ვიკიწიგნები
kawikibooks
https://ka.wikibooks.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98
MediaWiki 1.47.0-wmf.7
first-letter
მედია
სპეციალური
განხილვა
მომხმარებელი
მომხმარებლის განხილვა
ვიკიწიგნები
ვიკიწიგნები განხილვა
ფაილი
ფაილის განხილვა
მედიავიკი
მედიავიკის განხილვა
თარგი
თარგის განხილვა
დახმარება
დახმარების განხილვა
კატეგორია
კატეგორიის განხილვა
თარო
თარო განხილვა
TimedText
TimedText talk
მოდული
მოდულის განხილვა
Event
Event talk
მექანიკა/სხეულის წონა/შეძლებთ თუ არა სკამზე მჯდომარე წამოდგომას?
0
6253
19140
13726
2026-06-20T16:54:16Z
სეფიაშვილი ქეთევანი
5303
19140
wikitext
text/x-wiki
თავის წიგნში პერელმანი მკითხველს უსვამს კითხვას:მე რომ გითხრათ: "თქვენ დაჯდებით სკამზე ისე, რომ ადგომას ვეღარ შესძლებთ, თუმცა კი შეკრული არ იქნებით", — ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობაში ჩამომართმევთ.
მაშ კარგი. დაჯექით სკამზე, როგორც ნაჩვენებია მე-16 ნახატზე, ე.ი. ტანი შვეულად დაიკავეთ და ფეხები სკამ ქვეშ არ შესწიოთ. ახლა სცადეთ ადგომა, მხოლოდ არც ფეხების მდგომარეობა შეცვალოთ და არც წინ დაიხაროთ.
[[ფაილი:fig016.png|thumb|150px|'''ნახ. 16''': ამ მდგომარეობაში შეუძლებელია სკამიდან ადგომა.]]
[[ფაილი:fig017.png|thumb|150px|'''ნახ. 17''': ასეთი ცილინდრი უსათუოდ უნდა წაიქცეს იმიტომ, რომ სიმძიმის ცენტრზე გავლებული შვეული ხაზი მისი ფუძის გარეშე გადის.]]
იმისათვის, რომ გაიგოთ რატომ არის ასე, საჭიროა ორიოდე სიტყვა ითქვას სხეულების წონასწორობის შესახებ საზოგადოდ და ადამიანის სხეულისა კერძოდ. მდგარი საგანი არ წაიქცევა, თუ მისი სიმძიმის ცენტრიდან გატარებული შვეული ხაზი მისი ფუძის შიგნით გადის. ამიტომ დახრილი ცილინდრი (ნახ. 17) უსათუოდ უნდა წაიქცეს. მაგრამ თუ ის იმდენად განიერი იქნება, რომ სიმძიმის ცენტრიდან გატარებული შვეული ხაზი მისი ფუძის ფარგლებში გაივლის, მაშინ ცილინდრი აღარ წაიქცევა.
შეგიმჩნევიათ, როგორი უცნაური სიარული აქვთ ძველ მეზღვაურებს? იმის გამო, რომ მეზღვაურები მთელ თავის სიცოცხლეს მოქანავე გემზე ატარებენ, სადაც ყოველ წამს მოსალოდნელია, რომ მათი სიმძიმის ცენტრის შვეული ხაზი ფეხის ტერფებით დაკავებულ არეს გადასცილდეს, — ისინი ისეთი სიარულის ჩვევას იძენენ, რომ სხეულის ფუძე, (ე.ი. განზე გადგმული ფეხები), რამდენადაც კი შეიძლება მეტ ადგილს იჭერდეს. ამით ინარჩუნებენ მეზღვაურები წონასწორობას მერყევ გემბანზე. ბუნებრივია, რომ სიარულის ამ ჩვევას ისინი მიწაზე სიარულის დროსაც ინარჩუნებენ.
დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ცდას სკამზე მჯდომი ადამიანის ადგომის შესახებ. დამჯდარი ადამიანის ტანის სიმძიმის ცენტრი მოთავსებულია სხეულის შიგნით, ხერხემლის ახლოს, ოციოდე სანტიმეტრით ჭიპს ზევით, თუ ამ წერტილიდან შვეულ ხაზს გავატარებთ, იგი სკამქვეშ გაივლის, ფეხის ტერფების უკან. ხოლო, კაცმა ფეხზე დგომა რომ შეძლოს, ეს ხაზი ტერფებს შორის უნდა გადიოდეს.
ამნაირად ადგომის დროს ან მკერდი წინ უნდა წამოვწიოთ, რომ სიმძიმის ცენტრი გადავიტანოთ, ანდა ფეხები უკან უნდა დავწიოთ, რომ სიმძიმის ცენტრს საყრდენი მივცეთ, როცა სკამიდან ვდგებით. მაგრამ თუ ისეთი პირობა იქნება დათქმული, რომ არც ერთი უნდა გააკეთოთ და არც მეორე, მაშინ ადგომა შეუძლებელია, რაშიც თქვენ თვითონ შეგეძლოთ დარწმუნებულიყავით აწერილი ცდის შესრულების დროს.
9c1ndree52o2os6z0skir0marb79kom