ვიკიციტატა
kawikiquote
https://ka.wikiquote.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98
MediaWiki 1.47.0-wmf.16
first-letter
მედია
სპეციალური
განხილვა
მომხმარებელი
მომხმარებლის განხილვა
ვიკიციტატა
ვიკიციტატა განხილვა
ფაილი
ფაილის განხილვა
მედიავიკი
მედიავიკის განხილვა
თარგი
თარგის განხილვა
დახმარება
დახმარების განხილვა
კატეგორია
კატეგორიის განხილვა
TimedText
TimedText talk
მოდული
მოდულის განხილვა
Event
Event talk
ქართული ანდაზები
0
1747
56612
56521
2026-08-23T19:45:39Z
გიორგაძე.ლანა
5265
/* {{მთავრული|ა}} */
56612
wikitext
text/x-wiki
{{აბგ}}
https://lev.ge/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
https://lev.ge/%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/?dir=32&name_directory_startswith=%E1%B2%90#name_directory_position32
=={{მთავრული|ა}}==
* ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო.
* ა, დათვი და ა, კვალი!
* აასვენა, აღარ დაასვენა.
* ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი
* აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო
* აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
* აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს
* ადამიანს მარჯვე ხელები ამშვენებსო
* ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს
* ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი
* ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს ─ კარგი მეგობარიო
* ავი კაცი თავისთავის მკვლელია
* ავი შემნახავი ქურდზე უარესიაო.
* ავი შვილი დედმამის მაგინებელიაო.
* ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო
* ავმა რა ქნა - ავის მეტი
* ავს ნუ იზამ და ავის ნუ გეშინია
* ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო
* ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება
* ანაბარი მგელმაც იცისო
* ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი
* აპატიეს მელასაო, მოუმატა კბენასაო
* არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა
* არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო
* არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო
* არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო
* არ მინდამ ცხრა ხინკალი შესჭამაო
* არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო
* არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო
* არწივს საკენკით ვერ გააძღობო
* არც მწვადი დაწვა, არც შამფურიო
* არწივს საკენკით ვერ გააძღობო
* ასი კაცი ცხენს კაზმავდა, "ვაი უკაცობასაო
* ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო
* აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს
* აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო
* აქლემს გაუჭირდა და ნემსის ყუნწში გაძვრაო
* აქლემს ნემსს დაადებენ – დაწვება, აიღებენ - ადგებაო
* აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო
* ღმართმა თქვა: ვაჟკაცი მე მოვღალე და ბერიკაცმა - მეო
* ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა
* არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი
=={{მთავრული|ბ}}==
* ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო.
* ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო
* ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო
* ბარი-ბარსა, თოხი-ტარსა
* ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო
* ბაყაყმა ფეხი აიშვირა მეც ნალი დამაკარითო
* ბაძვა სჯობია შურსაო
* ბებიას გამომცხვარი კვერი ტკბილიაო
* ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო
* ბედაური ცხენი მათრახს არ დაიკრავსო
* ბედი ბრმაა, ჭკუა - თვალხილულიო
* ბედის თვალი ჭკუაა
* ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე
* ბედი ხნავს და ბედი თესავს, ბედი მომკის ყანასაო
* ბედნიერების გასაღებს მოთმინება იძლევაო
* ბედნიერს უწვიმდეს, უბედურს-უქროდესო
* ბედსაც კარგი პატრონი უნდაო
* ბევრი ბუზი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო
* ბევრი ვეცადე შენთვისო, გამომივიდა ჩემთვისო
* ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი
* ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა
* ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო
* ბევრ სიცილს ტირილი მოყვებაო
* ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა
* ბიჭს ნახევარი გვერდი რომ ლასტისა ჰქონდეს, მაინც ბიჭიაო
* ბრიყვი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა
* ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო
* ბრმა რას სჩიოდა და _ ორთავ თვალსაო!
* ბრმათა შორის ცალთვალიო, არს პირველი სარდალიო
* ბრმამ ბრმას უთხრა „ჭიტა“ო
* ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო
* ბუტიას კერძი გემრიელიაო
=={{მთავრული|გ}}==
* გაგონილს ნანახი სჯობიაო
* გადადებული საქმე ეშმაკისააო
* გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები - ბანდიანსაო
* გამგონი გაიგონებსო
* გამშველებელს მოხვდებაო
* გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო
* გარჯილობასა მოჰქონდა საწუთრო დაულეველი
* გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებს
* გაჭირვებამ დედოფალთან დამაწვინაო
* გაჭირვება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო
* გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწიაო
* გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო
* გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან
* გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო
* გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით
* გიჟს ნურც ჰკითხავ, ნურც დაუჯერებ
* გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო
* გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო
* გმირი ბრძოლაში იბადებაო
* გუთანს მომეტებული ხარი არ მოსჭარბდება და წისქვილს - მომეტებული წყალიო
* გულადისა ტყვიასაც კი ეშინიაო
* გული გულობდეს, თორემ ქადა ორი ხელით იჭმებაო
* გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს
* გონიერი კაცი ქვეყანას ამშვენებს, რეგვენი ამძიმებსო
=={{მთავრული|დ}}==
* დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა
* დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა
* დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო
* დათვის ტყავი ბანჯგვლით ფასობსო
* დათვს ყურები დააგლიჯეს, თაფლთან ვერ მიიყვანესო, მერე კუდიც მოაგლიჯეს, ვეღარ გამოიყვანესო
* დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო
* დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო
* დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ
* დაყვედრებული ლუკმა ყელს არ გადაივლისო
* დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ
* დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე
* დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო
* დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა - შური იძიონ
* დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო
* დიდკაცს დიდი სულგრძელობა მართებსო
* დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო
* დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო
* დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო
=={{მთავრული|ე}}==
* ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო
* ენა კაცს კიდეც გადაარჩენს და მოჰკლავს კიდევაცო
* ენა ტკბილი, ენა მწარე, ენა ქვეყნის ამომგდები
* ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო
* ენით მუნჯი სჯობია ავ მეტყველ მოუბარსაო
* ერთ დღეში სოფელი არ აშენებულა
* ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო
* ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო
* ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს
* ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.
* ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება
* ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება
* ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო
* ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერს
* ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო
* ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო
* ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა
* ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს
* ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის
=={{მთავრული|ვ}}==
* ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ!
* ვაი - ძველის გამგდებს და უი ახალის მომგდებსო
* ვაის გავეყარეო, უის შევეყარეო
* ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო
* ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია.
* ვაჟკაცად ისა სჯობია, ვინც თავმდაბალი და მართალიაო
* ვაჟკაცი გაჭირვებაში არ ატირდებაო
* ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარეც იქ არის
* ვაჟკაცი ქუდს სიცივისათვის კი არ ატარებს, არამედ სირცხვილისათვისაო
* ვაჟკაცს გამრჯე ხელი ამშვენებსო
* ვერიდებოდი ღოლოსა, შემომხვდა ღობის ბოლოსა.
* ვეშაპი ისეთს არაფერს ჩაყლაპავს, მონელება არ შეეძლოს.
* ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო
* ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო
* ვინც გააჩინა თხა, მან მოუგრიხა რქა
* ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო
* ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს
* ვინც ორი ხელით შრომობს, ის სხვების დასაძრახი არ იქნებაო
* ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება
* ვინც რა უნდა თქვას, წისქვილმა კი ფქვას
* ვინც ქარს სთესავს, ის ქარიშხალს მოიმკისო
* ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო
* ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო
* ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს
* ვირმა ნარი მოიტანა, დაჯდა და ისევ თვითონ დახვრიმა
* ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია!
* ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევა
* ვისაც ღმერთისა ეშინია, იმისა ნუ გეშინია
=={{მთავრული|ზ}}==
* ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანს
* ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა
* ზოგი ფრინველის ხორცსა სჭამენ, ზოგს კი ხორცს აჭმევენ.
* ზოგი ცხოვრობს ბედითა, ზოგი ვერც გაჭირვებითა
* ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა კი - ცეცხლიაო.
* ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა.
* ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო
* ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო
* ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო
* ზურგთ უკან ხელმწიფესაც უძრახავენო
* ზღვა კოვზით დაილიაო
* ზღვა ლოცვით ბრუნავს, ხომალდი ლოცვით დადისო
* ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო
=={{მთავრული|თ}}==
* თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო
* თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო
* თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის.
* თავის დამკარგველი - თმას დასტიროდაო
* თავის ქება გახვრეტილი შაურის ფასიაო.
* თევზმა თევზს უთხრა: - ცოტა იქით მიიძარიო, - საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო
* თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო
* თვალი უნებურიაო
* თოფი მეთოფეს და მეთოფე - სოფელსაო
* თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო
* თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს
* თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო
* თუ ორმა იცის - ღორმაც იცისო
* თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო.
* თუ სარკე არა გაქვს, წყალში ჩაიხედე
* თუ ღმერთი მწყალობს, - ეშმაკები ვერას დამაკლებენო
* თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სარგებელი ვერა ვნახე
* თხა თხაზე ნაკლები - მგელმა შეჭამოსო
* თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო
=={{მთავრული|ი}}==
* იანვრის ქურდი მარტში გამოჩნდებაო.
* იაფფასიან ხორცს ძაღლი არ შეჭამსო.
* იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო.
* იმდენად ხმალმა არ გასჭრა, რამდენადაც ენამაო
* იმედიანი შიმშილიც კარგიაო.
* იმერელმა ნემსი იყიდა და ქარში ეფარებოდა, ქარი შუაზე გამიყოსო.
* იმერელს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და - ცარიელი მუცელიო.
* იმის მადლი მე ვიცი, თუ ხატი ჩემი შეჭედილია.
* იმისთანა სიტყვა სთქვი, რომ ხვალ იმ სიტყვამ არ გაგაწბილოსო
* ინდიშვილი, მინდიშვილი, რაც დედ-მამა - იგი შვილი.
* ის უჯობს მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა
* ისარი და პირის სიტყვა, გასტყორცნი არ დაბრუნდება
* ისე მგელი არ მოკვდება, რომ თხის დასამარხად გახდესო
* ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო
* ისე გაება, როგორც ჩიტი კაკანათში.
* იხარე, ჭერო, იმრავლე, ერო!
* იხარე, ჭერო, მოკვდი, მტერო!
=={{მთავრული|კ}}==
* კაი კაცი გლახა კაცთან წახდება
* კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – არავინო
* კაი შეგირდი ოსტატის გულის ვარდია
* კაი ცხენი დეზს არ ირტყამს და კაი ხარი - შოლტსაო
* კაისათვის კაი ვის უქნია
* კაკალი უნაჭუჭოდ არ იქნებაო
* კამეჩი წუმპეს წაიქცა, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია
* კამეჩთან მოჭიდავე ხარს რქები არ შერჩაო
* კარგი ამხანაგობა კარგი ძმობის დარია
* კარგი ვაჟკაცი მტრისგანაც პატივსაცემიაო
* კარგი ვაჟკაცი ქვეყნის იმედიაო
* კარგი თესლი კარგი მოვლით კარგ მიწაში არ დალპება
* კარგი სიტყვა კარგ ყმას ხმალივით უნდა ამშვენებდესო
* კარგი სტუმრის მოსვლა კერასაც გაუხარდებაო
* კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
* კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაივლი და წინ დაგხვდება
* კარგ მთქმელსა კარგი გამგონიც უნდა
* კარგ ნათესავს, ცუდი მეზობელი ჯობიაო
* კატას თევზი უყვარდა, მაგრამ ფეხის დასველება ეზარებოდა
* კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო
* კაცი გაზომე გაჭირვებაშიო
* კაცი გულით და ხე ძირითაო
* კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს
* კაცი კაცის წამალიაო
* კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო
* კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო
* კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას გზასა უნათებდეს
* კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს
* კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო
* კაცის გვარი ფუჭია, თუ არა აქვს ნიჭია
* კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო
* კაცი კაცითაო და ღობე – ქაცვითაო.
* კაცმა კაცისა თქვა, საქმემ კი – ორივესიო.
* კაცს როცა არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავს
* კაცს საქმე გამოსცდის და ცხენს გზაო
* კვიცი გვარზე ხტისო
* კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, თუ ერთ ადგილას სცემს მარად
* კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო
* კოკა წყალზე გატყდება, ქურდი ქურდობაში მოკვდება
* კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო
=={{მთავრული|ლ}}==
* ლამაზი ქალი ცოლად შეირთე - წყალში გადავარდიო.
* ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ჰყავდეს ძაღლი ფრთხილი, ან თითონ უნდა ფრთხილობდეს, ან იმისი დედამთილი
* ლაშქრის შეყრა თუ გინდა, ბუკი უნდა დაკრაო
* ლოთი კაცის ბედი დღეში სამჯერ გაიხსნებაო.
* ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი
* ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილით
=={{მთავრული|მ}}==
* მადლი ჰქენი, მარილიც მოაყარეო
* მადლი ჰქენი, ქვას დადევი, გაივლი და წინ დაგხვდება
* თუ ზრდით არ შეიცვალა, წინ უძს მშობელთ გზა და მახე
* მამალს უთქვია: მე კი ვიყივლებ და გინდა გათენდეს, გინდ-არაო
* მამამ შვილს ვენახი აჩუქა და შვილმა მტევანიც აღარ მიაწოდა
* მარტი პატარძალია, დღეში სამჯერ მოირთვება და სამჯერ მოიღუშება
* მარტოხელა კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო
* მარჯვე კაცისთვის სასჯელი - უსაქმობა არისო
* მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა
* მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო
* მგელი დანარჩენს ტიროდა, პატრონი წანაღებსაო
* მგელმა კბენა არ იცოდა, ადამიანმა ასწავლაო
* მგელს მგლობა დაბრალდა და ტურამ ქვეყანა ამოაგდოო
* მგელს მგლურად დაუხვდი და მელას მელიურადო
* მგელს ძვალი ახრჩობს, შურიანს - შურიო
* მგზავრის დგომა - ცდომააო
* მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ის კი მაინც ტყისკენ გარბოდაო.
* მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო
* მდიდარს უთხრეს: მშვიდობაშიო, ღარიბს უთხრეს – ვინ გაჩუქაო
* მეზობელმა რომ მარილი გთხოვოს, თუ მარილი არა გქონდეს, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარიო
* მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო
* მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო
* მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო
* მელია სადაც წავა, კუდიც იქ გაჰყვებაო
* მექოთნის ნება არ არის, საიდანაც უნდა იქით გაუკეთებს ქოთანს ყურს
* მთქმელი არ იქმს, მქნელი არ იტყვის
* მიზეზ-მიზეზ - დოს მარილი აკლიაო
* მიძალებული ლუკმა ძაღლმაც არ შეჭამაო
* მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა
* მოთმინება - სამოთხის გასაღებია
* მომეც ბედი და - გინდ სანაგვეზე გადამაგდეო
* მომრევის მომრევი არ დაილევაო
* მოყვარეს და მოყვრის შუა აბრეშუმის ძაფია გაბმული, მტერსა და მტერს შუა - ბაწარიო
* მოყვარული ცოლ–ქმარი თოხის ტარზე დაეტევაო
* მოჩქარეს მოუგვიანდესო
* მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია
* მტერმა მტრის ამბავი თუ იცის, მასთან ბრძოლა არ გაუძნელდებაო
* მტერს მტრულად დაუხვდი და მოყვარეს მოყვრულადო
* მუნჯის ენა მუნჯის დედამ იცისო
* მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო
* მჯობს მჯობი არ დაელევაო
=={{მთავრული|ნ}}==
* ნასწავლი კაცი სოფლისთვის კარგია, უსწავლელი კი ბარგია
* ნაქებმა კატამ თაგვი ვერ დაიჭირა
* ნაყიდს გემო არა აქვსო
* ნაცარქექია ღონეს იქადნებოდაო
* ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო
* ნემსის დამკარგავს არც აქლემის დაკარგვა დაენანაო
* ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო
* ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა
* ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნუცა ძველსა მეგობარსა
* ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო
* ნუ ეძალები წყალდიდსა, გირჩევს მოსძებნო ფონია
* ნუ იქმ ავსა და ავისაც ნუ გეშინიაო
=={{მთავრული|ო}}==
* ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი - გამდიდრებასო
* ობოლს ერთი კვერი შეხვდა, ისიც გატეხილიო
* ობოლსა ჰკითხეს - რომ გაიზრდები რას იზამო? - ვინც გამზარდა დედას ვუტირებო
* ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსო
* ომიანობა ზოგს ააშენებს, ზოგს გადააშენებს
* ომიანობა რომ არ იყვეს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო
* ომში ნაცადი ხმალისა იმედი გქონდეს სახლშიო
* ომში რა სჯობიაო, და-რაც ხელში მოგხვდებაო
* ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო
* ორი პურაძვირი კაცი - ერთმანეთის მიბაძვით სიმშილით დაიხოცაო
* ოფოფს თავით იცნობენ, კარგ საქმეს ბოლოთიო
* ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირად ფასობსო
=={{მთავრული|პ}}==
* პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილია
* პატარა თუ არ გაიზარდა, დიდი როგორ იქნებაო
* პატარა ეშმაკმა დიდი ეშმაკი აცდინა
* პატარა ვიყავ დიდისა მეშინოდა, დიდი გავხდი, პატარისა მეშინიანო
* პატარძალმა კოკა გატეხა და - ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალოო
* პატივს ნურც მოითხოვ და ნურც დაითხოვო
* პატიოსნება უენოდ ლაპარაკობს
* პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო
* პირველი ნახვა ცნობაა, მეორე ნახვა - ძმობაა
* პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულია
* პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი - ახალიო
=={{მთავრული|ჟ}}==
* ჟანგი რკინასა სჭამს, დარდი გულსაო
* ჟინიანი კაცი წინ ვერ წავა ვერც ერთ საქმეში
* ჟამი ჟამითა, თორემ წირვა ნიადაგ იწვისო
=={{მთავრული|რ}}==
* რა გაათეთრებს ყორანსა, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
* რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ცვარსაო
* რა რომ ბოძი წაიქცევა, სახლკარიცა დაიქცევა
* რა ქვეყანას მოხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო
* რა ციხის იმედიც არ გქონდეს, თუნდაც დაქცეულაო.
* რასაც დასთეს, იმას მოიმკი
* რასაც ვერ შესწვდები, ნუ შეეწოდები
* რაც არ მერგებაო, არც შემერგებაო
* რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო
* რაც ფხიზელს ფიქრში აქვს, ის მთვრალს ენაზეო
* რაც შენთვის არა გსურს, ნურც სხვას უსურვებო
* რეგვენი ბრძენზე ბრძენია, რაშიაც გამოცდილია
* რეგვენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს დააბრალებსა
* რეგვენ კაცს ჭკუა თვალში აქვს და არა თავში
* რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო
* როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმსო
* რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო
* როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო
=={{მთავრული|ს}}==
* სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან
* სადაც არის დიდი ღომი, იქანაა ჩემი ომი
* სადაც დაბალი ღობეა, ყველა მას გადაქელავსო
* სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს
* სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე
* სადაც ხეს გათლიან, ნაფოტიც იქ დაცვივაო
* საზიარო ყანა ჩიტს მოუჭამიაო
* სალამი მტერსაც არ დაეჭირებაო
* სამართალი ფეხით დადისო
* სამოსელს ნაწიბური გაუსინჯე და შვილს - დედ-მამაო
* სამწყოს უმწყესოდ მავალსა შესჭამს ტურა და მგელიო
* სამხედრო ძალაა - ხმალი და ფარი, ნასწავლის ძალა კი - ცოდნა და ენა
* სანამ თონე ცხელია, პურიც მანამდე გამოაცხვე განელდება - აღარ გამოაცხობს
* სანამ კაცი არ მოკვდება, მანამ მისი საქმე არ გამოჩნდებაო
* სანამ ჭკვიანი დაფიქრდა, ცეტმა გარდავლო მთები
* სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო
* საოხრეზე ნაშოვნი სატიალოზე დაიხარჯაო
* საქმე არ ჰქონდეს ხუროსა, დაჯდეს და არახუნოსა
* საქმემან შენმა გამოგაჩინოსო
* საქონელს თვალი სჭამსო
* საშოვარი კარგია, ნაშოვარი ძვირფასი
* საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა, მამაცისასა
* საჭმელი ერთი დღისაი, სახელი - ასი დღისო
* სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო
* სახელი სჯობს ქონებასა და უფლება - მონებასა
* სვინდისს კბილები კი არა აქვს, მაგრამ კბენა კი იცის
* სიბერე ლომსაც მორევიაო
* სიბერე ჭირთა სიბევრეო
* სიზარმაცეა დედა ყოველგვარი ბოროტებისაო
* სიზარმაცე სიღარიბის გასაღებიაო
* სიკეთის ნერგი იხარებს, დარგო თუნდ სიპსა ქვაზედა
* სიკვდილმა სთქვა: ერთი ისეთი ვერ მოვკალი, რომ სხვა რამეს არ დააბრალონო
* სიმართლე - თვალთა სინათლე
* სიმართლე მკვდარს გააცოცხლებსო
* სიმართლის ნერგი სიპ ქვაზედაც გაიხარებსო
* სირცხვილი - სიკვდილიაო
* სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ორივე ერთად კი ჯოჯოხეთიაო
* სიტყვა ადვილია, ქმნა კი - ძნელი
* სიტყვა უსაქმოდ მკვდარია
* სიფრთხილეს თავი არ სტკივაო
* სიღარიბე სიზარმაცის გასაღებიაო
* სიცილით დაკარგული - ტირილით ვეღარ დაიბრუნესო
* სიხარბემ რა ნახა - ყველა დაჰკარგა
* სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია
* სულელი მეგობარი მტერზე უარესიაო
* სულმოკლე კაცი უჭკუოს მონახევრეა
* სულ ოქრო როდია, რაც ბრჭყინავს
* სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმმატებია
* სწავლა სიბერემდეო
* სჯობს უჭმელობით სიკვდილი, საყვედურითა ჭამასა
* სხვას ორმოს ნუ უთხრი, შენ თვითონ არ ჩავარდეო
* სხვა სხვისა ომში გმირია
* სხვათა ჭირიო, ღობეს ჩხირიო
* სხვისი ლუკმა გემრიელია
=={{მთავრული|ტ}}==
* ტირილითა და გლოვითა მტერი არ შეშინდებაო
* ტკაცა-ტკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა სჩანს
* ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს
* ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო
* ტოლმა ტოლს რითი აჯობაო და - ადრე ადგომითაო
* ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო
* ტყემ თქვა: ცულმან გვდვა მუსრია, ტარი კი ჩვენგან უყრია
* ტყუილი თავიდანვე ეშმაკის მოგონილია და მისთვის ყველგან გასავალი აქვსო
* ტყუილის თქმასაც მოხერხება უნდაო
* ტყუილის მთქმელს მართალსაც არ დაუჯერებენო
* ტყუილს მოკლე ფეხები აქვს
=={{მთავრული|უ}}==
* უკუდო ამპარტავანი ღმერთსაც სძულს და კაცსაცაო
* უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო
* ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო
* ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება
* ურემს რომ ძალა დაადგება - ჭრიალს დაიწყებს
* ურიამ თქვა, - ავი ქალი შენ სახლში და შავი ჟამი - ჩემ სახლშიო
* ურჩი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა
* ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო
* უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა-ქვაზე დაემატა
* უფლის წყალობას გაფრთხილება სჭირდებაო
=={{მთავრული|ფ}}==
* ფათერაკს თვალი არ უჩანს
* ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო
* ფეხს საბნის დაგვარ გაშლა უნდა
* ფეხსაცმელი მოხუცს ქუსლში გაუცვდება, ახალგაზრდას - ჭვინტშიო
* ფინთს უთხარი კარგი ხარო, კარგი თავათაც კარგიაო (მოხეური)
* ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს
* ფლანგვით თუ იცხოვრე ახალგაზრდობისას, სიმშილით მოჰკვდები სიბერისას
* ფონი გასავალს დალოცე
* ფული პატარა ღმერთიაო
=={{მთავრული|ქ}}==
* ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო
* ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი
* ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით ღმერთს შეხედავს - ღმერთო შემარგეო
* ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ეგრე ვიყავი მეცაო. იმდენს გავედრებ ღმერთსაო, ჩემსავით გაგხდი შენცაო
* ქათმის მომჩივანს ინდოური კალთაში უნდა გყავდესო
* ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას სჩიოდაო
* ქაჩალს სავარცხელი უხაროდაო
* ქვა თავის ადგილზე მძიმეა, რო დაიძვრის - გამსუბუქდება
* ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო
* ქვეითი ცხენოსანს დასცინოდა
* ქვევრს ჩავძახე - ამომძახა: სულელო, ნუ მაწუხებო
* ქვეყანა იქცეოდაო, ტურას ქორწილი ჰქონდაო
* ქვეყანა ჩალით დახურული როდია
* ქვეყნიერების დანგრევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარა: სულ ერთია, აღარ გათენდებაო
* ქმარი ციხეში მიჰყავდათ, ცოლი კაბას უბარებდაო
* ქორი ქორსა სჩეკს, ძერა ძერუკასაო
* ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო
* ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს სხვისას კი დააქცევს
* ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო
* ქურდს რომ კაცმა ყური უგდოს, დღეში ათჯერ გამოტყდებაო
* ქურდს ფიცი პირზე აკერიაო
* ქურდს ქუდი ეწვისო
* ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა - ლაშქარი
=={{მთავრული|ღ}}==
* ღამემ გაიარაო, ამაგმაც ჩაიარაო.
* ღამის ერთი ცხვირის დაცემინება ხეირია.
* ღამის ქურდს დღისით დაიჭერენო.
* ღარიბ კაცს ხეირიანი შვილი რომ ყავდეს, ღარიბი აღარ იქნებაო.
* ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიანიაო.
* ღარიბი ქალი და კაცი დღეში ცხრაჯერ მოკვდებაო.
* ღარიბის ლუკმა ტკბილია
* ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლსა ბასრისა ცელითა
* ღვინით გალახულს ჯოხით გალახული სჯობიან
* ღვინო არსად იყო და ეშმაკები ტიკს ალბობდენო
* ღორი რომ გასუქდება, ნეტა მგელს დამაჭიდაო
=={{მთავრული|ყ}}==
* ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო
* ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო
* ყვავს არ ჰქონდა, ბუს აძლევდა
* ყვავს ბახალა უკვდებოდა და ბუს მიუგდო – დიდი თავი გაქვს და იტირეო
* ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც საქმეაო
* ყვავმა ყვავს დასცინა და ორივემ ,,ყრანტო''
* ყველა ბუზი ბზუის, მხოლოდ ფუტკართან ყველა სტყუისო
* ყველა გლახას დიდი გული აქვს
* ყველა დაბალ ღობეზე გადადის
* ყველა თავის ბედის მკვერავია
* ყველა კაცი სიკვდილის შვილია
* ყველა ძაღლი თავის კართან მამაცია
* ყველაზე უბედური ის არის, ვინც უბედურებას ვერ აიტანს
* ყველანი ბედნიერებას ვნატრობთ და იმას კი არ ვაკეთებთ, რაც ადამიანს აბედნიერებს
* ყველაფერი დაიქცევა კეთილი საქმის მეტი
* ყველაფერი დროს ელის, დრო კი - არაფერსო
* ყველი და პური - კეთილი გული
* ყმაწვილებს სათამაშოებით იტყუილებენ, მოზრდილებს - ფიცითაო
* ყოველ კაცს თვითეული რამ წუნი აქვსო
* ყრუს და ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო - გვერდს რომ აღარ მოუწვება - მაშინ ხომ გაიგებსო
=={{მთავრული|შ}}==
* შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი - დაუბანლობითო.
* შეგნებულ კაცს მონა გაუხდი და შეუგნებელ კაცს საყვარელ კაცადაც ნუ გაუხდებიო.
* შეგნებულთან ომი სჯობია, შეუგნებელთან პურის ჭამასო.
* შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო.
* შენ დაუკარ, მე მიამა, მე დაუკარ, შენ გიამა.
* შენ რას იკვეხი მამულო, ყანა ამინდის შვილია.
* შენ რომ სასწავლოდ მიხვიდოდი, მე ნასწავლი მოვდიოდი.
* შენახულს შემნახავი უნდა სჯობდეს.
* შენი თუ არ იცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო.
* შენი კარი გააღე, სხვისიც ღია დაგხვდება.
* შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდება.
* შენი ჯაგლაგი ცხენი გერჩიოს სხვის ბედაურსაო.
* შენც იგი უყავ სხვასაო, რაც ირგებს თავსაო.
* შეცოდება თუ შეგიძლია, მონანიებაც შეიძელიო.
* შვიდჯერ თვალი გადაავლე, ერთხელ ხმალი გადაავლე.
* შვილი, მომდურე დედისა, ურჩია თავის თავისა.
* შვილმა რომ დედის გულისთვის ხელის გულზე ერბო-კვერცხი მოიწვას, მაინც დედის ამაგს ვერ გადაიხდის.
* შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო.
* შინ მოუსვლელი და მკვდარი ერთიაო.
* შინ შვილები გიტიროდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო.
* შიშველი ას კაცთ ძარცვეს, ძარცვეს და ვერ გაძარცვეს.
* შიში მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო.
* შიშს დიდი თვალები აქვს.
* შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო.
* შუბი ხალთაში არ დაიმალებაო.
* შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ესობოდაო.
* შურიანები იხოცებიან, შური კი ისევ რჩებაო.
=={{მთავრული|ჩ}}==
* ჩათრევას ჩაყოლა სჯობიანო
* ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო
* ჩემი ენა - ჩემი მტერი, იგივ მეგობარი ჩემი
* ჩემი მტერი ჩემი სვინდისიაო
* ჩემი სიცოცხლე რომ სულ სახლი ვაგო, შიგ როდისღა შევიდეო?
* ჩემმა დაჭედილმა ჯორმა წიხლი ისევ მე მესროლაო
* ჩემს თავზე მარტო წისქვილი არ დატრიალებულა
* ჩემს იქით თოფი გინდა კუნძს მოხვდეს და გინდ კაცსაო.
* ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო.
* ჩვენსა მოხვალ - ღვინოს ყლუჭავ, თქვენსა მოვალთ - თვალებს ხუჭავ
* ჩიტი სადაც გაიზრდება, მისი ბაღდადიც იქ არისო
* ჩიტს აფრენა უნდოდა და აფრთხობას ელოდაო
* ჩხავანა კატა მახეში გაბმულ თაგვზე გაიმარჯვებსო
* ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვესო
=={{მთავრული|ც}}==
* ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნადო
* ცალ-ცალკე მომჩივანი ბატონს მართალი ეგონაო
* ცალთვალა ხარს ორთვალა ხარის ნამუშევარი თავისი ეგონაო
* ცალი ხელით ტაში ვერ დაიკვრებაო
* ცარიელი კაცი ქვაზე მაგარიაო
* ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგება
* ცას არავინ შეაბერდება
* ცას ქვეშ რაც კაცია, ყველა სიკვდილისააო
* ცდა ბედის მონახევრეა
* ცერცვი კედელსა, სწავლა რეგვენსა
* ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო
* ცეცხლი თივაში არ დაიმალებაო
* ცეცხლის პატარა ნაპერწკალი დიდ ხორას გადასწვავსო
* ცეცხლს ნუ ეხუმრები, წყალს ნუ ერწმუნები
* ცეცხლს ხელს ვკიდებდი და გულსა მწვავდაო
* ცვილი რკინად არ გამოდნების
* ცისარტყელას დარი მოსდევსო
* ციხე შიგნიდან გატყდებაო
* ცოდვა გამხელილი სჯობს
* ცოდვა კაცს არ მოასვენებსო
* ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო
* ცოდნა სამოთხეა და არცოდნა - ჯოჯოხეთი
* ცოდო კაცს არ დააყენებს
* ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონა
* ცუდად სიტყვას ნუ დახარჯავ, ვერ შეიგნებს ბრიყვი კაცი
* ცუდად ჯდომას, ცუდად შრომა სჯობიან
* ცუდი სიტყვა ხანსა გრძელსა, ვერ გაივლის - უთქვამს ბრძენსა
* ცხენს მისივე ფეხები იპარავსო
* ცხვარი ცხვარია, და, თუ გაცხარდა, ცხარეაო
=={{მთავრული|ძ}}==
* ძალა ერთობაშია
* ძალა აღმართსა ხნავს
* ძალად ბედს ვერავინ იშოვნის
* ძალას რიგზე მოხმარება უნდაო
* ძაღლი ვინც მოჰკლას - იმანვე უნდა გაათრიოსო
* ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო
* ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო
* ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს
* ძაღლი ხსენებაზედაო
* ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის
* ძაღლის კუდი არ გასწორდებაო
* ძაღლის ხათრი თუ არა გაქვს, პატრონს მაინც დამხათრეო
* ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვს
* ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ
* ძაღლს რომ გააძაღლებ - გიკბენსო
* ძველი თივა ცეცხლია, ძველი ბზე - ვერცხლია
* ძველი კაცის ნათქვამიო, ხშირად არის მართალიო
* ძილს სასთუმალი არ უნდა, სიმშილსა შეჭამადიო
* ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო
* ძმა თუ არ გყავდეს - სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა
* ძუნწმა კაცმა თაფლი გასცა, უკან გაჰყვა ლოკვითაო
=={{მთავრული|წ}}==
* წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო
* წაბაძულობით ვაცი დამაკდაო
* წაქეზებით მურია მგელს შეაჭამესო
* წინ წყალი და უკან - მეწყერი, - შუაში შენი თავიო
* წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო
* წინ მავალი უკან დარჩებაო
* წინ წასული ურემი უკან მოღრიჭინებდაო
* წისქვილის ქვები ერთმანეთს რომ არ ეხმარებოდეს, ერთმა რამდენიც არ უნდა იბრუნოს ვერას დაფქვავს
* წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან
* წლის საფიქრებელი და წამის საკეთებელიო
* წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი დარჩაო
* წყალი პირველად პატარასაო
* წყალი რომ დაგუბდება, აყროლდება
* წყალი რომ შენ არ მოგყვეს, შენ მიჰყევიო
* წყალი სათავით მონახე
* წყალნი წავლენ და წამოვლენ - ქვიშანი დარჩებიანო<br />დაიზრდებიან ობლები, მამულზე დადგებიანო.
* წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო
=={{მთავრული|ჭ}}==
* ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი - იშვიათად მართალი
* ჭეშმარიტება იმისთვის არის ხანგრძლივი, რომ კაცი იშვიათად ხმარობსო
* ჭინჭრის ძირზე ჭინჭარი ამოვაო
* ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოინგრეს, ფეხებით დავიჭერო
* ჭირისუფალი არ ტირის - მოტირალს რა ეტირება?
* ჭკუას რომ არიგებდნენ - არ დასწრებიაო
* ჭკუიანისაგან ძაგება გიჯობს სულელის ქებასა
* ჭკუა ხანში კი არა, თავშიაო
* ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო
* ჭკვიანი რომ შესცდება - ბრიყვზე უარესია
* ჭკვიანი ჩიტი ორთავე ფეხით გაება მახეშიო
=={{მთავრული|ხ}}==
* ხალხი მირბოდეს - გაჰყევი, გაჩერდეს - გაჩერდი
* ხალხი ქვევრივით არის, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს
* ხანდაზმულ კაცს სიზმარიც დაეჯერება
* ხარბის თვალს მიწა გააძღებსო
* ხარი ქირაზე მოკვდება, კოკა კი წყალზე გატყდება
* ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო
* ხარს რქით დააბმენ, ადამიანს - ენითაო
* ხე ერთი შემოკვრით არ წამოიქცევა
* ხე ნაყოფით იცნობება
* ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითაო
* ხელი ხელს ბანს და ორივენი კი - პირსაო
* ხემ თქვა: „ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო“
* ხე რომ წაიქცევა, ცულიანი და უცულო ყველა ზედ მიადგებაო
* ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა
* ხილს რომ პირი ჰქონდეს, თავის თავს შეჭამდაო
* ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წასდგი - გაწვდება
* ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივ უთანასწორო
* ხუმრობაში კაცი მოკლესო
=={{მთავრული|ჯ}}==
* ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე მენავესთან ბრძოლა
* ჯერ არ მინდოდა შობა და მერე სიკვდილი
* ჯერ გადახტი და ჰოოპ მერე დაიძახეო
* ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო
* ჯერ ძილი მერე სიზმარი
* ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც დაუმატესო
* ჯოჯოხეთში ძახილია და გაგონება კი - არა
* ჯოჯოხეთს ერთი მაშხალა აკლდაო
=={{მთავრული|ჰ}}==
* ჰა პირი და ჰა პურიო.
* ჰაი გიდი, ცხრა ნაბადზე რომ ვხტებოდიო.
* ჰარამ მწყერს, ხოხობ, კაკაბსა - ჰალალი ქორი სჯობია.
* ჰაჩი, ვირო, არტანელო, შეშა - მკვარის მომტანელო!
* ჰაცა, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა ამოვა და მოძოვეო.
* ჰკითხე ასსა - ჰქმენ გულისა.
* ჰო, შენ ისე გინდა - ნემსი დასდო და სახნისი აიღო.
{{ვიკიპედია|ქართული ენა}}
[[კატეგორია:ანდაზები ანბანის მიხედვით]]
fjttbazrmgzlpvr5063ysfi08fmpuhx
56613
56612
2026-08-23T19:46:25Z

* ანს დახედე, ბანს დახედე, სიგრძესა და განს გახედე

jze7wxgnvaco0vp79wiakt1qiiiefnt
ჩარლზ ჩაპლინი
0
2728
56608
46689
2026-08-23T12:34:52Z
გიორგაძე.ლანა
5265
56608
wikitext
text/x-wiki
[[ფაილი:Charles-chaplin 1920.jpg|thumb|144px|მარჯვნივ|ჩარლი ჩაპლინი 1920 წელი]]
[[ფაილი:Charlie Chaplin.jpg|thumb|144px|მარჯვნივ|Chaplin (1915)]]
[[ფაილი:Charlie chaplin early 1914.gif|thumb|144px|მარჯვნივ]]
[[ფაილი:Charlie Chaplin and Paulette Goddard in The Great Dictator trailer 2.JPG|thumb|144px|მარჯვნივ]]
[[ფაილი:Dictator charlie9.jpg|thumb|144px|მარჯვნივ]]
[[ფაილი:Dictator charlie2.jpg|thumb|144px|მარჯვნივ]]
'''[[:w:ჩარლზ ჩაპლინი|სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც.]]''' (Sir Charles Spencer Chaplin Jr.), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი (დ. 16 აპრილი, 1889, ლონდონი — გ. 25 დეკემბერი, 1977, ვევე, შვეიცარია) — ინგლისელი კომედიური მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი.
=='''ციტატები'''==
ორ ფრანკს როცა დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო 💰 იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს 🥹 მისი პოვნა არ გაგიჭირდება 🤲 საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ.
"ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას"
ჩარლი ჩაპლინი, ნაწყვეტი გენიალური ფილმიდან "დიდი დიქტატორი"
{{Q
| ციტატა = რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი - მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „სინამდვილე“ ჰქვია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = As I began to love myself I found that anguish and emotional suffering are only warning signs that I was living against my own truth. Today, I know, this is AUTHENTICITY.
| დამოწმება = As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday
}}
{{Q
| ციტატა = რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის და, რომ ეს ადამიანი - თავად მე ვარ. დღეს „აღიარებას“ ვარქმევ ამას.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = As I began to love myself I understood how much it can offend somebody as I try to force my desires on this person, even though I knew the time was not right and the person was not ready for it, and even though this person was me. Today I call it RESPECT.
| დამოწმება = As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday
}}
{{Q
| ციტატა = რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე სხვა ცხოვრებისკენ სწრაფვას და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, მუდმივად ზრდისა და სრულყოფისკენ მიბიძგებს. დღეს „მოწიფულობა“ დავარქვი ამას.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = As I began to love myself I stopped craving for a different life, and I could see that everything that surrounded me was inviting me to grow. Today I call it MATURITY.
| დამოწმება = As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday
}}
{{Q
| ციტატა = რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ მიუხედავად გარემოებებისა, ვიმყოფები სწორ ადგილას, სწორ დროს და ყველაფერი საჭირო მომენტში ხდება, ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. ახლა ამას „თვითდაჯერებულობას“ ვარქმევ სახელად.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = As I began to love myself I understood that at any circumstance, I am in the right place at the right time, and everything happens at the exactly right moment, so I could be calm. Today I call it SELF-CONFIDENCE.
| დამოწმება = As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday
}}
{{Q
| ციტატა = რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვიპარავ ჩემს დროს და სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს აღარ ვსახავ. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის სიხარული და სიამოვნება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაც მხიარულ განწყობაზე მაყენებს. ამას ჩემი მეთოდებით, ჩემს ჩვეულ რიტმში ვაკეთებ. დღეს ამ ყოველივეს „უბრალოებას“ ვეძახი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = As I began to love myself I quit steeling my own time, and I stopped designing huge projects for the future. Today, I only do what brings me joy and happiness, things I love to do and that make my heart cheer, and I do them in my own way and in my own rhythm. Today I call it SIMPLICITY.
| დამოწმება = As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday
}}
{{Q
| ციტატა = რაც საკუთარი თავი შევიყვარე, განვთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოქონდა ჩემთვის - საკვების, ადამიანების, ნივთებისა და სიტუაციებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. „საკუთარი თავის სიყვარული“ ვუწოდე ამ ყოველივეს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = As I began to love myself I freed myself of anything that is no good for my health – food, people, things, situations, and everything the drew me down and away from myself. At first I called this attitude a healthy egoism.Today I know it is LOVE OF ONESELF.
| დამოწმება = As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday
}}
{{Q
| ციტატა = რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მოკრძალება“ ქვია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = As I began to love myself I quit trying to always be right, and ever since I was wrong less of the time. Today I discovered that is MODESTY.
| დამოწმება = As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday
}}
{{Q
| ციტატა = რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და მომავალზეც არ ვღელავ. მხოლოდ მოცემულ მომენტში ვცხოვრობ - იქ, სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ყოველი დღით ვცხოვრობ და ამას „განხორციელებას“ ვარქმევ სახელად.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = As I began to love myself I refused to go on living in the past and worry about the future. Now, I only live for the moment, where EVERYTHING is happening. Today I live each day, day by day, and I call it FULFILLMENT.
| დამოწმება = As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday
}}
{{Q
| ციტატა = რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა გუნება-განწყობა გამიფუჭოს და ამან შედეგად ავადმყოფობა მომიტანოს. მაგრამ, როცა გული და გონება ერთმანეთს შევურწყე, ეს უკანასკნელი ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. ამ კავშირს „გულის სიბრძნეს“ ვუწოდებ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = As I began to love myself I recognized that my mind can disturb me and it can make me sick. But As I connected it to my heart, my mind became a valuable ally. Today I call this connection WISDOM OF THE HEART.
| დამოწმება = As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday
}}
{{Q
| ციტატა = არ არის საჭირო, კონფრონტაციებისა თუ სხვადასხვა სახის პრობლემების შიში რომ გვქონდეს. იცით, ვარსკვლავებიც ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახების შედეგად ახალი სამყაროები წარმოიქმნება. დღეს ვიცი, რომ „ეს - ცხოვრებაა“.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = We no longer need to fear arguments, confrontations or any kind of problems with ourselves or others. Even stars collide, and out of their crashing new worlds are born. Today I know THAT IS LIFE!
| დამოწმება = As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday
}}
{{Q
| ციტატა = საკუთარი თავის უნდა გწამდეს - ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში. მე უნდა მქონდეს აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday
}}
{{Q
| ციტატა = მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „წერილი ჯერალდინას“ 1965 წლის დეკემბერი.
}}
{{Q
| ციტატა = ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „წერილი ჯერალდინას“ 1965 წლის დეკემბერი.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „წერილი ჯერალდინას“ 1965 წლის დეკემბერი.
}}
{{Q
| ციტატა = ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „წერილი ჯერალდინას“ 1965 წლის დეკემბერი.
}}
{{Q
| ციტატა = შენი გაშიშვლებული სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „წერილი ჯერალდინას“ 1965 წლის დეკემბერი.
}}
{{Q
| ციტატა = – მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია – ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „დიდი დიქტატორი“
}}
{{Q
| ციტატა = ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ. მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი – გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად – სიკეთე და თავაზიანობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „დიდი დიქტატორი“
}}
{{Q
| ციტატა = სანამ ადამიანები იარსებებენ, თავისუფლება არასდროს გაქრება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „დიდი დიქტატორი“
}}
{{Q
| ციტატა = ჯარისკაცებო – ნუ იბრძოლებთ დასამონებლად! იბრძოლეთ თავისუფლებისთვის! წმინდა ლუკას სახარების მე-17 თავში წერია, “ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია”. არა ერთ ადამიანში, არა ადამიანთა ჯგუფში, არამედ ყველაში, თქვენში. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, ძალაუფლება, რომ შექმნათ მანქანები, ძალაუფლება, რომ შექმნათ ბედნიერება. თქვენ გაქვთ იმის ძალაუფლება, გახადოთ ეს ცხოვრება თავისუფალი და ლამაზი, აქციოთ ის გასაოცარ თავგადასავლად. მაშ, დემოკრატიის სახელით, მოდი გამოვიყენოთ ეს ძალაუფლება! მოდი ყველანი გავერთიანდეთ! ვიბრძოლოთ ახალი მსოფლიოსთვის, წესიერი მსოფლიოსთვის, სადაც ადამიანს ექნება საშუალება, იმუშაოს, რომელიც მოგცემთ მომავალს, ხოლო ხანდაზმულებს შეუქმნის უსაფრთხოებას. ამ დაპირებების მოცემით ულმობელი ადამიანები ძლევამოსილნი გახდნენ, მაგრამ ისინი ტყუიან! ისინი არ ასრულებენ თავიანთ დანაპირებს. მაშ მოდი ვიბრძოლოთ ამ დაპირებების ასასრულებლად! ვიბრძოლოთ, რათა გავათავისუფლოთ მსოფლიო, გადავლახოთ ეროვნული ბარიერები, მოვაშოროთ სიხარბე, სიძულვილი და შეუწყნარებლობა. ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი მთლიანად ადამიანთა ბედნიერებისკენაა მიმართული.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „დიდი დიქტატორი“
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანთა სიძულვილი ჩაივლის და დიქტატორები დაიხოცებიან. ის ძალაუფლება, რომელსაც ხალხისგან იღებენ, ისევ ხალხს დაუბრუნდება და სანამ ადამიანები იარსებებენ, თავისუფლება არასდროს გაქრება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = The hate of men will pass, and dictators die, and the power they took from the people will return to the people. And so long as men die, liberty will never perish.
| დამოწმება = „დიდი დიქტატორი“
}}
{{Q
| ციტატა = მამაკაცის ნამდვილი ხასიათი გამოიხატება სწორედ მაშინ, როდესაც ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = A man's true character comes out when he's drunk.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = ყველაზე სამწუხარო რამ, რაც კი შემიძლია წარმოვიდგინო, არის ფუფუნებით კმაყოფილება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = The saddest thing I can imagine is to get used to luxury.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = არაფერია მუდმივი ამ ბოროტი მსოფლიოში - არამც თუ ჩვენი უსიამოვნებები.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = Nothing is permanent in this wicked world - not even our troubles.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = We think too much and feel too little.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = Life is a tragedy when seen in close-up, but a comedy in long-shot.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = დამარცხება უმნიშვნელოა. მხნეობაა საჭირო, რომ თავიდან ლაფი მოიცილო.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = Failure is unimportant. It takes courage to make a fool of yourself.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ღიმილი გამოსახო, საჭიროა განიცადო ის ტკივილი, რომელსაც ატარებ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = To truly laugh, you must be able to take your pain, and play with it!
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = მაწანწალა, ჯენტლმენი, პოეტი, მეოცნებე, მარტოხელა, რომანებისა და თავგადასავლების ისტორიით აღსავსე.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = A tramp, a gentleman, a poet, a dreamer, a lonely fellow, always hopeful of romance and adventure.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = მე ვერ ვეგუები მშვენიერების ისეთ ნიმუშს, რომელიც ყველასთვის გასაგებია. როდესაც მშვენიერება არ საჭიროებს დამატებით ინტერპრეტაციას ვინმე სხვა შემოქმედისგან, მაშინ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან შეასრულა მისი ჭეშმარიტი დანიშნულება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = I do not have much patience with a thing of beauty that must be explained to be understood. If it does need additional interpretation by someone other than the creator, then I question whether it has fulfilled its purpose.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = ამ ყოველივეს შემდეგ, მრჩება მხოლოდ ერთადერთი რამ, ერთადერთი ყოფიერება და ეს არის - კლოუნის როლი. ეს მათავსებს ბევრად უფრო დიად სიმაღლეზე, ვიდრე თვითმფრინავი ნებისმიერ პოლიტიკოსს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = I remain just one thing, and one thing only, and that is a clown. It places me on a far higher plane than any politician.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = ჩვენ ყველას გვინდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ადამიანური ყოფიერება და მოვალეობაც ესაა. ჩვენ ცხოვრება უნდა იყოს დამყარებული ერთმანეთის ბედნიერებაზე და არა ერთმანეთის უბედურებაზე.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = We all want to help one another. Human beings are like that. We want to live by each other's happiness, not by each other's misery
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = მე დავიწყე ბიზნესი ფულის შოვნის მხრივ და ამავე დროს ხელოვნებაც უჩინრად იზრდებოდა ჩემში.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = I went into the business for the money, and the art grew out of it.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = სიცილის გარეშე გატარებული დღე ტყუილად დაკარგულია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = A day without laughter is a day wasted.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = ვერასდროს იპოვი ცისარტყელას, თუ მუდამ ქვევით იყურები.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = You'll never find a rainbow if you're looking down.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = მე მუდამ მიყვარს წვიმაში სეირნობა, რადგან ვერავინ ამჩნევს, როცა ვტირი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = I always like walking in the rain, so no one can see me crying.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = გაიღიმეთ და უთუოდ აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება კვლავ ღირებულია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = You'll find that life is still worthwhile, if you just smile.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = სრულყოფილი სიყვარული არის ყოველი წარუმატებლობის უჩვეულოდ ლამაზი ფორმა, რადგან საჭიროებს მრავალგზის გამოხატვას.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = Perfect love is the most beautiful of all frustrations because it is more than one can express.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = ფანტაზია ყოვლად უძლურია და არაფერსაც ნიშნავს ქმედების გარეშე.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = Imagination means nothing without doing.
| დამოწმება = My Life In Pictures
}}
{{Q
| ციტატა = მსგავსად ყველასი, მე ვარ ის, ვინც ვარ: ინდივიდუალური, უნიკალური და განსხვავებული. ისტორია უამრავი ოცნების, სურვილებისა და პირადი გამოცდილების, რომელთა მთლიანობასაც წარმოადგენს ჩემი პიროვნება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = Like everyone else I am what I am: an individual, unique and different. a history of dreams, desires, and of special experiences, all of which I am the sum total
| დამოწმება = My Autobiography
}}
{{Q
| ციტატა = ცხოვრება შეიძლება იყოს მშვენიერი, თუ - კი არ გეშინია მისი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = Life can be wonderful if you're not afraid of it.
| დამოწმება = My Autobiography
}}
{{Q
| ციტატა = ჩემი ტკვილი შეიძლება იყოს ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ ჩემი სიცილი არასდროს იქნება ვინმეს ტკივილის მიზეზი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = My pain may be the reason for somebody's laugh. But my laugh must never be the reason for somebody's pain.
| დამოწმება = My Autobiography
}}
{{Q
| ციტატა = სწორედ ესაა უბედურება მსოფლიოსი, რომ ჩვენვე ვიძულებთ საკუთარ თავს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = That's the trouble with the world. We all despise ourselves.
| დამოწმება = My Autobiography
}}
{{Q
| ციტატა = მე არ შევუერთდები არცერთ კლუბს, რომელიც ჩემს წევრად მიღებას გადაწყვეტს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = I will not join any club who will take me as a member.
| დამოწმება = My Autobiography
}}
{{Q
| ციტატა = სასოწარკვეთილება არის ნარკოტიკი. ის დროებით სიმშვიდეს ჰმატებს გონებას გულგრულობის პროცესში.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = Despair is a narcotic. It lulls the mind into indifference.
| დამოწმება = My Autobiography
}}
{{Q
| ციტატა = მე მჯერა, რომ ჩემი სული წვრილმანიდან დაიბადა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = From such trivia, I believe my soul was born.
| დამოწმება = My Autobiography
}}
{{Q
| ციტატა = ფილმში გადაღება არის მჭირვეულობა. აუდიტორიას ნამდვილად სურს ცოცხალი მსახიობი სცენაზე.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = Movies are a fad. Audiences really want to see live actors on a stage.
| დამოწმება = My Autobiography
}}
{{Q
| ციტატა = ერთი მკვლელობა გხდის ავკაცად, მილიონობით კი გმირად. რიცხვთა მიხედვით განხილვა, ჩემი კარგი თანამემამულეა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = One murder makes a villain, millions a hero. Numbers sanctify, my good fellow.
| დამოწმება = My Autobiography
}}
{{Q
| ციტატა = მისაღწევად რთული რამ არის სიმარტივე.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = Simplicity is a difficult thing to achieve.
| დამოწმება = My Autobiography
}}
{{Q
| ციტატა = გახსოვდეთ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაიხაროთ, მაგრამ ვერ შეამჩნიოთ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = Remember, you can always stoop and pick up nothing.
| დამოწმება = My Autobiography
}}
{{Q
| ციტატა = მე არ მჯერა, რომ საზოგადოებამ იცის რაც სურს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = I don't believe that the public knows what it wants.
| დამოწმება = My Autobiography
}}
{{Q
| ციტატა = ძირითადი არსი უდიდესი მსახიობისა არის, რომ ის (სცენაზე) თამაშისას შეყვარებული საკუთარ თავზე.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = The basic essential of a great actor is that he loves himself in acting
| დამოწმება = My Autobiography
}}
{{Q
| ციტატა = ყველაფერი, რაც მჭირდება კომედიის შექმნისთვის - ეს არის პარკი, პოლიციელი და მშვენიერი გოგონა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი = All I need to make a comedy is a park, a policeman and a pretty girl
| დამოწმება = My Autobiography
}}
{{Q
| ციტატა = ჭეშმარიტმა მსახიობმა გრიმის, მისაწებებელი ცხვირისა და ნიღბის გარეშეც უნდა შეძლოს ხალხის გაცინება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
{{Q
| ციტატა = უბრალოდ გაიღიმეთ და აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება კვლავ ღირებულია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
{{Q
| ციტატა = მე ტაშს მიკრავენ იმიტომ, რომ ყველას ესმის ჩემი: თქვენ კი იმიტომ გიკრავენ ტაშს, რომ არავის ესმის თქვენი. (ნათქვამია ალბერტ აინშტაინის მისამართით)
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
{{Q
| ციტატა = „ცოდნამ ჩვენ ციკინოსებად გვაქცია, ჭკუამ ─ გულქვა და ბოროტ არსებებად. ვფიქრობთ ზედმეტად ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. თანამედროვე ტექნოლოგიებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება...“
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
==რესურსები ინტერნეტში==
{{ვიკიპედია}}
* [http://www.charliechaplin.com Charlie Chaplin official website]
* [http://web.archive.org/web/20000619061630/http://www.time.com/time/time100/artists/profile/chaplin.html The TIME 100: Charlie Chaplin]
* [http://www.imdb.com/name/nm0000122/ Charles Chaplin] at IMDb
* [http://www.pbs.org/wnet/americanmasters/database/chaplin_c.html American Masters: Charlie Chaplin] at PBS
* [http://www.csse.monash.edu.au/~pringle/silent/chaplin/aaronhale.html Brief bio]
* [http://www.chaplinalife.com/ Tribute pages at ''Chaplin : A Life'']
{{DEFAULTSORT:ჩაპლინი, ჩარლი}}
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]]
[[კატეგორია:ინგლისელი მსახიობები]]
[[კატეგორია:ინგლისელი სცენარისტები]]
[[კატეგორია:ინგლისელი კომპოზიტორები]]
delm16sov66r0de7amzgr3l38diyw5p
ფიროსმანი
0
5882
56609
54010
2026-08-23T17:41:58Z
გიორგაძე.ლანა
5265
56609
wikitext
text/x-wiki
ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი; დ. 29 აპრილი, 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918, თბილისი) — ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.
=='''ციტატები'''==
{{Q
| ციტატა = „მე რომ ასი მანეთი მაინც მქონოდა, გამოვეწყობოდი კარგ ტანსაცმელში, დავიქირავებდი ოთახს, მაშინ კი ვხატავდი და ვხატავდი.“
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
{{Q
| ციტატა = „მოვა დრო და ჩემს ნახატებს მილიონებად გაყიდიან.“
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
=='''მის შესახებ'''==
{{Q
| ციტატა = „მთელი თავისი შემოქმედებისათვის არავის არ დაუკავშირებია ფიროსმანი, მე კი ჩემს ცხოვრებასა და ამ უიღბლო კაცის ცხოვრებას შორის მოვნახე რაღაც ნათესაური.“
| ავტორი = [[ლადო ასათიანი]]
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
{{Q
| ციტატა = „მე ფიროსმანის „პრიმიტივი“ მესმის როგორც მაღალი ხელოვნება [...] ყოველი ჭეშმარიტად კულტურული პოეტი ისე უნდა წერდეს ლექსს, როგორც ნიკო ფიროსმანი წერს თავის სურათებს.“
| ავტორი = [[ლადო ასათიანი]]
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
{{Q
| ციტატა = „ხედავ ფიროსმანს ─ და გჯერა საქართველო.“
| ავტორი = [[გრიგოლ რობაქიძე]]
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
{{Q
| ციტატა = „ფიროსმანი სხვაა, რადგან იგი არც იწყება და არც მთავრდება, მართლა უსასრულოა და ჩემი სამშობლოა...“
| ავტორი = [[დათო ტურაშვილი]]
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)
}}
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]]
[[კატეგორია:ქართველი მხატვრები]]
6foz7e1j3a89t1sjz1qwj8foqzcqit0
56610
56609
2026-08-23T17:42:35Z
გიორგაძე.ლანა
5265
56610
wikitext
text/x-wiki
ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი; დ. 29 აპრილი, 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 9 აპრილი, 1918, თბილისი) — ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.
=='''ციტატები'''==
{{Q
| ციტატა = „მე რომ ასი მანეთი მაინც მქონოდა, გამოვეწყობოდი კარგ ტანსაცმელში, დავიქირავებდი ოთახს, მაშინ კი ვხატავდი და ვხატავდი.“
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
{{Q
| ციტატა = „მოვა დრო და ჩემს ნახატებს მილიონებად გაყიდიან.“
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
=='''მის შესახებ'''==
{{Q
| ციტატა = „მთელი თავისი შემოქმედებისათვის არავის არ დაუკავშირებია ფიროსმანი, მე კი ჩემს ცხოვრებასა და ამ უიღბლო კაცის ცხოვრებას შორის მოვნახე რაღაც ნათესაური.“
| ავტორი = [[ლადო ასათიანი]]
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
{{Q
| ციტატა = „მე ფიროსმანის „პრიმიტივი“ მესმის როგორც მაღალი ხელოვნება [...] ყოველი ჭეშმარიტად კულტურული პოეტი ისე უნდა წერდეს ლექსს, როგორც ნიკო ფიროსმანი წერს თავის სურათებს.“
| ავტორი = [[ლადო ასათიანი]]
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
{{Q
| ციტატა = „ხედავ ფიროსმანს ─ და გჯერა საქართველო.“
| ავტორი = [[გრიგოლ რობაქიძე]]
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
{{Q
| ციტატა = „ფიროსმანი სხვაა, რადგან იგი არც იწყება და არც მთავრდება, მართლა უსასრულოა და ჩემი სამშობლოა...“
| ავტორი = [[დათო ტურაშვილი]]
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)
}}
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]]
[[კატეგორია:ქართველი მხატვრები]]
cfbcfsrpfoyjpl34kksp8qi522qhhz5
მედიტაცია
0
6998
56611
50399
2026-08-23T19:42:30Z
გიორგაძე.ლანა
5265
56611
wikitext
text/x-wiki
{{Q
| ციტატა = ''„შეისწავლე მედიტაცია და შენ შეძლებ საკუთარ წარმოსახვაში მოიარო მთელი მსოფლიო.“''
| ავტორი = [[ჯონ ლენონი]]
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
{{Q
| ციტატა = ''„მედიტაციაში მნიშვნელოვანია არა სიტყვა ან ტექნიკა, არამედ უძრავი პოზა და მშვიდი სუნთქვა.“''
| ავტორი = [[ლუიზა ჰეი]]
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = “მართე შენი ბედი”
}}
[[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]]
j9fsbyfnc3fny996oo8zvffgwjfa5ge