ვიკიწყარო
kawikisource
https://ka.wikisource.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98
MediaWiki 1.47.0-wmf.3
first-letter
მედია
სპეციალური
განხილვა
მომხმარებელი
მომხმარებლის განხილვა
ვიკიწყარო
ვიკიწყარო განხილვა
ფაილი
ფაილის განხილვა
მედიავიკი
მედიავიკის განხილვა
თარგი
თარგის განხილვა
დახმარება
დახმარების განხილვა
კატეგორია
კატეგორიის განხილვა
ავტორი
ავტორის განხილვა
გვერდი
გვერდის განხილვა
ინდექსი
ინდექსის განხილვა
TimedText
TimedText talk
მოდული
მოდულის განხილვა
Event
Event talk
(ორთქლმავალი სტვენს...)
0
7933
77547
2026-05-25T12:34:59Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (ორთქლმავალი სტვენს...) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ორთქლმავალი სტვენს. შენ კითხულობ ტვენს. გადააგდე ის, გაიხედე წინ... ბუჩქს შარფივ...
77547
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (ორთქლმავალი სტვენს...)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
ორთქლმავალი სტვენს. შენ კითხულობ ტვენს.
გადააგდე ის, გაიხედე წინ...
ბუჩქს შარფივით ბოლს ორთქლმავალი ჰფენს
და გაისმის თან: რა-რა-რა-რა, ძინ!
ასწლოვანი ხე გაუპია მეხს,
ქორი მიაქვს ქარს, რაღაც მიაქვს ქორს.
შეგვიძლია ჩვენ, გზაზე გავყვეთ გლეხს,
მის ზრუნვას და ფიქრს უბოლოოდ შორს.
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01b6fd1e1ec1ebb538bdec4f მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
e3o5ln5jd1ksof2lvq44l9jhjwu3878
(ოჰ, ნუ იფიქრებ...)
0
7934
77548
2026-05-25T12:36:15Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (ოჰ, ნუ იფიქრებ...) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ოჰ, ნუ იფიქრებ რომ მოკვდა გული, რომ სულ დავმარხე ოცნება წრფელი, განადგურების სევდიან...
77548
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (ოჰ, ნუ იფიქრებ...)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
ოჰ, ნუ იფიქრებ რომ მოკვდა გული,
რომ სულ დავმარხე ოცნება წრფელი,
განადგურების სევდიან გზაზე
გულს ბევრი რამ აქვს ხელუხებელი.
ველი, ვიბრძოლებ...მე ამ ყვავილებს
ვატარებ, სანამ მექნება ძალი,
რომ არ შეეხოს მას სისასტიკის
ძალა შავ-ბნელი, ხელი მუხთალი.
და მუდამ გულში გავზრდი იმ იმედს,
რომ სადღაც არის ისეთი მხარე,
სადაც ედემი ჰყვავის მზიანი,
სადაც არ არის სული მწუხარე.
წინ მელის ბედი... რაც იყო, იყო...
ის წარსულია განუკურნელი...
ხელუხებელი გულს ბევრი რამ აქვს.
სულს კიდევ დარჩა ოცნება წრფელი.
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHc949c9994491c3f239c03b მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
qaemu2mn2oa7k8e6io6xsncosv7cw1c
(რისთვის მაგონებ...)
0
7935
77549
2026-05-25T12:37:28Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (რისთვის მაგონებ...) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> რისთვის მაგონებ, ვაზზე მიმობნეულო ნამო, ცრემლებს, დადენილს მძაფრი ახალგაზრდობის...
77549
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (რისთვის მაგონებ...)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
რისთვის მაგონებ, ვაზზე
მიმობნეულო ნამო,
ცრემლებს, დადენილს მძაფრი
ახალგაზრდობის გამო?
მზემ ამოაშრო ნამი
და შლის საღამო ამო
ცთომებს, ჩადენილთ როსმე
ახალგაზრდობის გამო!
მეტყვით: ეს იყო სრული
და მშვენიერი რამო,
რაც თავს გადაგვხდა მხოლოდ
ახალგაზრდობის გამო.
ის გაზაფხული გაქრა,
მეგი, იარე, წამო!
აქ ხმაურობდა ტალღა
ახალგაზრდობის გამო...
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHda3b2756fd0ebaa6ba387d მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
cy6fenr0a2uzxd7fmmr5a9ffcr7ccw1
(რტოო პალმისა...)
0
7936
77550
2026-05-25T12:38:57Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (რტოო პალმისა...) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო, აქ ზვირთი ზღვისა ჟღერს უბოლოო, აქ სიმშვიდეში ვხედავ აღგ...
77550
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (რტოო პალმისა...)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო,
აქ ზვირთი ზღვისა ჟღერს უბოლოო,
აქ სიმშვიდეში ვხედავ აღგზნებულს
სანაპიროებს გაჩირაღდნებულს.
აქ გემებია და ზღვის ქედები,
იქ, შორს, ძლიერ შორს როს იხედები,
სჩანან უსაზღვრო სივრცედ ნადები
სასაფლაოთა მირიადები.
კანკალებს გემთა შემკრთალი ალი,
შენსკენ მხარულით მისცურავს ქალი,
გრიგალი სწეწავს მის თმათა გიშერს,
იგი გეძახის, იგი ხელს გიშვერს;
გამწარებული და უსასოო,
რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო!
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHd0d23e131a408e0634cbdd მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
4pdm06ij0wka04s6pgcibprv3dkxze9
(საღამო. ჩვენს სუფრას, უხვსა და განიერს...)
0
7937
77551
2026-05-25T12:40:17Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (საღამო. ჩვენს სუფრას, უხვსა და განიერს...) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> საღამო. ჩვენს სუფრას, უხვსა და განიერს, მოაწყდა სიუხვე ბანანი...
77551
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (საღამო. ჩვენს სუფრას, უხვსა და განიერს...)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
საღამო. ჩვენს სუფრას, უხვსა და განიერს,
მოაწყდა სიუხვე ბანანის, ატამის.
რატომღაც იგონებ სხვა მრავალჟამიერს -
მეოთხე, მეხუთე მუხლამდე ატანილს.
ბევრგვარი უნახავს მგზავრ პოეტს მწვანილი,
ამჟამად მას მხოლოდ ერთი რამ აოცებს, -
რაგვარად მიაგავს ქართველს ესპანელი -
არც ბორდო ათრობს და არც ცეკვა აოსებს.
სწორი ხარ, სწორი ხარ! ნეტავი მსგავსება
იყოს და კიდევაც სჯობნიდნენ ერთმანეთს.
იმგვარის დროშებით და შრომით ავსება,
როგორიც ჩვენშია, ვუსურვოთ ესპანეთს.
წეღან კი ამ კაფეს ზმანებას ვადრიდი.
ესმით კი? ესმით კი, როდესაც ჯაზია,
რა ალში ეხვევა ლამაზი მადრიდი,
ის კატალონია და ანდალუზია...
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01543ff907e2b1830947f9f8 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
f1jyoau8voo9qdneqbpkamaxwslf767
(სიცოცხლის აჩრდილს ...)
0
7938
77552
2026-05-25T12:41:38Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (სიცოცხლის აჩრდილს ...) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> სიცოცხლის აჩრდილს სული არ ერთვის, სხვა გამოძახილს ვისმენ ყოველთვის. მხიბლავს ე...
77552
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (სიცოცხლის აჩრდილს ...)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
სიცოცხლის აჩრდილს
სული არ ერთვის,
სხვა გამოძახილს
ვისმენ ყოველთვის.
მხიბლავს ეთერი
და ვმღერი... ვმღერი...
სხვა ყველაფერი
ერთია ჩემთვის.
სასიყვარულოდ
გული აღარ თრთის,
აღარ მიწოდებს
ნეტარება მთის.
შავ დემონს მივე
ფრთა მოტივტივე
და ყოველივე
ერთია ჩემთვის.
ადრე წამერთვა
ალერსი ღმერთის.
სხვა ღმერთს არც ვეძებ,
არც სული ელტვის...
დღეს კი ვის ველი?
დღეა ნათელი
თუ ღამე ბნელი -
ერთია ჩემთვის!
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH56a86e59091152e9b9cac5 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
playzlcgaikn3a6ek23aunwzw81etfp
(სულო უმზეო, მაგრამ მზიანო...)
0
7939
77553
2026-05-25T12:43:18Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (სულო უმზეო, მაგრამ მზიანო...) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> სულო უმზეო, მაგრამ მზიანო, ყოველთვის, როცა ჰბერავდა ქარი, მესმოდა ნისლის ფ...
77553
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (სულო უმზეო, მაგრამ მზიანო...)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
სულო უმზეო, მაგრამ მზიანო,
ყოველთვის, როცა ჰბერავდა ქარი,
მესმოდა ნისლის ფორტეპიანო,
ზარი, გუგუნი და ისევ ზარი.
ვერ ივიწყებდა მაშინ ვერც ერთი,
საქართველოში ჰანგთა ხანდაზმას,
და თვითეული მისი კონცერტი
ეფემერისას ჰგავდა ფანტაზმას.
სადღაც ქვითინი იყო ქალური,
და სონატების ნაზი ფერები,
სტიროდა მისი მუსიკალური
და გადარევის ეფემერები
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH019bbcf95392cf652fe360a8 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
nz2p7st6v5z691lsto2se2hfmgf90q8
(ფერი მზესა და ქარს მოჰყავს...)
0
7940
77554
2026-05-25T12:44:37Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (ფერი მზესა და ქარს მოჰყავს...) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ფერი მზესა და ქარს მოჰყავს გაზაფხულის სადარი, შენ კი ლოყას გადაგკროდა ზ...
77554
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (ფერი მზესა და ქარს მოჰყავს...)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
ფერი მზესა და ქარს მოჰყავს
გაზაფხულის სადარი,
შენ კი ლოყას
გადაგკროდა ზამთარი.
მიდიოდი, როგორც მკვდარი,
როგორც მკვდარი სანანი,
ჰქროდა ქარი,
თრთოდა იასამანი.
ხალხის ზვავთა და გლეტჩერთა
გარს ბრუნავდა მდინარე;
არ შეჩერდა,
არ იკითხა: ვინ არი?
ახლა სხვაა. კაცის თვალი
ქალს სიხარულს ადარებს,
სადაც ქალი
ქალის სახეს ატარებს.
სალამი ამ მწიფობისთვეს!
მზე რომ სჯერა მცინარი,
ყველა გისმენს...
და კითხულობს: ვინ არი?
ფერით მზესა და ქარს მოჰყავს
სიხარულის შევსება
და შენს ლოყას
გზნება ეალერსება.
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHd087c0e14b9cb1dd5fe01c მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
m2zfpnc6zq0p1rvtvcdc98y3gqa2xoc
(ქუხდა ხმოვანი ქარი მრავალი ...)
0
7941
77555
2026-05-25T12:46:18Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (ქუხდა ხმოვანი ქარი მრავალი ...) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ქუხდა ხმოვანი ქარი მრავალი ამ ასწლოვანი კაკლის ხის კარად; ასე: მიმავალ...
77555
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (ქუხდა ხმოვანი ქარი მრავალი ...)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
ქუხდა ხმოვანი ქარი მრავალი
ამ ასწლოვანი კაკლის ხის კარად;
ასე: მიმავალს სდევს მომავალი,
დრონი მიჰქრიან მარად და მარად,
ჩვენი შავი ზღვის ხმაურის გვარად
აქ ხმაურია არანაკლები,
ხიდან ჩამოდის ხვავიან ღვარად
მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები.
დიდებულია წლის მოსავალი,
იგი სრულიად გადიქცა ქნარად.
ბავშვი კისკისებს, როგორც მზით მთვრალი,
ის მჭმუნვარებას არა სთვლის არად!
როგორც იმედი, თან დააქვს მარად
გული: არც მეტი და არც ნაკლები!
კაკლებს უგულოს დასწონის მარად
მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები!
ყოველ, მარადდღე, სავსე კაკალი
ახალ ცხოვრებას ედება კარად.
სილაღეს სწორი აეღო კვალი
და არსებობა შეიგრძნო მყარად.
მოდის - სიტყვების მგზნებარე ჯარად
ლექსი, რომანი და სპექტაკლები,
მასა კი არჩევს: მას უნდა მარად
მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები!
ო, მეგობრებო! კარგთ თანაბარად
ვინ სთქვა ფუჭები და საძაგლები?
სოციალისტურს სჭირდება მარაგს
მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები!
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH3ec5804fa097556de3ceab მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
qtxufoo6e0aevfg2u6zjca4f1rzhvkl
(ყველა დასრულდა!..)
0
7942
77556
2026-05-25T12:47:22Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (ყველა დასრულდა!..) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ყველა დასრულდა! ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი, სიცალიერით სავსე არის ეგ ჩემი გული... ც...
77556
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (ყველა დასრულდა!..)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
ყველა დასრულდა! ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი,
სიცალიერით სავსე არის ეგ ჩემი გული...
ცაზე მისცურავს ბადრი მთვარე შუქთა მფრქვეველი,
და ცის უდაბნო უდაბნოა სევდით მოცული...
ფეხთ ქვეშ მიგდია დამსხვრეული სწრაფვათა ნავი,
მაგრამ ოცნება მაინც სცოცხლობს კვლავ, მომხიბლავი,
კვლავ ტალღებს ელის... ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი,
იმავე გრიგალს ელოდება დაუძლეველი.
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHae937a39301d1894f2163d მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
1r3seo58bh5s4dpg1m8e60zhg09hxyj
(ყველაფერი შეიძლება მოხდეს...)
0
7943
77557
2026-05-25T12:48:33Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (ყველაფერი შეიძლება მოხდეს...) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ყველაფერი შეიძლება მოხდეს: მთა მთას შეხვდეს, მზე მთის იქით მოხვდეს, ვარდ...
77557
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (ყველაფერი შეიძლება მოხდეს...)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
ყველაფერი შეიძლება მოხდეს:
მთა მთას შეხვდეს, მზე მთის იქით მოხვდეს,
ვარდი დაჭკნეს, როს ბულბული მოსხლტეს, -
ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
შეიძლება, როს დაბნელდეს არე,
ხევებს იქით გადაქანდეს მთვარე,
შეიცვალოს ვარსკვლავების არე, -
ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
შეიძლება, შხამით სავსე სასმისს
გიწვდიდეს ხმა მეგობართა რაზმის,
თან საშინელს გიმზადებდეს რასმეს, -
ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
სამშობლოს წინ ყოველ ვალთა მოხდის,
მშვიდობის წიგნს გვირგვინს ვერვინ მოხდის,
მშვიდობის გზა რომ ოდესმე მოკვდეს,
არა, ეს არ შეიძლება მოხდეს.
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01e6686d8263d67242dcc24c მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
cgo23dpqxyu5lbj8xtp3ccw4fnphkce
(ჩემი ვარსკვლავი...)
0
7944
77558
2026-05-25T12:49:33Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (ჩემი ვარსკვლავი...) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ჩემი ვარსკვლავი, სატრფოო, ცის თაღზე შუქად რომ ადის, შენი ღიმილის შუქია გამათბობელი...
77558
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (ჩემი ვარსკვლავი...)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
ჩემი ვარსკვლავი, სატრფოო, ცის თაღზე შუქად რომ ადის,
შენი ღიმილის შუქია გამათბობელი მარადის:
ჩემთვის სიმღერა, შვენებავ, შენი ხმა არის ნარნარი,
დიდება სიყვარულისა, ცის სამსხვერპლოზე დამდნარი.
და მე, შენს მგოსანს, იქ ძალმიძს მარად ჟამს ვიბედნიერო,
იქ ძალმიძს მხოლოდ ვიცოცხლო, სადაც შენა ხარ, ციერო.
და რაც კი ქვეყნად ამ ჩემს თვალთ უეცრად მოეჩვენების,
მარტოდენ ანარეკლია მაგ ღვთაებრივი შვენების.
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASHbc9ac1a145f3aab42fc352 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
sxcetd8it8u22cwqcgoda6qe50ocvf5
(ჩვენ გავიარეთ შინდარი, ტბეთი...)
0
7945
77559
2026-05-25T12:51:04Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (ჩვენ გავიარეთ შინდარი, ტბეთი...) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ჩვენ გავიარეთ შინდარი, ტბეთი, მუხამდე, სადაც კესვის არხია. რამ ააყვავა...
77559
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (ჩვენ გავიარეთ შინდარი, ტბეთი...)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
ჩვენ გავიარეთ შინდარი, ტბეთი,
მუხამდე, სადაც კესვის არხია.
რამ ააყვავა სამხრეთ ოსეთი?
დიდი ხნის ძილი რამ შეარხია?
მე მახსოვს გოლვა, სიცხე ზნაურის,
მზის მხურვალებით დამსკდარი მიწა.
ახლა აქ ახალ აურზაურის
ცვლაში მდინარემ გამოიღვიძა.
სულ მაღლა მთებში კელვის ტბა არის, -
ვიყავ მსურველი ადგილთა ნახვის.
იმ ტბიდან მიდის სისწრაფე ქარის,
იმ ტბიდან სწყდება ზვირთი ლიახვის.
იმ ტბიდან, აბა, როგორ არ შვენის
ელსადგურების მზეთა ნათება!
იმ კვერნეთისა და თამარაშენის
ქების თქმა ძალას აღემეტება.
მაინც ვინ არის ამ სამ წყაროსი -
ნედლათის, ტიგვის და ტბეთის გმირი?
ვინ გამოსცვალა კერხვის ტაროსი,
იმ ნაბაკევის ვარვარი მწირი?
ვინ აღძრა ენა დაგროვილ ხე-ტყის
და დაყრუება ვინ შესძრა გრომის?
მსგავს შედარებას აბა ვინ მეტყვის,
რასაც იძლევა დღე ნათელ შრომის?
გზა ვინ გაჰკვეთა ძაუ-სუარის,
აკადემიის ვის მისწვდა შუქი?
მსგავსი მშვენება სადმე თუ არის,
მთებს რომ ლეჩაქი ბურავს მსუბუქი?
ვინ იცის ბუდე უხვი მარაგის,
სად ბინად დადგნენ უბინადრონი?
სოფლის, ქალაქის და აგარაკის
ახლა ვინ არის ბატონ-პატრონი?
ვინ არის, რომ მზედ აქცია თალხი?
ვინ არის ნისლი რომ გაარღვია?
- ხალხი, მარადის უკვდავი ხალხი!
ყოვლის შემქნელი მხოლოდ ხალხია!
მის ძლიერებას ვერ გარდამოხსნის
ამაოება დროებათ ტალღის,
ყოველი სიტყვაც მგზნებარე მგოსნის
ეს არის სიტყვა მგზნებარე ხალხის.
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01cc8273ea8b72bc28bbe6a0 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
d44r3dp5f54w05rvshzvs29oaybcz1l
(ჩვენი იფნის ტყიდან ისმის ...)
0
7946
77560
2026-05-25T12:52:14Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (ჩვენი იფნის ტყიდან ისმის ...) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> ჩვენი იფნის ტყიდან ისმის ხმაურობა უძოს ხევის, გადმოისმის, გადაისმის ხმა...
77560
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (ჩვენი იფნის ტყიდან ისმის ...)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
ჩვენი იფნის ტყიდან ისმის
ხმაურობა უძოს ხევის,
გადმოისმის, გადაისმის
ხმა ზვირთების მიმოხვევის.
რაღაც ნაცნობ სიხარულს მგვრის,
უძოს ხევო, ჟღერა შენი,
შინდისიდან ნიავი ჰქრის,
ტყის ფოთლების ამაზრზენი.
მოსვენებას შესთხოვს ვისმეს?
კი, მაგრამ ვის? ჰე, ვის? ჰე, ვის?
აივანზე ტყიდან ისმის
ხმაურობა უძოს ხევის.
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH017b98505d8114b9f482e7a1 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
87k9pveynrgbkxr2y828n1uyuibpvyq
(წინ, წინ, სამშობლო მხარევ...)
0
7947
77561
2026-05-25T12:54:10Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: {{ანონსი | სათაური = (წინ, წინ, სამშობლო მხარევ...) | ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე |დამატებითი შენიშვნები = }} <poem> წინ, წინ, სამშობლო მხარევ! ჩვენ წინ მიგვიძღვის წრფელი ის ოქტომბერი, რამაც შ...
77561
wikitext
text/x-wiki
{{ანონსი
| სათაური = (წინ, წინ, სამშობლო მხარევ...)
| ავტორი = გალაკტიონ ტაბიძე
|დამატებითი შენიშვნები = }}
<poem>
წინ, წინ, სამშობლო მხარევ! ჩვენ წინ მიგვიძღვის წრფელი
ის ოქტომბერი, რამაც შესძრა მსოფლიო მთელი!
გამოქანება მძლავრი ცხრაასჩვიდმეტის ტალღის -
ეს არის ძალა, ნება და მისწრაფება ხალხის!
ეს არის სული ხალხის, ეს არის გული ხალხის,
ეს არის ნება ხალხის, ხალხის და მხოლოდ ხალხის!
მიმოიხედავ ირგვლივ არის განძების თოვა:
ვინ მოამზადა ამდენ ღირებულებათ გროვა?!
განძის, რომელსაც ხედავს მოხუცი, გინდა ბალღი,
ღირებულების ყოვლის შემქმნელი არის ხალხი -
მარად მოქმედი ხალხი, მარად მოძრავი ხალხი,
შეუცდომელი ხალხი, ხალხი და მხოლოდ ხალხი!
ღირებულებათ გროვა დიდებულია, სრული,
მას დასტრიალებს ხალხის განათებული სული!
ხალხი მქმნელია მარად - ასე მძლავრი და ლაღი,
ყოველ სულიერ წყაროს სათავე არის ხალხი -
მარად მგრძნობელი ხალხი, მარად მცნობელი ხალხი,
შეუცდომელი ხალხი, ხალხი და მხოლოდ ხალხი!
ვერ წაიშალა, თუმცა შალა, შალა და შალა
ბნელმა, უკვდავი მარად ხალხთან კავშირის ძალა.
პიროვნებისთვის მზეა ხალხთან კავშირი საღი -
მხოლოდ კავშირი ხალხთან, რომ გვდარაჯობდეს ხალხი,
ბევრის მნახველი ხალხი, ხალხი და მხოლოდ ხალხი!
წიგნში ძალაა ხალხის. მხოლოდ იმიტომ, იქნებ,
ხალხი მფარველობს წიგნებს, თავის საყვარელ წიგნებს
გამნათებელი მარად, არა მომხვევი თალხის,
მშვიდობის დიდი წიგნი ხმაა გმირული ხალხის,
ნათლისმფენელი ხალხის, მარად ნათელი ხალხის,
წიგნთა მფარველი ხალხის, ხალხის და მხოლოდ ხალხის!
მარად ბრწყინვალეს, დიადს, მარად სპეტაკს და ხალასს,
ვუძღვნათ ქებათა-ქება ხალხის სულიერ ძალას!
ხალხთან მარადის კავშირს რომ არ მოედოს ჟანგი,
ხალხის სულიერ ძალად უნდა აჟღერდეს ჩანგი.
ჩანგიც სულია ხალხის, მარად ცოცხალი ხალხის,
გულით მომღერალ ხალხის, ხალხის და მხოლოდ ხალხის!
წინ, წინ, სამშობლო მხარევ! ჩვენ წინ მიგვიძღვის წრფელი
ის ოქტომბერი, რამაც შესძრა მსოფლიო მთელი.
დროშაა დიდებული - გაბრწყინებული, სრული,
ავწიოთ უფრო მაღლა ხალხის სული და გული.
მაღლა ავწიოთ ხალხი, უნდა გამოგვყვეს ხალხი!
შვენის მებრძოლის სული და ჩაფიქრებაც შვენის...
ჩაფიქრებული ხალხი როცა იგონებს ლენინს.
ზევით ლაჟვარდი ცაა. ქვევით - მსოფლიო ბაღი,
თვითონ ლენინიც ხმაა, - ხმაა მებრძოლი ხალხის,
მარად მქუხარე ხალხის, მარად მჭექარე ხალხის,
მშვიდობისაკენ მძლავრად მიზღვავებული ხალხის.
ყველაფერს ქვეყანაზე მით მიეცემა ფასი,
რამდენად მასში სავსე მიზნობს დიდების თასი;
რამდენად სახავს იგი ხალხის სწრაფვას და მიზანს -
შრომას, ტკივილებს, შვებას, აღფრთოვანებას მისას, -
რომ გდარაჯობდეს ხალხი, დამფასებელი ხალხი,
შეუცდომელი ხალხი, ხალხი და მხოლოდ ხალხი!
დიდი მშვიდობის გრძნობის მედგრად ტრიალებს ჩარხი,
მშვიდობისათვის მარად აღგზნებულია ხალხი.
მშვიდობას ითხოვს ხალხი, მშვიდობას ჰპოვებს ხალხი!
ეს არის სული ხალხის, ეს არის გული ხალხის,
ეს არის ნება ხალხის, ხალხის და მხოლოდ ხალხის!
</poem>
== რესურსები ინტერნეტში ==
*[https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/vertwo/document/HASH01d47022a4c8f85fcd2b0fe1 მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა]
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის ლექსები]]
5bot6tkpjqvzxdd9jrbqatbvveq6yup
ისტორიანი (2015 — № 1)
0
7948
77562
2026-05-25T13:57:08Z
მარიამ ლაბაძე
392
ახალი გვერდი: [[File:წიგნები1.jpg|200px|left|thumb|საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა]] ---- <br> <br> <div style="font-size: 28px; text-align: center;">საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა</div> <br> ---- ==ჟურნალის სათაური== *ისტორია...
77562
wikitext
text/x-wiki
[[File:წიგნები1.jpg|200px|left|thumb|საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა]]
----
<br>
<br>
<div style="font-size: 28px; text-align: center;">საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა</div>
<br>
----
==ჟურნალის სათაური==
*ისტორიანი — ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი № 1, 2015, იანვარი
==რესურსები ინტერნეტში==
*[https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/77334 PDF ვერსია]
==სარჩევი==
* შექსპირის უცნობი „პირველი ფოლიანტი“ საფრანგეთში აღმოჩნდა
* ჯოკონდას პროტოტიპი ჩინელი მონა ქალია?
* „მხიარული ბავშვობა“ ძველ რომში
* ციმბირელი პაციენტი
* ვიკინგები — ლაშქრობები დედაწულით?!
* უჩინარი ქართული იერუსალიმი
* ჩვენი ეპოქა
* საახალწლო მოგზაურობა საქართველოში — (ეთნოგრაფიული ჩანახატები)
* პირველ მსოფლიო ომში 25 ქართველი გენერალი იბრძოდა
* დიდებული ძეგლები უკვალოდ იკარგებიან?!
* „ომი და მეომრები“
* ქართველ მეფეთა ხელრთვანი
* ალკოჰოლმა „შექმნა“ ადამიანი?!
* უცნაური ქვა იკოთში
* ფაზისი
* წინ — რუსეთი, უკან — ოსმალეთი
* ყირიმი — შავი ზღვის ციტადელის ისტორია
* მონტრეს კონვენცია — შავი ზღვის „პასპორტი“ თითქმის 80 წლისაა
* „დედა ენა“ თურქეთში
* კანიბალი, რომელიც იმპერატორი გახდა
* შამპანურის დაბადება
* ანგკორ-ვატი
* მერაბ თავაძე: ჩემთან რომ მოხვედით და ინტერვიუს იღებთ, მგლის ბილეთის დამსახურებაა
* ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან
* ცოდნის სამყარო
* სკანვორდი
[[კატეგორია:ისტორიანი]]
9p2eg6t3qwj8box9uel6spi6ofqbgkn