - მშენებლობის ნიაღვარი, თუ ძალების არდაზოგვა ამეტყველებს თვით ქვა-ლოდებს, ეგ მისთვის, რომ ჩვენ ეპოქა ახალ გზისკენ მოგვიწოდებს. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს მიღწევებს, შენი დროშის ფერს დავიცავ! თუ ბუნების მოკვდავ კაცებს გვიერთდება აღტაცება, თუ გვამხნევებს და გვიტაცებს განახლების დიდი მცნება, თუ ყოველ დღის მძაფრი ჟინი ახალ სიმაგრეებს აგებს, ეგ მისთვის, რომ ჩვენ ლენინი მუდამ წინსვლას გვიქადაგებს. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს სიმაღლეს, შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ! ქვეყნის მეტის მზით ავსება საგანია ჩვენი ზრუნვის, ჩვენ შევძელით დაფასება ჩვენი მძლავრი საუკუნის. გავიარეთ სევდისმგვრელი გზათა სივრცე და საზღვარი, გადავლახეთ ღამე ბნელი და ბურუსი ყოველგვარი. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, გიცავდი და გიცავ მარად, გიცავდი და კვლავ დაგიცავ! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHb81cb6682de028f57ff1d3 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] j95vdqxynkjmpj023u9wgu013iashgx მცხეთიდან 0 606 78345 74596 2026-07-11T06:25:31Z მარიამ ლაბაძე 392 78345 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მცხეთიდან| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> სვეტიცხოველში ხვალ იქნება დიდი მცხეთობა, მაგრამ, შეხედე, სად დამდგარა ძველი დიდება. ვინ ააშენა იმ სიმაღლეს? რა პოეტობა შესძლებს გადმოსცეს იმა დღეთა გაბედითება? ახლა ვიღაცა გულმოდგინედ იქ გზას აკეთებს, გამოქვაბული ქალაქები რომ ისევ ნახოს. ქვევით კი, ქალი ახალგაზრდა, როგორც ნაკვეთებს, შავით მოსილი, მწუხარებით მიჰყვება ახოს. ჩვენ გავიარეთ შიო მღვიმის ვრცელი ბაქანი, მტკვარზე შორიდან დავინახეთ, მიდის ტივები, და ისევ მთები… მეჩეთია ეს თუ საკანი? თუ მოგონებათ დაკარგული ნეგატივები? ასულა კორდი, როგორც ქუდი რუსთაველისა, მე შევაჩვიე კიდეც თვალი აქაურობას, მატარებელში თვალს რომ ხუჭავ, გრძნობა ველისა, ასე გგონია, თითქო ისმენ ზღვის ხმაურობას. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHa97981758680435609bb06 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] g17otddgwjd5brojrdcce94jyzn1b5y მწვერვალები ახალ მთების 0 607 78346 74727 2026-07-11T06:26:10Z მარიამ ლაბაძე 392 78346 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მწვერვალები ახალ მთების| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> კავკასიის მაღალ ქედზე მიდიოდნენ სვანები, ეხვეოდნენ ბილიკებად გზები დანაქანები. შუაღამე რომ გადვიდა, ერთი რაზმი ვეება დაეწია დაღლილ მგზავრებს და სასტიკად შეება. რა დრო იყო და რა მტრობა… დადგა სისხლის ფეშხუმი, გადიკიდნენ, აქ - სვანეთი, იქით - რაჭა-ლეჩხუმი. წაიშალა მოგონება ძმობის სიამაგეთა - ისეც ვიწრო გზები მთისა ძმათა მტრობამ ჩაჰკეტა. შვიდ წელიწადს შვიდი კუთხე რატომ უნდა ჩაჰკირო, - ვეღარ მიდის სამუშაოდ, ვეღარც საჯამაგიროდ. შვიდ წელიწადს არ უნახავს სვანეთს გემო მარილის, მერე მთლად რომ გაუჭირდათ, მუდამ ასე არ ივლის… ეს დიდი ხნის ამბავია… იგრძნეს რა ერთმანეთი, დამშვიდებულ შრომით მოდის იმ მთებიდან სვანეთი. გზები გაჰყავთ - ჟრიამული ცეცხლად შემოსდებია ყველგან, სადაც მიუვალი და უღრანი მთებია. შეერთებულ შრომას მღერის, ნისლები რომ ეხურა, ხანისწყალი, გუბისწყალი, ცხენისწყალი, ტეხურა. შეერთებულ ძალას, შრომას მღერის, ვით მაყრიონი, ლიახვი და ალაზანი, ჭოროხი და რიონი. შეერთებულ შრომას მღერის ჩანჩქერების მარაგი, ნატანები, იმერხევი, ენგური და არაგვი. მაშავერი, მტკვარი, ქსანი, ალაზანი, ძირულა, - აქ მრავალი ათასი ხმა ერთად გადაკირულა. მთებო! დასწვით ძველი შავი ახალ დროის სიალეთ, თავისუფალ მწვერვალების დროშა ააფრიალეთ! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH270e35ce9c334340d74fdb მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 838j5dvt2rix01y34qhcxfgr2o61epl მწოლარე 0 608 78347 74728 2026-07-11T06:26:48Z მარიამ ლაბაძე 392 78347 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მწოლარე| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|დამატებითი შენიშვნები = ''1919 წელი'' }} <poem> იყო ის მწუხარება — ბალახებში მწოლარე და ეფინა ალვათა ხეივანის სუმბული, მიდიოდა მდინარე, როგორც ლურჯი ოლარი, და მახლობლად კიოდა მეთორმეტე ბულბული. და ფოთლების შრიალი იყო, როგორც ოპერა, შორეული ბაღები, მედეას ხნის კამარა, უცებ ქარმა ზვირთები დასავლეთით მობერა, მიეფარა დაღალულს და ზღვებს გადააბარა. კითხულობდა პოეტებს: ედგარს, ჰანრი რენიეს და ლანდები ჩქარობდნენ ოცნებების კიდეზე და ვერ წარმოედგინა ბედნიერს და მშვენიერს ცა — უფრო უმაღლესი, ცა — უფრო უდიდესი. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHb33b1933967dc727f3de0d მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] qmxmv1nijot88tzz26locii5hxr0ho8 მწუხარება შენზე 0 609 78348 74733 2026-07-11T06:27:28Z მარიამ ლაბაძე 392 78348 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მწუხარება შენზე| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|დამატებითი შენიშვნები = ''1916 წელი'' }} <poem> მე გარს მეხვევა მუდამ, იგივე შენ მიერ ნაზად ნაქსოვი რიდე. ხალხს მოვშორდები, მაგრამ ღამეებს სად დავემალო, სად წავუვიდე? ღვინით თასები ისევ ივსება, ისევ მევსება დარდით თვალები. შორით მომესმის ყრუ ტაშისცემა, მაგრამ იქ ვისმეს შევებრალები? მე ვიხდი ნიღაბს! მომგვარეთ რაში! შენთან! ნუგეშთან! ო, ჩქარა, ჩქარა! მე მომდევს განთქმულ სახელის ტაში, დიდება, ცრემლი, ღელვა, მუქარა. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH011e77a827bf97b22e7e1209 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] h8jko3j7yigghm7i90ks8speptl7wub მხარი მხარს, მხარი მხარს! 0 610 78349 74744 2026-07-11T06:28:20Z მარიამ ლაბაძე 392 78349 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მხარი მხარს, მხარი მხარს!| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მხარი მხარს, მხარი მხარს! კოლექტივო, მხარი მხარს! აბა, ჰე, აბა, ჰე, აბა, მივცეთ მხარი მხარს! წავიდეთ, მოვედოთ თავისუფალ მთა და ბარს. მივიდეთ, მივუდგეთ გაერთიანებულ ჯარს. არიქა, არიქა, ჩავეჭიდოთ გუთნის ტარს. არიქა, ბობოლა ძველ ღობეებს უვლის გარს. აბა, ჰე, ქალაქო, ველით მანქანების ღვარს. მხარი მხარს, მხარი მხარს, კოლექტივო, მხარი მხარს! წავიდეთ, მივხედოთ ცეცხლმოდებულ მთა და ბარს! დროშებით მივუდგეთ გაერთიანებულ ჯარს. ვინ ნახავს რამე დარს, ახალ საქართველოს დარს, მეხი მეხს, ქარი ქარს! ჩვენ კი მივცეთ მხარი მხარს! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH2dbd091dbd1c128a248a33 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] ji02zplh82chl92kyxdgi2xqmj94nr9 მხოლოდ ეს გული 0 611 78350 74749 2026-07-11T06:28:55Z მარიამ ლაბაძე 392 78350 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = მხოლოდ ეს გული| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მხოლოდ ეს გული, ჩვენი გული, ისევ მხურვალე გრძნობდა, რა ნამი გადასუსხულ ველს ეპკურება, მას გაზაფხული ენატრება და არა ცივი, საშემოდგომო, უიმედო დაუძლურება. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHf1e2b6f60e7e4eed5a0742 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 3wcwxmog2nzo96fw8q22f419xsdrh2h ნეაპოლში 0 612 78351 74792 2026-07-11T06:29:42Z მარიამ ლაბაძე 392 78351 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = ნეაპოლში| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> სიკვდილს მე როდი შევუშინდები, იგი, ძმა, მუდამ ჩვენს მხარეზეა. მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია. აქ გაზაფხული არავის ჰკოცნის, არც ეს მაისი, არც პოეზია. მაშ, გაუმარჯოს იმგვარ სიცოცხლეს, სიცოცხლეზე რომ უტკბოესია! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01909b0cc127753ef825ad60 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 3rnlknhoviibgyrp9trg97r31to9g3b ნუგეში 0 613 78352 74848 2026-07-11T06:30:30Z მარიამ ლაბაძე 392 78352 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = ნუგეში| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|დამატებითი შენიშვნები = ''1916 წელი'' }} <poem> არის დღეს ჩემთვის ნაზი ნუგეში, ვიყო უმშვიდეს წარსულის მტერი: შევიდე უცხო სიმსუბუქეში, გამომყვეს ლურჯა ცხენების მტვერი. ვიცი, ეს მხოლოდ ისე იქნება, როგორც ყოფილა ოდესმე ღამით: დათვლა ნაბიჯის და დამიზნება, ნისლიან ამინდს, ნისლიან ამინდს! მაგრამ ნაცნობი ზმანება ბროლის მოვა: სალამი თანამგრძნობ თვალებს! მას მოიზიდავს ხმობა გასროლის და შეჩერებას მე დამავალებს. ვიცი: პოეტის გატეხილ სახელს ბრბო არ დაინდობს გასათელავად, მაგრამ შენი მზე სიბნელეს გახევს და დაადგება შუბლს ნათელივით. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH3469ce0edbad95bc6e7a0a მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] lrrpi84h8q95ax0v9gtn17um8x74xow ომნიბუსით 0 614 78353 74870 2026-07-11T06:31:57Z მარიამ ლაბაძე 392 78353 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = ომნიბუსით| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|დამატებითი შენიშვნები = ''1916 წელი'' }} <poem> ეზოს ახსოვს ყოველ წუთის შარაგზა და გადაღმა. ისევ იქ დგას ჩრდილი თუთის, ცაცხვები კი გადახმა. და ტირიფიც მაღლარ მტევნით! სასაცილო ტირიფი, გადახრილი ზედმიწევნით, მსუბუქი და ირიბი. დაფენილი, თითქო ომში, ფშანია თუ ჟალტამი? ველად ყრია ლურჯი კომში და ცისფერი ატამი. ალუბლები ისევ ჰქრიან - სევდიანნი სიონი, და სახელად რიონს ჰქვიან ისევ იგი რიონი. ისევ ჩნდება მწყერით ველი, ღალღა თვალს ეცეცება. ღამღამობით მოდის მგელი და საქონელს ეცემა. დარჩენილი მინდვრად ჩალა, დანისლული კოპიტი. განადგურდა მეფის ჭალა, ჩრდილი შემოდგომითი. ომნიბუსო, მახსოვს შენი შარაგზებზე ჟღარუნი, ძველი დაბა, ახალშენი და ქვიტკირის წყარონი. ბარს ედები, ცას ედები, წყალს, დაღარულს დამბებით, მოგაქვს თეთრი გაზეთები მუდამ ძველი ამბებით. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3911.omnibusit.htm ომნიბუსით] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 57dohrj3e48ss1mxk9bn2jzp1xjbvgz ორი ასული ნეტარი 0 615 78354 74878 2026-07-11T06:32:58Z მარიამ ლაბაძე 392 78354 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = ორი ასული ნეტარი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ორი ასული ნეტარი, ორი სხვაგვარი წამება, აქ შორეული მხედარი გული გულს ესაბამება. იქ - ვარსკვლავები ზედაშე, აქ - მეოცნებე ციარი, და სიყვარული მე და შენ ნეტა რად გვქონდა ზიარი. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHfe44020a66357ec720072f მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] n0db95pupdhu71gj6iryur7uyp37atx ორი ზარი 0 616 78355 74881 2026-07-11T06:33:59Z მარიამ ლაბაძე 392 78355 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = ორი ზარი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ღამით მივედი სასაფლაოზე და ვინახულე ძველი ტაძარი, ფრთხილად ავედი ძველ სამრეკლოზე, ფრთხილად დავრეკე მთვლემარე ზარი… მსურდა, რომ ყველას გაღვიძებოდა, ვისაც სძინავდა ცივ სამარეში. ვინაც მიყვარდა ან პატივს ვცემდი, ჩემს განუსაზღვრელ სიმწუხარეში; რომელთაც სწამდათ ქვეყნად სიცოცხლე და დღეს საფლავის ჰფარავდათ ლოდი, მათ მოვუხმობდი სასოწარკვეთით, ზარის მწარე ხმით მათ ვეძახოდი… და ქვესკნელიდან თითქო ამავ დროს მიცვალებულთა რეკავდა ზარი. და ეძახოდა მათ, ვინც აქ დარჩათ, მათ, რომელთ სწამდათ ყოფნის ზღაპარი. კუბოს ფიცრებზე ძვლების რახუნით, მკვდართა გუგუნით თრთოდა ქვესკნელი. შეერეოდა ცოცხალთ ძახილი და მკვდართა მოთქმა უკანასკნელი. და შუაში კი სიცალიერედ ჩაბნელებული უფსკრული შავი ბნელი თვალივით იცქირებოდა, სამარადჟამოდ დაუნახავი… და ორი ზარი საბედისწერო ერთმანეთისთვის მიუწვდომელი, დაცინვა იყო, ვით ორი სული, ვით ის ქვეყანა და ეს სოფელი… და დიდხანს, დიდხანს ვისმენდი გუგუნს, და დიდხანს, დიდხანს ზარი ჰგოდებდა… მაგრამ ამაოდ მოვუწოდებდი, მათ, ვინც ამაოდ მიმიწოდებდა… </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHacb5282eccc1eb510ff5bf მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 3odarpfttmrzba469jp9wq471e0xfmb ორნამენტი 0 617 78356 74885 2026-07-11T06:34:55Z მარიამ ლაბაძე 392 78356 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = ორნამენტი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ფანჯრის მინებზე ქარბუქივით ატყდა ტყეები - გლედიჩიები, ზამბახები, ორხიდეები, გადარეული ორნამენტით მოირთო მინა. გარეთ ყინვაა. ყვავილებიც გადაიყინა. ორხიდეების მშვენიერი ლამაზი წრეა, რომელსაც თბილი შეიფარებს ორანჟერეა. დე, გარეთ ქარი თარეშობდეს - ოთახში თბილა, და ორხიდეაც ოცნებათა ბაღში შეჭრილა. ამბობს: ოცნებავ! რა ამაოდ დიდხანს გევედრე, რომ შეგენახა ერთი ფერი: მშვიდი სითეთრე, სითეთრე თოვლის, სისპეტაკე მხარეთ ზემოთა, რომ მას უმანკო ბავშვის ცრემლი არ დასცემოდა. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH5ccffaca2c32dd15d8640a მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] thhkvepw775rti642t2i0e993l780h2 ორხიდეები 0 618 78357 74887 2026-07-11T06:35:46Z მარიამ ლაბაძე 392 78357 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = ორხიდეები| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> აველ დაღლილი მარმარილოს თლილ კიბეებით - დარბაზში, სადაც ვისვენებდი ჯერ ისევ დილით; ორხიდეების მწყობრად იდგა მუქი შლეიფი განაზებულნი ჩემი ფერმკრთალ სულის სიკვდილით. ხავერდის კუბო, დათოვლილი თეთრ ზამბახებით იდგა მდუმარე, მგლოვიარე და დასევდილი. ოჰ! იგი აქ წევს აბრეშუმის თეთრი ტალღებით… ამ ყვავილებში დავასვენე ჯერ ისევ დილით. დაქვრივებული ოთახები ჩუმად სტიროდნენ: შავი გედივით მაღლა იდგა კუბო პირქუში! დაქვრივებული ოთახები ჩუმად სტიროდნენ, ჯერ ისევ გუშინ რომ ხარობდნენ, ჯერ ისევ გუშინ. მე დავცქეროდი ისრებივით დახრილ წამწამებს, სამგლოვიარო დოლბანდებად რომ ჩამოვარდა; გადაეფარა იმის თვალთა უსივრცო ღამეს და არასდროს არ აიხდება ხელახლა ფარდა. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH0134175ac937b2b9fcd400df მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] neuc73w55cvedqhiwnknus8yxitekwi ოფორტი 0 619 78358 74890 2026-07-11T06:36:35Z მარიამ ლაბაძე 392 78358 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = ოფორტი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ელვარე თოვლში მიჰქრის მარხილი, რომ მოიხვიოს თეთრი ავდარი, ამ სივრცეებში მყავს დამარხული ზამთარი ცივი და ნაზავთარი. მისი ელამ მზის თვალის ხილება არ ეშორება ჰაერს არეულს. მხოლოდ ტყემლების აყვავილება ხეებს რიდეებს ჰფენს სიზმარეულს. ფერ-უმარილის სახით ცხედარი - მარმარილო დგას, როგორც მუმია, გაყინულია თითქო მხედარი და იდუმალ წუხს: რა სიჩუმეა! რა სიჩუმეა! როგორ აჩნია გზებს ნაკვალევი არ-საამსოფლო, რომ სხვა სამშობლო არ გამაჩნია… რომ ეს თოვლია ჩემი სამშობლო. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01304e915c1db72823372179 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 97dnjwxqvt7vqvu2wcq8g8iheu2ok9m ოქროს თასი ორნამენტებით 0 620 78359 74892 2026-07-11T06:37:30Z მარიამ ლაბაძე 392 78359 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = ოქროს თასი ორნამენტებით| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> გვირგვინო სვეტის! იყოს სიშორე, ჩვენ ვერ გვაშინებს ბურუსი მისი: ხელთ, ჩვენს ერამდე, მე მაქვს მეორე ათასწლეულის ოქროს სასმისი. ორნამენტებით შემკულმა თასმა მიფანტ-მოფანტოს მშვენება ჩრდილის, როგორც სახება, როგორც ხანდაზმა სილამაზისა და სინამდვილის. რომელი ლხინი იყო უთასო და ან რომელი დღე საცნაური, აქ მიმოყრილ ქვებს ვინ განუმარტოს - რაა უთასოდ დღესასწაული. და მეოცნებე ჯაჭვაწყვეტილი, ნაცნობ მხარისკენ მივემართები - სად ხილვად უცხო, ამოკვეთილი - ორნამენტების ჰყვავის ვარდები. დე, გრანიტის და მარმარილოსი ჰყვაოდეს ვარდი, მაღლა ახრილი, მას აღარ ჰქვია უსიტყვო ლოდი - ის სხეულია ბორკილაყრილი. დაე, აქოლის ჰკვეთავდეს ხელი ასე ლბილ ხაზებს, სიცოცხლის ღეროს, რომელი იყო მხატვარი წრფელი, რომ სამშობლოზე აქ არ ემღეროს. ქვაც ის ნატვრაა და ნეტარება, ხალხის გულიდან დიადად მზარდი, რომელსაც თან სდევს კვლავ შედარება: აკადემია, გელათის ვარდი. მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი, მაინც იმ ვარდთან მზე ამოვიდეს, რაგინდ მოვარდეს სეტყვა და ღვარი და ცეცხლი მასზე გარდამოვიდეს. ნეტავი ჩემთვის წუთებს არ ეკლოს, კოშკებიდან რომ მესვრიან ვარდებს, ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს, რომელთა დიდი სიმღერა მმართებს. გვირგვინო სვეტის, ო, სიფაქიზე შენ გაგიგეს და ახლა დაწყნარდი. მზე ორნამენტად გეფინა ისე, როგორც მრავალზე მრავალი ვარდი. ან, დე, უვრცესი იყოს სიშორე, მე ვერ მაშინებს სიშორე მისი - ხელთ, ჩვენს ერამდე, მე მაქვს მეორე ათასწლეულის ოქროს სასმისი. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH017d1bcb6542c05544e13d7f მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 0dmu6phsxwmtlwj907ramiztdp3i7qt ოქროს ნავით 0 621 78360 74893 2026-07-11T06:39:02Z მარიამ ლაბაძე 392 78360 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = ოქროს ნავით| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ოქროს ნავს მიესაჭა რა, ლაჟვარდი ნამის მწოვარე, შენს მთებზე, ჩვენო აჭარავ, ცაა და მისი მთოვარე. მივდივარ ზღვის პირს, თვალი რბის და აღტაცებას ვერ ვფარავ, აჭარავ, ცხადი ოცნების თვალ-მარგალიტო აჭარავ! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH5e98704dc76118b74c3856 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 9ptl3lz3julj2mxyh28wz3haw3e5e2a ოქროს ტყავები 0 622 78361 74894 2026-07-11T06:39:48Z მარიამ ლაბაძე 392 78361 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = ოქროს ტყავები| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> მოვარაყებულ შუქით მზავთავი ოქროს სხივებით და მინანქარით ჩვენი ყანების ოქროს თავთავი აღელვებული ამ ზენაქარით, - დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაშლილია ოქროს ტყავები, სად დაუხოცავთ ამდენი ვეფხვი, სად აქვთ ამდენი საღებავები? </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01acf35ec52cc0e996e10f54 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 4g0yabjpfduhz5wc8nszxek5k9564fd ოქტომბრის სიმფონია 0 623 78362 74897 2026-07-11T06:40:45Z მარიამ ლაბაძე 392 78362 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = ოქტომბრის სიმფონია| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|შემდეგი= }} <poem> ქუჩებში ქუხდნენ ორატორები: დრო დადგა... ტყვიის სუნთქვა გროვდება, და ჩვენს ცხოვრებას არალეგალურს აღფრთოვანება უახლოვდება. გვინახავს ციხე, დევნა, კატორღა, ბორკილის ჟღერა, ბრძოლების ზვავი, მაგრამ ვერ სძლევენ ორგანიზატორს... აი, რა არის თავი და თავი! როცა გრიგალი მოეჩვენება სხვა რომელიმეს, უქმად მოვლენილს, - ზოგს შიშით სძინავს, ზოგს მართლა სძინავს! ბევრს სძინავს, მაგრამ არ სძინავს ლენინს! ჩვენ ვიყოთ ფხიზლად, მსოფლიო მალე საბედისწეროს გაიგებს ხმასა, - ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენა ვართ მებრძოლი მასა, მშრომელი მასა! თვალწინ იშლება სხვა ჰორიზონტი, იმავე ღელვით გუგუნებს ფრონტი: ფრონტების სიწითლემ ქვეყანა შეღება. ომს მკაცრს და საზიზღარს ბოლო არ ეღება. ვინ ნაღვლობს მუშისა და გლეხის რუხ შინელს! რომელი იყენებს სისხლის ღვარს საშინელს? - იყენებს ამ ბრძოლას ბურჟუა ჯალათი, ჩვენ კი ვართ ამ ომში ჩაბმული ძალათი! რა ვიცი - თხრილიდან ვინ დავსჭერ, ვინ მოვკალ? ჩემივე კლასის წინ რად მინდა ვინტოვკა? - მოვა დრო - იმ ტყვიას ირგუნებს ჯალათი, რომელმაც ამ ომში ჩაგვაბა ძალათი! ჩემი და მონაა, ის ქუჩის ქალია, დედ-მამა სადღაა? შიმშილმა დალია! - ეს არის გაყიდვა, ეს არის ღალატი, რომელმაც ამ ომში ჩაგვაბა ძალათი! მოდისო ლენინი - ამბობენ - ლიდერი პარტიის, რომელსაც არ უყვარს მდიდარი, მდიდარი - რომელსაც სძულს მუშის ხალათი; მუსრი მტერს, ომში რომ ჩაგვაბა ძალათი! - ამდენი ჩაგვრა და მონობა გვეყოფა, - საუბრობს ღარიბი გლეხობა. სოფელს გულმა ღარიბის ირგვლივ ბევრი უარა, ყველას ვეკითხებოდი: “საშველია თუ არა?” - გვეშველება, - მცინოდნენ, - როცა დაგვძლევს შეგნება და სიცოცხლეს არაფრის ხალისი არ ექნება! სოფლად, სადაც თარეშობს ათასი მატყუარა, მეც შენებრ ვკითხულობდი: “გვეშველება თუ არა?” - რა შველასა მოელი გამვლელ-გამომვლელიდან, თუ რამ მემამულეებს არ წაართვი ხელიდან? ბევრმაც ჩემი წუხილი ასე გაიზიარა: - შეიძლება გვეშველოს, მაგრამ მალე კი არა! გზით წამოველ ღარიბი, გარს მინდვრები უხვია - გულმა - კარგა ხანია - იმ გზას გადაუხვია: არ მსურს სხვის სატიელო ნახნავი და ნათესი... მივალ, სადაც ხრამია ბნელი, უწყვდიადესი... მარჯვნივ კლდეა საზარი, მარცხნივ ტყის ღერებია, ციხე უზარმაზარი ლაჟვარდს შესჩერებია. ვუვლი ამ მიდამოებს, ჟრჟოლამ ტანს დაუარა, როცა კვლავ გავიფიქრე: “გვეშველება თუ არა?” ამ დროს რაღაც ხმაურმა სმენას შორით უწია. - რა, რა მოხდა? - ვკითხულობ. მითხრეს: - რევოლუცია! მაგრამ რევოლუცია იგი სხვისთვის გამოდგა: შედგა მავნე მთავრობა, როცა მეფე ჩამოდგა. არც ზავია, არც პური და არც თავისუფლება; ისევ ბურჟუაზიას დარჩა ხელისუფლება. კარგი დაპირებები იქნა მხოლოდ უარად... “გვეშველება თუ არა?” “გვეშველება თუ არა?” უფრო დიდმა ხმაურმა სმენას ახლო უწია. - რას ელით, ქალაქებო? - ნამდვილ რევოლუციას! მოგვცეს ზავი და პური და კაცური უფლება, შრომის უფლებებისთვის ერქვას ხელისუფლება! და გლეხობა: - ეს ხსნაა ტიტველის და შიშველის! ის გვიშველის ღარიბებს, - სხვა ვერავინ გვიშველის! ამგვარად - ომით გაპარტახებული, აღარ მქონე თმენის, მრავალმილიონიანი მასა უცდის ლენინს! წითელ დროშის ქვეშ საომრად მდგარი მომსწრე მრავალის დღეების ბნელის, ფაბრიკათ რიგი, ქარხნების ჯარი - უცდიან ლენინს. მილიონობით - დამშეულ რიგებს ამაოდ ხელი არ გაუწვდიათ, არ მოელიან არვისგან შველას - ლენინს უცდიან. რასა ჰგავს ყანა და ფარეხები! რამ დაგვიშხამა სიცოცხლის დღენი? ღარიბ-ღატაკი სოფლის გლეხები უცდიან ლენინს. ფრონტიც მზად არის, შეატრიალოს ტყვია სიზუსტით კლასობრივ მტერზე იერიშისთვის - ჩვენ ლენინს ვუცდით. ეროვნებათა დაჩაგრულთ ბედი, ბარიკადები ქუჩების ვრცელის, ჩიხში მოქცეულ რუსეთის ბედთან უცდიან ლენინს. ლენინი მოდის! პროლეტარიატს ექნება გეზი, სად გამოვიდეს, ვისთან და როდის, - იმ მატარებლით ქოხთა მშვიდობა და სასახლეთა გოდება მოდის! ლენინი მოდის! მოდის სიკვდილი ბურჟუაზიულ ციხე-ბორკილის და ეშაფოტის! იმ მატარებლით მოდის ნამგალი, იმ მატარებლით ჩაქუჩი მოდის! ლენინი მოდის! თავისუფლება და ზავი მოდის! ამხანაგებო, ლენინი მოდის! ლენინი მოდის! წინ, ამხანაგო, ჯერარნახული ცეცხლის დანთება გვაქვს განზრახული, წინ! გადაუდექ ბურჟუებს თოფით, არ დაგავიწყდეს: ამ ნებისყოფით სამუმებს შევქმნით ჯერარგაგონილს. გასწი - იდეას მიჰყევი გმირულს! გადააბიჯე მტერს გულგანგმირულს! გადააბიჯე მოკლულ ამხანაგს! ბრძოლის სიმწვავე აღწევს უაღრესს... ჩვენს მაღალ დროშას ვერავინ დახრის - იგი მიუძღვის ოქტომბრის ხანას, დაღლილო მხარევ, ჩვენ გავიმარჯგებთ, აბა შეხედე - როცა მსოფლიოს ერთ მეექვსედზე გაშლილ ოქტომბერს შევსძახებთ: ვაშას! დაჰკა სასახლეს, დაჰკა სასახლეს, ჰეი, დაჰკარი! გადმოანგრიე ძველი ლოდები ნიადაგარი! ახალს ააგებს მშრომელებისთვის მკლავი მაგარი... დაჰკა სასახლეს, დაჰკა სასახლეს, ჰეი, დაჰკარი! მშრომელი კლასი ლენინის დროშით მთელ მსოფლიოში, მთელ მსოფლიოში დაირაზმება ლენინის დროშით. ყოველი ქვეყნის პროლეტარების გული აქ არი! მშვიდობა ქოხებს, ომი სასახლეთ, ჰეი, დაჰკარი! ყოველ კუთხეში, ყოველ მხარეში, და ყოველ დროში, განმტკიცდეს ძალა მუშის და გლეხის ლენინის დროშით. კომუნა იყოს ამ ოქტომბერის ნაამაგარი - დაჰკა სასახლეს, დაჰკა სასახლეს, ჰეი, დაჰკარი! არ დახვედრია ოქტომბერს არც ოქრო, არც განძეული, დახვდა ოქტომბერს ქვეყანა ცივი, პარტახი, ნგრეული. არ ჰქონდა რამე საზღვარი შიმშილს და გამათხოვრებას, ამიტომ შრომა მიეცეს შენებას, ცოცხალ ცხოვრებას. კილოვატებში გაეშვას მილიონთ მძლეთამძლეობა, ახლა ჩვენ უნდა ვიკისროთ ეს დიდი მოვალეობა. ხე-ტყე, თლილი ქვა, აგური ცემენტში, კირში ეფლობა. ქვეყანას უდიდესი მოედო აღმშენებლობა. ახალი ხუროთმოძღვარი დასძლევს ხე-ტყეს და ხარაჩოს, რომ ქალაქს მისწვდეს ხმა და სოფელს დაუდარაჯოს. კარგია შრომით ნთებული ქურების ცეცხლთან სახება და შემდეგ გამარჯვებული სიმღერის შემოძახება! არის საბჭოთა მახვილი - ნებისყოფა და ძალ-ღონე, ბევრი ქარიშხლის მნახველი, ბევრი გრიგალის გამგონე. იმისი ომი ამჟამად ქვეყნის აღდგენის ომია. საკეთებელი ბევრია და ხმა გაისმის: აკეთე! მანქანებს რომ ეფერება შრომის გუგუნი ზვიადი, ეს არის ბედნიერება, განუსაზღვრელი, დიადი. თუ, როგორც ტოტი ქარისა, მიღელავს შრომის დროება, იმისი შესადარისი ჯილდო არ მოიპოვება. სოფელშიაც ვთესოთ გაზაფხულის თესლი! დე, ბობოლას ჰკლავდეს სიყვითლე და გესლი, დარჩეს ოხრად ყანა, ერგოს ხრამი ეზოდ, ჩვენ კი თავდადებით ვთესოთ, ვთესოთ, ვთესოთ. წინსვლა როდი ხდება ხელაღების წესით, - საქმე საქმეს აგავს მხოლოდ ერთგულ თესვით. არც მანქანა მოდის მისით, უმიზეზოდ, უნდა დროზე მოვხნათ, უნდა დროზე ვთესოთ. ხედავ მატარებელს, - აღმართს როგორ უხვევს, შორი ქალაქიდან ესალმება მუხებს, ლეჩაქივით ბოლი ბუჩქს ედება ლურჯად... საიდან - სად მოდის ასე მძლედ და ურჩად? მატარებელს მოაქვს იარაღთა ჯარი, არ აშინებს სიცხე, არც წვიმა და ქარი. მოიფინა მხარე რკინიგზების ქსელით, ქალაქის და სოფლის შეერთებას ველით. ორთქლმავალი მოდის... როგორც ჩვენი გული, იგიც ბევრჯერ იყო ტყვიით დაცხრილული. შიმშილი და ტიფი მასაც გადაჰქონდა, მიდიოდა, სანამ ცოტა ძალა ჰქონდა. ვის არ სჭირდა ჩვენი ორთქლმავალის ჟინი, სცემდა ინტერვენტი, ხვრეტდა დენიკინი. ოო, საზიზღარო, როგორ მწარედ კბენდი! მოვსპეთ თეთრი ძალა, მოვსპეთ ინტერვენტი! დაგვრჩა ორთქლმავლები, როგორც ჩვენი გული - გამხეცებულ მტრების ტყვიით დაცხრილული. გაჩერებულ ტრანსპორტს აღარ ჰქონდა ღონე, როგორც ქაღალდის ფულს, ფასდაკარგულ ბონებს. მატარებელს ჩიხით ვინ დასძრავდა, სანამ მოაღწევდა ჩვენი აღდგენისა ხანა. მხოლოდ ოცდახუთში - ვით შეგვწევდა ღონე - აღვადგინეთ ომის წინა დროის დონე. მატარებელს დაჭრილს მოეხვია ჯარი, განუკურნეს სრულად წყლული მრავალგვარი. აწი მოდის, მოაქვს მას სალამი ძმური, მოაქვს ჩვენთან რკინა, მოაქვს ჩვენთან პური. როგორც ხის რტოებს აპრილის დღემდე ჩამოშორდება თოვლი და ყინვა... ქვეყნის ხელახლა აღდგენის შემდეგ სხვა ლოზუნგების გაისმა გრგვინვა... ახალ ცხოვრებას ვაწყობდით ახლად და ეს დაწყება თუმც იყო ძნელი, ქარხნებში ისევ იქუხა ხალხმა, რომ ეს ბრძოლაა უკანასკნელი! მხარეს უცებ ვერ გადააკეთებს სხვა ვერ-რა ძალა, ვერარა ნიჭი, - ცვლის ფაბრიკებს და მიწის ნაკვეთებს რევოლუციის მტკიცე ნაბიჯი... ძველებურად ქარს არ ატანს არვინ - თავის შრომას, რკინასა სჭედს, თუ თხრის მადანს, არ ივიწყებს, რომ მას ურჩევს კლასი გაფრთხილებით მანქანასთან დგომას, ხელი უწყოს ხარისხების გადიდების ზომას. აფრიალდეს დროშა მშვენი, ძირს ჯვარი და ხატი, სხვა კულტურას ითხოვს ჩვენი პროლეტარიატი. აი, ჩვენი მინდორ-ველი, იქ აღარ ჩანს მრავალი, ფეოდალი ძველისძველი, მეფეთ შთამომავალი! და გაისმის შორით-შორი იდუმალი ქუხილი. მოსდებია ველს ტრაქტორი, არის შრომის დუღილი!.. მორჩა ოთხწლედში გიგანტის მსგავსი ჩვენი ხუთწლედი, ეს არის ჩვენი და მთელი ქვეყნის მშრომელი კლასის იმედი, ბედი. ხუთწლედი იყო ბურჟუაზიულ ქვეყნებისათვის რისხვა და მეხი! თავგანწირულად იბრძოდა მისთვის საბჭოთა ქვეყნის მუშა და გლეხი! სოციალიზმის საძირკვლის ჩაყრა, აი, რა იყო ხუთწლედის ხაზი. ამ გენერალურ ხაზზე იბრძოდა პარტია - მტკიცე და ბუმბერაზი. “ჯერ დავეწიოთ, მერე გავუსწროთ”, ძველი ევროპა მუდამ მტერია... ხუთწლედის ფრონტზე თავდადებულად იბრძოდა ჩვენი ინჟენერია! აგრონომები, ტრაქტორისტები, კოლმეურნეთა მაგარი რაზმი, და დამკვრელების გაისმოდა ხმა, როგორც მქუხარე ენთუზიაზმი. ჩვენი ერთგული მასწავლებელი იყო მანქანა და მისი ტემპი, ჩვენი ფაბრიკა, ჩვენი ქარხნები, ჩვენი ეპოქის მონუმენტები. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHfb523e11c4b149bd58f142 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] rl81iaf83izboabwt4a3hnzukfxv2f6 პირველი მაისი (გალაკტიონ ტაბიძე) 0 636 78369 74953 2026-07-11T09:20:17Z მარიამ ლაბაძე 392 78369 wikitext text/x-wiki {{ანონსი| სათაური = პირველი მაისი| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე|დამატებითი შენიშვნები = ''1908 წელი'' }} <poem> პირველი მაისი, პირველი მაისი, პირველი მაისი მოვიდა ამაყი: წითელი ყაყაჩო თუ იასამანი, ხავერდის ვარდები და თეთრი ზამბახი. მეფეს კი, მეფეს კი - ქარით და გრიგალით თითქო არავისა და არარაისი - ციხეში, ბორკილში, შიმშილში, ომებში სურს ჩაკლას მუშათა პირველი მაისი. დრო მოვა… და ისევ, პროლეტარიატი მაისის ვარდებით სიცოცხლეს აივსებს, სალამი იმ დღეებს, სალამი იმ ბრძოლებს, იმ ნათელ გაწევას, იმ პირველ მაისებს! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH016699a8867efc4d65ffb1f7 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] b6lkmharg8jwdv0ph9x2snvgbosdy9q მე რომ მკითხონ... 0 688 78307 74338 2026-07-10T13:07:21Z მარიამ ლაბაძე 392 78307 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = მე რომ მკითხონ... | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> მე რომ მკითხონ: - რა გვინდა, რომ ბედნიერი გახდეს კაცი? ვუპასუხებ: - საქართველოს ეს ბუნება თვალწარმტაცი! კვლავ რომ მკითხონ: - რა უნდა, რომ გაქრეს დარდი გულამკლები? ვეტყვი: - სულ თვე მგზავრობისა, არც მეტი და არც ნაკლები. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH885f6b6398d9eab20ef587 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] iqt0755t2bywz0289nyi83gojkij6o2 მშობლიური ეფემერა 0 689 78343 74593 2026-07-11T06:23:48Z მარიამ ლაბაძე 392 78343 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = მშობლიური ეფემერა | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს, ზამთარს ბილიკი დაუტანია... ,,დიდი ხანია?'' - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: ,,დიდი ხანია!'' შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია. ,,ამირანია?” - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: ,,ამირანია!'' ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს, ის გული ისევ ჩემი გულია... ,,დაკარგულია?'' - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: ,,დაკარგულია!'' გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი, მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი... ფერების ჭევრი ირევა ბევრი, ლალების ტევრი - ლილა და შვინდი. ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბელით და ცა ალუბლით სავსეა... კმარა, ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ, დარიალიდან ზარავდა ზარა. სულ ერთი წამით განსაცდელ ჟამად, შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო, მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს, იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო! შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია. ,,ამირანია?'' - კვლავ ვკითხავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: ,,ამირანია!'' 1923 წ. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH7bb62a89cbff3e4150358a მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 8r2pwkt1d2rrsb8gk2ulcrrn29iuzh8 ოცნება და სინამდვილე 0 690 78363 74900 2026-07-11T06:41:41Z მარიამ ლაბაძე 392 78363 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = ოცნება და სინამდვილე | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ის პოეზია გაქრა, იგი ოქრო და ვერცხლი, დრომ ძველ მიდამოს გაჰკრა ცოცხალ ცხოვრების ცეცხლი; და უბოლოოდ მიჰქრის, როგორც გაშვება ქორის, მწარე გათიშვა ფიქრთა და სინამდვილეს შორის; მაგრამ მე მოველ, მოველ - მძლავრი გუგუნი ქნარის, ძალაუფლება ყოველ დღის ახალ-ახალ ქარის. რა საჭიროა ნანა, ან მოგონება ხშირი, დღეს თანასწორად დგანან: მზე, პოეტი და გმირი. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01fa427d7f6808004be08ddb მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 63fzxq9t71h92fpoq6dfplo1zch2lyh ოცნებაო, მოიგონე... 0 691 78364 74902 2026-07-11T06:42:23Z მარიამ ლაბაძე 392 78364 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = ოცნებაო, მოიგონე... | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> მოიგონე ძველი მეხი, ცეცხლის დილა, ცეცხლის ბინდი, ფოლად უზანგს მოსდე ფეხი და კვლავ მერანს მოაფრინდი. ოცნებაო, მოიგონე დღეები რომ ჰგვანდნენ ზვირთებს, ის მერანი ისევ გიხსნის, სადაც უნდა გაგიჭირდეს. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01043750982a0c84aa789b18 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] n4focfh8gd8u84bvpv5wfurgqghvh1k პარალელი 0 692 78366 74922 2026-07-11T09:17:48Z მარიამ ლაბაძე 392 78366 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = პარალელი | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> იასამანთა გროვად გროვდება გულში ვედრების ზღვა ნელი-ნელი, როცა ერთმანეთს უახლოვდება მყუდრო საღამო და ღამე ბნელი. განწმენდის შუქი სულს ეფარება, როდესაც პანი დაქრის ტყე-ველად და ღამე სწრაფად მიეჩქარება დღის ელვარების მოსახვეველად. და აი, ფერთა შეზავებაში როცა შურივით იძვრის ოცნება, ასე გადადის უკვდავებაში სივრცე, დუმილი და გაოცება. ასე, ნელობა ზაფხულის ველის და ქარიშხალთა ცივი შვენება მწვავს, როს გოიას და ბოტიჩელის სხვადასხვა ლანდი მომეჩვენება. სულ სხვაა მძლავრი გუგუნი ზარის და მზის სხივებზე დამჭკნარი ია, დემონი - იჭვით სავსე მხატვარის და სეგანტინის Ave Maria. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHfba59c70b70c35de95bf20 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] nc6vsm9al7o1m706hh5sghd4dah9sz7 პატარა პიერი 0 693 78367 74930 2026-07-11T09:18:38Z მარიამ ლაბაძე 392 78367 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = პატარა პიერი | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> სანაპიროს ნაგვის ყუთში გულსაკლავად სძინავს პიერს; მოკუნტული წვიმით ბავშვი სიზმარშია: ერთ მშვენიერ მინდვრად თითქო სოფელია, აქ, ქალაქის შორიახლო საცოდავად იყურება პიერისა სამოსახლო. ალიონზე ქალაქისკენ მიაქვს ძველი მას კალათი, იქ არაფრით მიმავალი შინაც მოდის არარათი. პიერს ეზოს ბოლოს უდგას ერთადერთი ძირი მსხალი მისი ბედი და ნუგეში, მისი მზე და მარჩენალი. მსხლის თვისება ზღაპრულია: ზამთარ-ზაფხულ, ყოველ დილით, მადლიანი ხის ტოტები იტვირთება მწიფე ხილით. მით საზრდოობს, პიერისთვის ხე მფარველი არის ხატი, მაგრამ ერთხელ საღამოთი ცრემლით ხვდება ხე მარადი. ვერა ხედავს მწიფე ნაყოფს, გაუძარცვავთ მძიმე მსხალი. ვინ მოვიდა, ვინ დაამხო, რომ არ დარჩა ნატამალი? და ყველაფერს მიხვდა პიერ, ხედავს პიერ, რა ეჭვია, რომ დღეიდან დაიღუპა, რომ მას ქურდი შეეჩვია. გაიღვიძა აქ პიერმა, და წამოხტა, ვით შურდული, ბავშვი, როგორც სიცხადეში, სიზმარშიაც გაქურდული. 1936 წ. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH0148f19e6c394468320f4199 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] szhm3l4s9qh76damr2xf57nl4usitmc პირველ თაველებს 0 694 78368 74951 2026-07-11T09:19:25Z მარიამ ლაბაძე 392 78368 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = პირველ თაველებს | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ვდღესასწაულობთ პირველ თაველებს მოსასწაულე ვარდთა დაგებით, აივნებს მალე ააყვავილებს რტოების ნოხი და ფარდაგები. ქალები ღამით წავედით ტყეში, თვალებში ფეთქდა ელვა წყაროთა, ყვავილს, რომელსაც ჰქვია - ნუგეში, ჩვენ დავეძებდით და გვიხაროდა. ვაჟნი ეძებდნენ მთებში ხაზინას, თოფების ბოლი ცრემლებს გვადენდა, არ დაგვასვენეს, არც დაგვაძინეს და ასე კიდეც შემოგვათენდა. ავშალეთ მთაში მტევნები ფუტკრის, ვაჟები ირმებს სდევდნენ ჯირითით. უცებ... მახლობლად დაჭრილი ნუკრის მოგვესმა კვნესა და ჩვენ ვტიროდით. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHf2c6e36283a9d254c6c1d6 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] chnawc5b5qszd7pyrai3n6ncymhs2ah პირიმზე 0 695 78370 74956 2026-07-11T09:21:13Z მარიამ ლაბაძე 392 78370 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = პირიმზე | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> დავიწყებული ჭიშკრის კარბაზე ხავსი, ყავრები და წვიმის წვეთი! გაქრა ათასი თეთრი დარბაზი, გადარჩა მხოლოდ ცამეტი სვეტი. კუბო კი ღამით სავსეა იით, და წაქცეული სვეტები დგება, ამოდის მთვარე და სამაიით ფერმკრთალ ქალების მიმოდის წყება. ცეკვავს სამეფოდ ნაქარგი ქოში და ხელსახოცთა ქრიან ზღაპრები, და მეძახიან მშვიდ სამეფოში მთები, სიზმრები და წინაპრები. დილით დამჭკნარი არის ბალახი... ზედიზედ ისევ ეცემა სვეტი; გაიყვეს ძმებმა მოხუცი ბაღი და მწუხარება დამრჩა ასეთი. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHbe17c4278adf5f837e723d მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] gqgkjdr1vxkfft7bmxs5nm6vc041qs0 პოეზიის ინტეგრალები 0 696 78371 74961 2026-07-11T09:21:58Z მარიამ ლაბაძე 392 78371 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = პოეზიის ინტეგრალები | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ლურჯ ფანჯრებს იქით, ოცნებაო, სიმძლავრით დგება სამშობლოს ჩემის ხმაურობით სავსე ცხოვრება. მე კი ვუზივარ ისევ წიგნებს, ვებრძვი ყოველ წუთს, ვებრძვი და ვიპყრობ მასალათა სიმძლავრეს ჯიუტს. როცა უბრალო სიდიდეთა რჩება რკალები, უმაღლესი გზა წინ მეშლება: ინტეგრალები. რთულ ინტეგრალებს მე ვადარებ ახლა მეორეს, მსგავსებას მათსა და პოეტის ცხოვრებას შორის; მას ხომ ჯერ ისევ ბავშვობის დროს, დიდი ხნის წინათ, სიტყვებთან ბრძოლა და დაძლევა ჰქონია ჟინად. ახლა კი მის წინ გაიშლება ფერნაალები უმაღლესი გზა - პოეზიის ინტეგრალები! ინტეგრალები! სიმებს მარად ესახსოვრება სამშობლოს ჩემის ხმაურობით სავსე ცხოვრება. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH085847ed3ea74f6ded5e9d მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 5mmsi6t39pcbnffox9eruy2lt4atabk პრესა 0 697 78372 74973 2026-07-11T09:22:43Z მარიამ ლაბაძე 392 78372 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = პრესა | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ომი სიმშვიდეს, ომი რუტინას! ზაჰესი ღამეს ელვარედ ლესავს. ვარსკვლავებს სძინავთ, გრიგალსაც სძინავს, მთებს სძინავთ - მაგრამ არ სძინავს პრესას. მანქანასთან ვწერ. ღამეა. ზრუნვას ერთი ლაქაც არ ამეასედებს, როტაციონის მანქანა ბრუნავს და ხვალისათვის რაზმავს გაზეთებს. მწყობრი მანქანა გრგვინგას მოიღებს, თითქო ბრძოლის დროს ჭექდეს მხედარი, - თუ ცოცხალი ხარ, ხმა ამოიღე, სამარეს მიდი, თუ ხარ ცხედარი! ვით ჩქერი მდორეს ჭრის და ერევა, მორევს ღამისას სძრავს ეს ჭენება, ასე შეხვდება ერთმანეთს ნგრევა, ძველის ნგრევა და ახლის შენება. პრესა აქ უდრის მერანზე უმალს, პრესასთან ვცხოვრობთ, პრესასთან ვყივით, ძველი ცხოვრების ყოველ სასთუმალს პრესა აღვიძებს ახალი სხივით, ყოველი სოფლის მიწას და ტატნობს გამოფხიზლება უნდა ახაროს. ტემპი! - მოესმის ქარხნებს და მადნებს, ტემპი! - მოესმის ტყეს და მაღაროს. ველებზე მისით ღელავს თივები, მანქანა მიაქვს სახლისოდენა, ტემპი! - მიჰყვირის კოლექტივები, ტემპი! - ძაგძაგებს ელექტროდენა. აქ წყალვარდნილი აგავს ნიაგარს, იქ მძიმედ მიდის ალაზნის არხი, ეძლევა ბუჩქებს, მტკიცეს და მაგარს, ელექტროძარღვი, სიცოცხლის ძარღვი. განა ჯერ ისევ ათი წლის წინათ, როს პირზე ეკრათ მარქსი, ბებელი, ბურჟუაზიას პრესა და ბინა არ ჰქონდა ჩვენში ხელუხლებელი? ხელუხლებელი არ იყო განა ველად ნაშთები ფეოდალობის? მემამულეებს ეჭირათ ყანა, ნიშანი ძველთა მეფეთ წყალობის. მდიდრებს უმღერდა პრესა, პოეტიც, - როს საქართველოს - გზად გასადები - ვით კოლონიას, სწვდნენ უცხოეთის ბურჟუაზიის ავაზაკები. ელვის სისწრაფით, ვით კინო-ლენტი, წინანდელ პრესის გაიჭრნენ დღენი. პრესა, შენ ვითომ სინათლეს ჰფენდი, მაგრამ რა იყო ცხოვრება ჩვენი? ანთებდა ხმლის და დანების წვერი გაპარტახებულ ქოხსა და კარავს, ჩამოძონძილი, ავი, მშიერი ხმა აყრუებდა მიდამო-შარას: დაჰკარი, დაჰკარ! ის ქართველია, ეს სომეხია, ის თათარია. იქნებ მუშაა, იქნებ გლეხია. რა ვქნათ? სხვა რჯულის ბინადარია. რა ხანა იყო! ძმამ ძმა არ ინდო, მიწის გაჰქონდა პრესას ზანზარი, როს შოვინიზმის ცეცხლი დაინთო და ეროვნული შუღლის ხანძარი. პრესა მდიდრების იყო მორჩილი, სისხლში ცურავდა ქუჩა ნაგები... ვინ ეცემოდა ყელგამოჭრილი? - მხოლოდ ღარიბი და ღატაკები! და შერცხვენილი გზის მეწამულის იბრძოდა პრესა გაუტეხელი, რომ მეფაბრიკეს და მემამულეს მარადის სავსე დგმოდათ ბეღელი. ისევე მდიდრებს და მხოლოდ მდიდრებს თვით პოეზიის ართობდა ჩანგი, აქ კი მონობა მშრომელთ აფითრებს და დიად მიზნებს ედება ჟანგი. აივსო ციხე კომუნარებით. იწვის სოფელი აჯანყებული: აქ აზიისკენ გაჭრილ კარებით ორი გზა იყო დაჯახებული. ნამდვილ პრესას კი ედო ბორკილი, ისე გადახდა მტერს ერთი ასად, როგორც დაღლილი და დაჯორგილი იხუთებოდა პრესასთან მასა. ტალღები მისი არა სცხრებოდა, დინამიტებით ხან იქ და ხან აქ იმუქრებოდა, ემზადებოდა, მოუწოდებდა მებრძოლს, ამხანაგს. ბოლოს მრისხანე მზემ ამოხეთქა და გადალეკა მძიმე სურათი. ახალმა ძარღვმა დაიწყო ფეთქვა: რევოლუციურად. რევოლუციურ პრესამაც აგრე მძლავრად შემოჰკრა და მტვრად აქცია მლიქვნელი პრესის ციხე-სიმაგრე - შავი ცხოვრება და რეაქცია. ეს იყო თვალის დახამხამება - მომენტი რისხვის და წყევლა-კრულვის, როცა უფსკრულში მიდის წამება, და აუწერელს იწვევს სიძულვილს. ის საქართველო გაქრა მონების, გზა მისდევს მთაში კლდეებს ფრიალოს, რომ იქ სიმართლის გაბატონების წითელი დროშა ააფრიალოს. მიწა სახალხო არის ქონება, სასახლეებიც მისია სერზე, ერთ ერს ნურასდროს ნუ ეგონება, რომ გაბატონდეს მეორე ერზე. სჭედს პრესა კედლებს, სვეტებს და თაღებს, მას მოაქვს რკინა, ფოლადი, კირი, დღეებს სიახლით აიარაღებს, როგორც დამკვრელი და შრომის გმირი. ახლა ვერავინ გაანადგურებს საქართველოში დარისდარებას, ფერო-მარგანეცს და ელსადგურებს, მსხვილ ინდუსტრიის განვითარებას. ღიაა შუბლი, ღიაა მკერდი, რომელს აჩნია ბევრი ჭრილობა! მარჯვედ, პირდაპირ! ძირს გულგრილობა! ჩვენი პრესა დგას ხელაღმართული თავის უსივრცოდ დიდ ასპარეზზე, უზარმაზარი ააქვს სართული ინდუსტრიალურ ხე-ტყის არეზე. მძიმე ბორბლებს რომ აბრუნებს ღვედი, მსოფლიოს უნდა გახდეს მფლობელი, მისით მეტყველებს მშრომელთა ბედი, მისი ქალაქი, მისი სოფელი. არის სიახლე, და მოძრაობა აპობდეს გრიგალს, კლდესა და ღრესა, პრესას არ უყვარს ტბა და ჭაობი, მუდამ სიცოცხლით გუგუნებს პრესა. შრომა ამ ჭაობს არღვევს მოსილულს, გზა ახლა ლაფში აღარ ეფლობა, პრესა აშუქებს დიდს, ძლევამოსილს სოციალისტურ აღმშენებლობას. ახლა ყოველგან, ყოველ კარავთან, ყოველ დაზგასთან მივიდა პრესა, ეძებს მინერალს საგაზაფხულოს, უკან დახევა მას არ სჩვევია, გამადიდებელ შუქით ნახულობს მასაც, რაც ძნელი შესამჩნევია. 1931 წ. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH0187a121287ec55d40f1b36b მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] lfcpyi0267wlvz759zi9tul3ywmppx2 პრიმიტივი 0 698 78373 74975 2026-07-11T09:23:24Z მარიამ ლაბაძე 392 78373 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = პრიმიტივი | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ყოველ თეთრ ღამეს, მთვარიან ღამეს ვიღაც სალამურს გრძნობათ ატირებს, ვარსკვლავნი რთავენ ამ დროს მიდამოს: უცხო ღელეებს, ცისფერ ნაპირებს. გამჭვირვალე ცა თვალებს იტაცებს და მთვარე რონინს უფრო ახშირებს, და გულიც ამ დროს უფრო ხშირად სცემს. და ცრემლი თვალთგან რბენას აპირებს. მთებს სძინავს. სძინავს, სძინავს მდინარეს, შორი სივრციდან ვერცხლივით მბზინავს, აფრთოვანება აგიჟებს თარებს და ისარის ფრთით ფიქრი მიფრინავს. და მჯერა: ვინმე განთიადამდე ისმენს ამ ოხვრას და მწარე გმინვას, კივის... დაეძებს ნათესავს, ლანდებს და ყველას სძინავს, სძინავს... ოჰ! სძინავს. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH36c25598719423430029b4 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] qn0tef2bzu9qcn8jw15dtkn91bhmk2p პროლოგი 100 ლექსის 0 699 78374 74978 2026-07-11T09:24:06Z მარიამ ლაბაძე 392 78374 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = პროლოგი 100 ლექსის | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> რა საოცარი დასრულდა წლები! მეფეთა წყება გაქრა, ვით ლანდი, მოშორდნენ ტახტებს: ვილჰელმი, კარლოს, ნიკოლოოზი და ფერდინანდი. მაგრამ მწუხარედ მათზე კი არა, სხვაზე იფიქრებს მარტიროლოგი: იმ მრისხანე წელს პოეტი-მეფე - გარდაიცვალა ალექსანდრ ბლოკი, ჰანგების მეფე - დიდი სენ-სანსი და დირიჟორი ნიკიში მძლავრი... ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი, მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი, რომ გამომევლო ჯერარსმენილი ქარტეხილები ცეცხლთა ფენისა . და მომეტანა საქართველოში სიმღერა ქვეყნის გადარჩენისა! 1921 წ. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01beea193a6a549d148a99 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 3kagxgbhi6s7730l164i7yof1dh4nco პუშკინი პარიზში 0 801 78375 74979 2026-07-11T09:24:58Z მარიამ ლაბაძე 392 78375 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = პუშკინი პარიზში | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> პარიზი. კაფე. პალმების ბუჩქის ტოლის და სწორის პოეტი ამბობს: ვუსმინოთ პუშკინს, რომ დგას ჩვენს შორის: - „გადავერიოთ ბახუსის ალებს, შორს სევდა-დარდი. ეს გაუმარჯოს მშვენიერ ქალებს, ჩვენ რომ ვუყვარდით! სავსე თასების ცბიერ ძალაში ნუ დაეჭვდებით, ჩავუშვათ ღვინის სიანკარეში ჩვენი ბეჭდები: ასწით თასები, გადავკრათ უცებ, გადავცდეთ ჩარჩოს, ეს გაუმარჯოს მგოსნების მუზებს, აზრს გაუმარჯოს! იბრწყინე მარად, დიადო მზეო, იბრწყინე მარად. ვით ეს სანთელი ქრება უმწეო მზის შუქის კარად, ისე - ცრუ სიბრძნე უკვდავ აზრის ბჭეს, ვით ნისლი რამე, იხრწნება, ქრება, გაუმარჯოს მზეს, ძირს ბნელი ღამე!“ მომეცით ჩრდილი ვარდების ბუჩქის, მომეცით - თასით. ეს გაუმარჯოს ჩვენს ძვირფას პუშკინს! თამამად ასწით! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH89d06c84291111186ddd54 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] 8j6qrq7omy9nk47230zevcrb5qi3n4c რა დროს რომანსეროა?! 0 802 78376 74997 2026-07-11T11:02:44Z მარიამ ლაბაძე 392 78376 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = რა დროს რომანსეროა?! | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> გაცრეცილ და მტვერიან ცას სინათლე ჰკლებია. ყვავილებზე მღერიან... რა დროს ყვავილებია? ცაზე ვხედავ წეროებს, თითქო მწკრივი ღეროა. მღერენ რომანსეროებს... რა დროს რომანსეროა? წყარო ხევში ვალალებს: გაქრა გიჟი ოცნება, ვკოცნი მე შენს დალალებს, მაგრამ რა მეკოცნება? 1914 წ. </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH2c5cb2ea3d3f9901cda1d1 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ნაშრომები]] lsl1095d8i8k0c3xj783hf1s3r7xwhw რა მშვენიერი იყო ნამი… 0 6795 78377 75004 2026-07-11T11:03:37Z მარიამ ლაბაძე 392 78377 wikitext text/x-wiki {{ანონსი | სათაური = რა მშვენიერი იყო ნამი… | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ...რა მშვენიერი იყო ნამი ყვავილის გულზე!.. მზე სხივს აფრქვევდა, ათასფერად ღვიოდა ნამი. შიგ იხატვოდა, როგორც ამაყ ზღვათა უფსკრულზე, ზეცის მშვენება, ზეცის სხივი, ზეცის კამკამი. ...რა მშვენიერი იყო ნამი ყვავილის გულზე! ცა ვარსკვლავებით მოჭედილი ზე დასცქეროდა, თითქო ცის შვილის ყოფნას ვარდზე და სიყვარულზე განცვიფრებოდა - თვალს ლულავდა, არა სჯეროდა... დღეს აღარ არის! წაჰყვა მზის შუქს აფერადებულს, დალია სული სიყმაწვილის ნაზ გაზაფხულზე, მაგრამ მგოსანი კვლავ იგონებს მის ნეტარ წარსულს... ...რა მშვენიერი იყო ნამი ყვავილის გულზე! </poem> ==რესურსები ინტერნეტში== *[https://galaktion.ge/?page=Poetry&id=285 რა მშვენიერი იყო ნამი…] [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]] myiicyx23g84w49ms4j84jmxjabac65 ვიკიწყარო:ადმინისტრატორები/ინტერფეისი/არჩევნები/Mehman 4 8265 78295 2026-07-10T12:57:05Z Jaba1977 28 ახალი გვერდი: ===[[მომხმარებელი:Mehman|Mehman]]=== {{User14|1=Mehman}} ;დასრულების დრო: 14 ივლისი, 2026 ''კანდიდატის თანხმობა'': ინტერფეისის ადმინისტრატორად წამოვაყენე მეჰმანის კანდიდატურა. იმედია მივიღებთ თანხმობას.... 78295 wikitext text/x-wiki ===[[მომხმარებელი:Mehman|Mehman]]=== {{User14|1=Mehman}} ;დასრულების დრო: 14 ივლისი, 2026 ''კანდიდატის თანხმობა'': ინტერფეისის ადმინისტრატორად წამოვაყენე მეჰმანის კანდიდატურა. იმედია მივიღებთ თანხმობას. --[[მომხმარებელი:Jaba1977|<span style="color:#006400;">'''''Wiki -'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Jaba1977|<span style="color:#006400">'''''ჯაბა'''''</span>]] 21:47, 11 აგვისტო 2025 (+04) === {{ჰო}} === === {{არა}} === === {{ჰმმ}} === ==კითხვები კანდიდატს == ==შედეგი== fpup2zpjnbhj3ib0oe8185pqe9jk39c 78296 78295 2026-07-10T12:57:36Z Jaba1977 28 /* {{ჰო}} */ 78296 wikitext text/x-wiki ===[[მომხმარებელი:Mehman|Mehman]]=== {{User14|1=Mehman}} ;დასრულების დრო: 14 ივლისი, 2026 ''კანდიდატის თანხმობა'': ინტერფეისის ადმინისტრატორად წამოვაყენე მეჰმანის კანდიდატურა. იმედია მივიღებთ თანხმობას. --[[მომხმარებელი:Jaba1977|<span style="color:#006400;">'''''Wiki -'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Jaba1977|<span style="color:#006400">'''''ჯაბა'''''</span>]] 21:47, 11 აგვისტო 2025 (+04) === {{ჰო}} === # {{ჰო}} --[[მომხმარებელი:Jaba1977|<span style="color:#006400;">'''''Wiki -'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Jaba1977|<span style="color:#006400">'''''ჯაბა'''''</span>]] 16:57, 10 ივლისი 2026 (+04) === {{არა}} === === {{ჰმმ}} === ==კითხვები კანდიდატს == ==შედეგი== rk7n536ve2k558pn4dyrbvqk4klneah 78298 78296 2026-07-10T12:59:10Z ბარბარე ულუმბელაშვილი 479 /* {{ჰო}} */ 78298 wikitext text/x-wiki ===[[მომხმარებელი:Mehman|Mehman]]=== {{User14|1=Mehman}} ;დასრულების დრო: 14 ივლისი, 2026 ''კანდიდატის თანხმობა'': ინტერფეისის ადმინისტრატორად წამოვაყენე მეჰმანის კანდიდატურა. იმედია მივიღებთ თანხმობას. --[[მომხმარებელი:Jaba1977|<span style="color:#006400;">'''''Wiki -'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Jaba1977|<span style="color:#006400">'''''ჯაბა'''''</span>]] 21:47, 11 აგვისტო 2025 (+04) === {{ჰო}} === # {{ჰო}} --[[მომხმარებელი:Jaba1977|<span style="color:#006400;">'''''Wiki -'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Jaba1977|<span style="color:#006400">'''''ჯაბა'''''</span>]] 16:57, 10 ივლისი 2026 (+04) # {{ჰო}}--[[მომხმარებელი:ბარბარე ულუმბელაშვილი|ბარბარე ულუმბელაშვილი]] ([[მომხმარებლის განხილვა:ბარბარე ულუმბელაშვილი|განხილვა]]) 16:59, 10 ივლისი 2026 (+04) === {{არა}} === === {{ჰმმ}} === ==კითხვები კანდიდატს == ==შედეგი== omr4rk32k1cbl0uaiaoix0nbckdfwwp 78299 78298 2026-07-10T12:59:41Z მარიამ ლაბაძე 392 /* {{ჰო}} */ 78299 wikitext text/x-wiki ===[[მომხმარებელი:Mehman|Mehman]]=== {{User14|1=Mehman}} ;დასრულების დრო: 14 ივლისი, 2026 ''კანდიდატის თანხმობა'': ინტერფეისის ადმინისტრატორად წამოვაყენე მეჰმანის კანდიდატურა. იმედია მივიღებთ თანხმობას. --[[მომხმარებელი:Jaba1977|<span style="color:#006400;">'''''Wiki -'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Jaba1977|<span style="color:#006400">'''''ჯაბა'''''</span>]] 21:47, 11 აგვისტო 2025 (+04) === {{ჰო}} === # {{ჰო}} --[[მომხმარებელი:Jaba1977|<span style="color:#006400;">'''''Wiki -'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Jaba1977|<span style="color:#006400">'''''ჯაბა'''''</span>]] 16:57, 10 ივლისი 2026 (+04) # {{ჰო}}--[[მომხმარებელი:ბარბარე ულუმბელაშვილი|ბარბარე ულუმბელაშვილი]] ([[მომხმარებლის განხილვა:ბარბარე ულუმბელაშვილი|განხილვა]]) 16:59, 10 ივლისი 2026 (+04) # {{ჰო}}--[[მომხმარებელი:მარიამ ლაბაძე|მარიამ ლაბაძე]] ([[მომხმარებლის განხილვა:მარიამ ლაბაძე|განხილვა]]) 16:59, 10 ივლისი 2026 (+04) === {{არა}} === === {{ჰმმ}} === ==კითხვები კანდიდატს == ==შედეგი== mbj2edqwtw7x0brhdi0jeoh5b8x03cq 78300 78299 2026-07-10T13:00:54Z Mehman 139 78300 wikitext text/x-wiki ===[[მომხმარებელი:Mehman|Mehman]]=== {{User14|1=Mehman}} ;დასრულების დრო: 14 ივლისი, 2026 ''კანდიდატის თანხმობა'': მადლობა და მივიღებ. --[[მომხმარებელი:Mehman|<span style="color:#ff0500">'''''Meh'''''</span>]][[მომხმარებელი განხილვა:Mehman|<span style="color:#0500ff">'''''man'''''</span>]] 17:00, 10 ივლისი 2026 (+04) ინტერფეისის ადმინისტრატორად წამოვაყენე მეჰმანის კანდიდატურა. იმედია მივიღებთ თანხმობას. --[[მომხმარებელი:Jaba1977|<span style="color:#006400;">'''''Wiki -'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Jaba1977|<span style="color:#006400">'''''ჯაბა'''''</span>]] 21:47, 11 აგვისტო 2025 (+04) === {{ჰო}} === # {{ჰო}} --[[მომხმარებელი:Jaba1977|<span style="color:#006400;">'''''Wiki -'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Jaba1977|<span style="color:#006400">'''''ჯაბა'''''</span>]] 16:57, 10 ივლისი 2026 (+04) # {{ჰო}}--[[მომხმარებელი:ბარბარე ულუმბელაშვილი|ბარბარე ულუმბელაშვილი]] ([[მომხმარებლის განხილვა:ბარბარე ულუმბელაშვილი|განხილვა]]) 16:59, 10 ივლისი 2026 (+04) # {{ჰო}}--[[მომხმარებელი:მარიამ ლაბაძე|მარიამ ლაბაძე]] ([[მომხმარებლის განხილვა:მარიამ ლაბაძე|განხილვა]]) 16:59, 10 ივლისი 2026 (+04) === {{არა}} === === {{ჰმმ}} === ==კითხვები კანდიდატს == ==შედეგი== h35wtt60r9t85kljf0mg2b7nw0alu2r 78365 78300 2026-07-11T08:22:15Z Nnninniia55 842 /* {{ჰო}} */ 78365 wikitext text/x-wiki ===[[მომხმარებელი:Mehman|Mehman]]=== {{User14|1=Mehman}} ;დასრულების დრო: 14 ივლისი, 2026 ''კანდიდატის თანხმობა'': მადლობა და მივიღებ. --[[მომხმარებელი:Mehman|<span style="color:#ff0500">'''''Meh'''''</span>]][[მომხმარებელი განხილვა:Mehman|<span style="color:#0500ff">'''''man'''''</span>]] 17:00, 10 ივლისი 2026 (+04) ინტერფეისის ადმინისტრატორად წამოვაყენე მეჰმანის კანდიდატურა. იმედია მივიღებთ თანხმობას. --[[მომხმარებელი:Jaba1977|<span style="color:#006400;">'''''Wiki -'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Jaba1977|<span style="color:#006400">'''''ჯაბა'''''</span>]] 21:47, 11 აგვისტო 2025 (+04) === {{ჰო}} === # {{ჰო}} --[[მომხმარებელი:Jaba1977|<span style="color:#006400;">'''''Wiki -'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Jaba1977|<span style="color:#006400">'''''ჯაბა'''''</span>]] 16:57, 10 ივლისი 2026 (+04) # {{ჰო}}--[[მომხმარებელი:ბარბარე ულუმბელაშვილი|ბარბარე ულუმბელაშვილი]] ([[მომხმარებლის განხილვა:ბარბარე ულუმბელაშვილი|განხილვა]]) 16:59, 10 ივლისი 2026 (+04) # {{ჰო}}--[[მომხმარებელი:მარიამ ლაბაძე|მარიამ ლაბაძე]] ([[მომხმარებლის განხილვა:მარიამ ლაბაძე|განხილვა]]) 16:59, 10 ივლისი 2026 (+04) # {{ჰო}} --[[მომხმარებელი:Nnninniia55|Nnninniia55]] ([[მომხმარებლის განხილვა:Nnninniia55|განხილვა]]) 12:22, 11 ივლისი 2026 (+04) === {{არა}} === === {{ჰმმ}} === ==კითხვები კანდიდატს == ==შედეგი== mif630cg4y9lstw4krzsz479xrenx1a